სომალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომალის რესპუბლიკა
Jamhuuriyadda Soomaaliya
جمهورية الصومال
Jumhūriyyat as-Sūmāl‎
Somali Republic

სომალი
სომალის
ჰიმნი: Soomaaliyeey Toosoow
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მოგადიშო
2°02′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 2.033° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 2.033; 45.350
ოფიციალური ენა სომალი
იტალიური, ინგლისური, არაბული (მეორადი ენები)
მთავრობა გარდამავალი მთავრობა
 -  პრეზიდენტი ჰასან შეიხ მუჰამადი
 -  პრ.-მინისტრი
ფართობი
 -  სულ 637,661 კმ2 (42-ე)
 -  წყალი (%) 1.6
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 9,558,666 (89-ე)
 -  სიმჭიდროვე 13 ად კაცი/კმ2 (198-ე)
მშპ (მუპ) 2004 შეფასებით
 -  სულ $5.26 მილიარდი (157-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $600 (148-ე)
ვალუტა სომალის შილინგი (SOS)
დროის სარტყელი (UTC +3სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი SOM
Internet TLD .so
სატელეფონო კოდი 252

სომალი (არაბ. الصومال‎‎), ოფიციალური სახელი სომალის რესპუბლიკა (სომალ. Jamhuuriyadda Soomaaliya, არაბ. جمهورية الصومال‎‎). სახელმწიფო აფრიკაში, სომალის ნახევარკუნძულზე. ჩრდილო-დასავლეთიდან ესაზღვრება ჯიბუტი, სამხრეთ-დასავლეთიდან კენია, ჩრდილოეთით მდებარეობს ადენის ყურე რომლის მეშვეობითაც ხდება დაკავშირება იემენთან, აღმოსავლეთიდან სომალს ესაზღვრება ინდოეთის ოკეანე, ხოლო დასავლეთიდან ეთიოპია. სომალის რელიეფი ძირითადად შედგება ვაკეებისგან და მაღლობებისგან.[1] სომალის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი მდებარეობს ამამვე სახელწოდების ნახევარკუნძულზე, მოსახლეობის უდიდიდეს ნაწილს შეადგენს სომალელები.

სომალის ტერიტორიაზე დასახლებები უძველესი დროიდან არსებობდა. შუა საუკუნეებში ეს ტერიტორია მუსლიმანური სახელმწიფოების შემადგენელი ნაწილი გახდა. მოგვიანებით უკვე ამ ტერიტორიას ბრიტანეთის იმპერია აკონტროლებდა. 1960 წელს მოხდა სომალის დამოუკიდებლობის გამოცხადება, სწორედ ამ წელს გაერთიანდა ბრიტანული სომალილენდი და იტალიური სომალილენდი. მოგვიანებით ქვეყანაში დამყარდა სამხედრო მმართველობა. 1991 წლიდან 2000 წლამდე ქვეყანაში არ არსებობდა საერთაშორისოდ აღიარებული მთავრობა.

1991 წლიდან ამ სახელმწიფოში მიმდინარეობს სამოქალაქო ომი, სომალში ხშირად ხდება მთავრობების ცვლა. ქვეყნის რამდენიმე რეგიონში შექმნილია ადგილობრივი მთავრობები, რომლებიც დამოუკიდებლობისკენ ისწრაფვიან. მათგან აღსანიშნავია ქვეყნის ჩრდილოეთით არსებული სომალილენდი.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Somalia. World Factbook. Central Intelligence Agency (2009-05-14). წაკითხვის თარიღი: 2009-05-31.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: