ვიკიპედია:რჩეული სტატიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მალხმობა: ვპ:რჩეული

რჩეული სტატიები   კანდიდატები   წესები და პროცედურა   სტატუსის მოხსნა   არქივი
რჩეული სტატიის ვარსკვლავი

ეს გვერდი ეთმობა ქართული ვიკიპედიის საუკეთესო მასალების გამოფენას. რჩეული სტატია სტატიის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც შეიძლება მკითხველს წარედგინოს. ამჟამად ქართულ ვიკიპედიაში 90,970 სტატიაა, მათ შორის კი 202 რჩეულია. ამგვარ სტატიებს ვიკიპედიის მომხმარებლები ირჩევენ. თუ მიიჩნევთ, რომ რომელიმე სტატია იმსახურებს ქართული ვიკიპედიის რჩეულ მასალად დასახელებას, დაასახელეთ თქვენი სტატია კანდიდატად. განხილვისა და კენჭისყრის შემდეგ რჩეული სტატია გარკვეული პერიოდით მთავარ გვერდზეც გამოიტანება. გახსოვდეთ, რომ ხშირ შემთხვევაში, საუკეთესო სტატიები ვიკიპედიის რედაქტორების ერთობლივი ნამუშევარია.

P cal euro-green.png

ახალი „რჩეულები“

რონალდინიო

რონალდო დე ასის მორეირა (პორტ. Ronaldo de Assis Moreira; 21 მარტი 1980, პორტუ-ალეგრი, შტატი რიუ-გრანდი-დუ-სული), უფრო მეტად ცნობილია, როგორც რონალდინიო (პორტ. Ronaldinho [ʁonawˈdʒĩɲu]) და რონალდინიო გაუჩო (პორტ. Ronaldinho Gaúcho) — ბრაზილიელი ფეხბურთელი, თამაშობს შემტევი ნახევარმცველისა და თავდამსხმელის პოზიციაზე. ამჟამად თამაშობს მექსიკურ „კერეტაროში“. მფლობელი „ოქროს ბურთისა“, რომელიც გადაეცა 2005 წლის ევროპის საუკეთესო ფეხბურთელს. 2004 და 2005 წლების მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ფიფა-ს ვერსიით. იცავდა ბრაზილიური „გრემიოს“, ფრანგული „პარი სენ-ჟერმენის“, ესპანური „ბარსელონას“, იტალიური „მილანის“, ბრაზილიური „ფლამენგოსა“ და „ატლეტიკო მინეიროს“ ღირსებებს.

რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს შტატ რიუ-გრანდი-დუ-სულის დედაქალაქ პორტუ-ალეგრის საავადმყოფო „სან-ლუკასში“. იგი ოჯახში მესამე შვილი გახდა. მისი დედა, დონა მიგუელინა, გამყიდველად მუშაობდა, პარალელურად ექთნობას სწავლობდა. მისი მამა, ჟუან და სილვა მორეირა, ნავსაშენზე მუშაობდა და კლუბ „გრემიოს“ ავტოსადგომის გუშაგი იყო, სწორედ მამა გახდა რონალდინიოს პირველი მწვრთნელი.


შავი ზღვა

შავი ზღვაატლანტის ოკეანის ხმელთაშუა ზღვა ევროპასა და მცირე აზიას შორის. ესაზღვრება თურქეთი, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, რუსეთი და საქართველო. ჩრდილო-აღმოსავლეთით ქერჩის სრუტით უკავშირდება აზოვის ზღვას, სამხრეთ-დასავლეთით ბოსფორის სრუტითმარმარილოს ზღვას, შემდეგ დარდანელის სრუტითეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვებს. შავი ზღვა ყველაზე ღრმად იჭრება ევრაზიის კონტინენტში.

მაქსიმალური სიგრძე დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ 1150 კმ, ჩრდილოეთიდან სამხრეთისაკენ — 580 კმ, ყველაზე ვიწრო ადგილზე 265 კმ. ფართობი 422 000 კმ². წყლის მოცულობა 555 000 კმ³. მაქსიმალური სიღრმე 2210 მ, საშუალო სიღრმე 1240 მ. შავ ზღვას ერთვის მდინარეები: დუნაი, დნესტრი, სამხრეთის ბუგი, დნეპრი, რიონი, ყიზილ-ირმაქი და სხვა. ნაპირები სუსტად არის შეჭრილ-შემოჭრილი. ერთადერთი დიდი ნახევარკუნძულია ყირიმი. სანაპირო ხაზის სიგრძე 3400 კმ. დასავლეთი და ჩრდილო-დასავლეთი ნაპირები დაბალია, ზოგან — ფლატოვანი, ჩრდილო-დასავლეთით — ლიმანური. ყირიმის სამხრეთი ნაპირი მთიანია; აღმოსავლეთით და სამხრეთით ეკვრის კავკასიონი, მცირე კავკასიონი და პონტოს მთები. შავი ზღვა ატლანტის ოკეანიდან 2600 კმ-ით არის დაშორებული. წარმოადგენს წაგრძელებული ფორმის ღრმა ქვაბულს, საკმად ბრტყელი ფსკერითა და ციცაბო ფერდობებით. 200 მ-ზე ნაკლები სიღრმეები მხოლოდ ზღვის ხმელეთში შეჭრილ ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია.


