ალექსანდრე წულუკიძე (ექიმი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ალექსანდრე წულუკიძე)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ალექსანდრე წულუკიძე (მრავალმნიშვნელოვანი).
ალექსანდრე წულუკიძე

ალექსანდრე პეტრეს ძე წულუკიძე (დ. 22 იანვარი, 1888, სოფ. კვახჭირი, ახლანდელი თერჯოლის მუნიციპალიტეტი — გ. 21 იანვარი, 1967, თბილისი) ქართველი ქირურგი-უროლოგი, მეცნიერული უროლოგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1925), პროფესორი (1930), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე (1941), სსრკ მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1946), საქარველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1955).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

1913 წელს დაამთავრა ხარკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის (უკრაინა) სამედიცინო ფაკულტეტი.

1916 წლიდან მუშაობს ქ.თბილისის ლაზარეთის ორდინატორად. ამავე წლიდან მუშაობდა გ. მუხაძესთან.

1922—1924 წლებში მივლინებულ იქნა საზღვარგარეთ პარიზის, ბერლინის და ვენის ცნობილ უროლოგიურ კლინიკებში.

1925 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია.

1927 წელს ჩაუდგა სათავეში ახლად გახსნილ ქ.თბილისის # 1 კლინიკური საავადმყოფოს უროლოგიურ განყოფილებას. ამავე წელს მიენიჭა დოცენტის წოდება.

1930 წელს მიენიჭა პროფესორის წოდება.

1930—1959 წლებში ხელმძღვანელობდა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის კათედრებს. ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის ქირურგიის და შემდეგ უროლოგიის კათედრას. ასევე იყო საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სამეცნიერო განყოფილების თავმჯდომარე.

1949—1953 წლიდან იქნა არჩეული თბილისის ექიმთა დახელოვნების თბილისის სახელმწიფო ინსტიტუტის დირექტორად.

1953—1965 წელს მისი ინიციატივით დაარსებული უროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დიტექტორი (1967-იდან ინსტიტუტს მისი სახელი მიენიჭა). მეორე მსოფლიო ომის (1941—1945) წლებში მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის სამინოსტროს მთავარ ქირურგად. იყო უროლოგთა საკავშირო საზოგადოების საპატიო წევრი და სხვა. შეისწავლიდა შარდკენჭოვან დაავადებას, უროლოგიის, კურორტოლოგიის, ბაქტერიოლოგიის, მედიცინის ისტორიის საკითხებს. შეიმუშავა რამდენიმე ოპერაციის (ორიგინალური) ტექნიკა. ქართულ ენაზე შეადგინა უროლოგიის პირველი სახელმძღვანელოები.

შესრულებული აქვს 150-მდე სამეცნიერო ნაშრომი და 20-ზე მეტი მონოგრაფია.