გაბრიელ გარსია მარკესი

გაბრიელ ხოსე დე ლა კონკორდია გარსია მარკესი (ესპ. Gabriel José de la Concordia García Márquez; დ. 6 მარტი, 1927, არაკატაკა — გ. 17 აპრილი 2014, მეხიკო) — კოლუმბიელი მწერალი, სცენარისტი, ჟურნალისტი, გამომცემელი, ლათინურ ამერიკაში სიყვარულით ცნობილი, როგორც გაბო. მიჩნეულია XX საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მწერლად. 1972 წელს მან მიიღო ნეიშტადტის საერთაშორისო ლიტერატურული პრემია, 1982 წელს კი ნობელის პრემია ლიტერატურაში. იგი მხარს უჭერდა თვითგანათლებას, რაც იმით დასრულდა, რომ სამართლის სკოლას თავი დაანება და ჟურნალისტური კარიერის გაკეთებას შეუდგა. ამ სფეროში, საწყის ეტაპზე, აკრძალვების გარეშე აკრიტიკებდა კოლუმბიისა და უცხოურ პოლიტიკას. 1958 წელს მარკესი დაქორწინდა მერსედეს ბარჩაზე; მათ ორი ვაჟი შეეძინათ — როდრიგო და გონსალო.

მას შემდეგ, რაც გარსია მარკესმა ჟურნალისტად დაიწყო მუშაობა, წერდა ბევრ ხმაურიან არამხატვრულ ნაშრომსა და მოთხრობას. თუმცა, იგი უფრო ცნობილია თავისი რომანებით, როგორებიცაა „მარტოობის ასი წელიწადი“ (1967), „პატრიარქის შემოდგომა“ (1975) და „სიყვარული ჟამიანობის დროს“ (1985). მისმა ნამუშევრებმა მნიშვნელოვანი კრიტიკა გამოიწვია და ფართომასშტაბიან კომერციული წარმატებას მიაღწია, ძირითადად ლიტერატურის იმ სტილის პოპულარიზაციისთვის, რომელსაც მაგიური რეალიზმი უწოდეს.


დნმ-ის ორმაგი სპირალი

დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა (დნმ) — მაკრომოლეკულა (სამი ძირითადიდან ერთ-ერთი, დანარჩენი ორი — რნმ და ცილები), რომელიც უზრუნველყოფს ცოცხალი ორგანიზმების განვითარებისა და ფუნქციონირების გენეტიკური პროგრამის შენახვას, თაობიდან თაობაზე გადაცემასა და რეალიზებას. დნმ შეიცავს ინფორმაციას რნმ-ისა და ცილების სხვადასხვა ტიპების სტრუქტურის შესახებ. იგი ცოცხალი ორგანიზმის გენეტიკური მასალის — ქრომოსომების ძირითადი შემადგენელი ნაწილია.

ევკარიოტების (ცხოველების, მცენარეებისა და სოკოების) უჯრედებში დნმ მდებარეობს უჯრედის ბირთვში, ქრომოსომის შემადგენლობაში, აგრეთვე ზოგიერთ უჯრედულ ორგანოიდში (მიტოქონდრიებსა და პლასტიდებში). პროკარიოტული ორგანიზმების (ბაქტერიებისა და არქეების) უჯრედებში დნმ-ის რგოლოვანი ან ხაზოვანი მოლეკულა, ეგრეთ წოდებული ნუკლეოიდი, შიგნიდან არის მიმაგრებული უჯრედის მემბრანაზე. პროკარიოტებსა და უმდაბლეს ევკარიოტებში (მაგალითად, საფუარებში) გვხვდება აგრეთვე დნმ-ის მცირე ავტონომური, უმეტესწილად რგოლოვანი მოლეკულები, რომლებსაც პლაზმიდებს უწოდებენ. გარდა ამისა, დნმ-ის ერთ- ან ორჯაჭვიან მოლეკულებს შეუძლიათ დნმ-ის შემცველი ვირუსების გენომის წარმოქმნა.

ქიმიური თვალსაზრისით, დნმ — ეს არის გრძელი პოლიმერული მოლეკულა, რომელიც შედგება გამეორებადი ბლოკების — ნუკლეოტიდებისგან. თითოეული ნუკლეოტიდი შედგება აზოტოვანი ფუძისგან, შაქრისა (დეზოქსირიბოზისა) და ფოსფატის ჯგუფისგან.

P countries-green.png

გეოგრაფია

კავკასია

კონტინენტები: აფრიკა · ჩრდილოეთი ამერიკა

წყლები: ბორჯომი (წყალი) · ბაიკალი · პანამის არხი

ბუნება და ლანდშაფტი: აღდგომის კუნძული · ალპები · მაჩუ-პიქჩუ · გეომორფოლოგია · კარპატები

მოგზაურები, ექსპედიციები: ტერა-ნოვას ექსპედიცია

ქვეყნები: ჰაიტი · თურქეთი · ავსტრალია · მონღოლეთი · კუბა · ბაჰამის კუნძულები

საქართველო: თავისუფლების მოედანი (თბილისი) · თუშეთი · იმერეთი · კლარჯეთი

ქალაქები: ნიუ-იორკი · ბათუმი · რუსთავი · თბილისი · სტოკჰოლმი · თელ-ავივი · ლიმა · ბარსელონა · რიო-დე-ჟანეირო · ზალცბურგი · სანქტ-პეტერბურგი

დასახლებები, უბნები: ჰარლემი

P history-green.png

ისტორია

Neues Museum Aegyptischer Hof.jpg

პიროვნებები: ჯუზეპე გარიბალდი · ლუციუს იუნიუს ბრუტუსი · დავით აღმაშენებელი · იოზეფ გებელსი · ზვიად გამსახურდია · პეტრე ბაგრატიონი · ანასტასია რომანოვა · ერნესტო ჩე გევარა · ჰანიბალი

ძველი: რომის რესპუბლიკა · ბუნების ისტორია (პლინიუსი) · შუმერი · რომის იმპერია · რომის სენატი · იბერია · ეტრუსკებთან ომი · რომულუსი და რემუსი · რომის იმპერატორების სია · რომის სამეფო · ინკების ცივილიზაცია · ძველი ეგვიპტე · ლონდინიუმი · მესოამერიკის ქრონოლოგია

შუა: საღვთო რომის იმპერია

ახალი: გერმანიის იმპერია

Flags of Georgia in Rustaveli Avenue, Tbilisi, on a military parade during the Independence Day celebration (May 26, 2008).jpg

1900–1945: აღმოსავლეთის ექსპრესი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

1945 - დღემდე: იუგოსლავიის დაშლა · ჩერნობილის კატასტროფა

სამხედრო: მეორე სამნიტური ომი · პიროსთან ომი · პირველი მსოფლიო ომი · მეორე მსოფლიო ომი · პირველი პუნიკური ომი · რუსეთ-საქართველოს ომი (2008) · ესპანეთის სამოქალაქო ომი · გრანიკოსის ბრძოლა

არქეოლოგია: ნოქალაქევი · შუა საუკუნეების ქართული მინა

ქვეყნები: პორტუგალიის ისტორია · იმერეთის სამეფო

Atom symbol.svg

მეცნიერება

Lily Lilium 'Citronella' Flower.jpg

პიროვნებები: კარლ ფრიდრიხ გაუსი · სოკრატე · ნილს ბორი · ნიკო მარი · ვერნერ ფონ ბრაუნი · გოდფრი ჰ. ჰარდი · რიჩარდ ფეინმანი · პოლ დირაკი

განათლება: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ფიზიკა/მათემატიკა: e (რიცხვი)

ფლორა: ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი

ბუნებისმეტყველება: ტუნგუსკის მეტეორიტი · ვარსკვლავი

ფაუნა: ნაგაზი · მგელი · დიდი კატები · ღამურა

P anthropology-green.png

ტექნიკა

Vitruvian.jpg

ბიოლოგია: უჯრედი

ენათმეცნიერება: კორეული დამწერლობა · ბულგარული ენა · ქართული დამწერლობა · ეგვიპტური იეროგლიფები

ინფორმატიკა: Mozilla Firefox

მათემატიკა: მათემატიკა · ალბათობის თეორია · სამკუთხედი

მედიცინა: ცოფი

ტექნიკა: ფაუ-2 · სატურნ V · პერსონალური კომპიუტერი · სუ-25

P religion-green.png

რელიგია და მითოლოგია

St George, bas relief, Mtsketa.jpg

ჰერაკლე · იუდაიზმი · ყოვლისშემძლეობის პარადოქსი · სვასტიკა · პერსევსი · თესევსი · არგონავტები · მედეა · პარეხი · მრავალძალი · დოლისყანა

P sport-green.png

სპორტი

ბიატლონი

ახალი ზელანდიის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · ფკ დინამო თბილისი · რიო ფერდინანდი · საფრანგეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრები · მილანი (ფეხბურთი) · მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატი · მაიკლ კერიკი · გიორგი ქინქლაძე · ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია · არიენ რობენი · მსოფლიო ჩემპიონატი სნუკერში · ბარსელონა (საფეხბურთო კლუბი)

P social sciences-green.png

საზოგადოება

The Red Cross of the Geneva Convention by Clara Barton 1878.jpg

პიროვნებები: ექვთიმე თაყაიშვილი

პოლიტიკა: საერთაშორისო ურთიერთობები · აშშ-ის პრეზიდენტების სია · თბილისის თვითმმართველობა · აშშ-ის პირველი ქალბატონების სია · აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტების სია

სამართალი: საქართველოს კონსტიტუცია · საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი · საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია

Go-tisch.png

ჰერალდიკა: საქართველოს სახელმწიფო გერბი

ეთნოლოგია: იეზიდები · აფხაზები

კოლექციონირება: ტფილისის უნიკა

გართობა: GTA · The Sims 2

P art-green.png

ხელოვნება და კულტურა

Veriko1.jpg

პიროვნებები: ილია ჭავჭავაძე · მიხეილ ჯავახიშვილი · ჯორჯია ო'კიფი · დავით გურამიშვილი · ელა ფიცჯერალდი · ნიკოლოზ ბარათაშვილი · ედიტ პიაფი · ალექსანდრე სოლჟენიცინი · ნიკო ფიროსმანი · კირილ ზდანევიჩი · მადონა · ჯეკ კერუაკი · ანტონიო გაუდი · ალვარ აალტო · ეჟენ იონესკო · ტერენტი გრანელი · ზემფირა · პიერ ოგიუსტ რენუარი · გიიომ აპოლინერი · თედორე დოსტოევსკი · ტიესტო · ალანის მორისეტი · ჯონი კეში · ჯინჯერ როჯერსი · უოლტ დისნეი · ჯექსონ პოლოკი · ალფრედ ჰიჩკოკი · ეიკონი · ვლადიმირ ვისოცკი · ინგვი მალმსტინი · კლიფ ბარტონი · გიორგი შარვაშიძე

მუზეუმები/ბიბლიოთეკები: საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკა · ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო ფონდი

სახვითი ხელოვნება: ბრინჯაოს მხედარი · ოპ-არტი

Salem Nordfassade 1823.jpg

არქიტექტურა: გელათის მონასტერი · სვეტიცხოველი · უფლისციხე (ძეგლი) · სტალინისტური არქიტექტურა · ქალაქი-მშვენიერი · გუგი · ვარძია · ოპერა გარნიე · ოშკი · სურამის ციხე · კვეტერა · ხანძთა · ფიტარეთის მონასტერი · აბუ-სიმბალი · ტბეთის მონასტერი · ბორობუდური · იაჰმესის პირამიდა

ლიტერატურა და მწერლობა: რომაული ლიტერატურა · დასავლეთის ფრონტი უცვლელია · ბეჭდების მბრძანებელი · შტორმი (პერსონაჟი) · კერი ბრედშოუ (პერსონაჟი) · ვეფხისტყაოსანი

თეატრი და მუსიკა: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრი · ლელა წურწუმია · კლიფ ბარტონი · Coldplay · პინკ ფლოიდი · Deep Purple · ლელა წურწუმია · რუსთაველის თეატრი · მარჯანიშვილის თეატრი · ჯონი კეში · ჯენესისი · რედიოჰედი · ბითლზი · U2 · მეტალიკა · სკორპიონსი · ინგვი მალმსტინი · Enter Sandman · მაიკლ ბუბლეი · მეტალიკის ტურნეები

რადიო, კინო, ტელევიზია: ციცინათელების საფლავი · ექვსი ფუტი მიწის ქვეშ · ციხიდან გაქცევა · ანიმე


კანდიდატები: გადახედეთ არსებულს ან წამოაყენეთ ახალი