ნიკეის პირველი საეკლესიო კრება

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნიკეის პირველი საეკლესიო კრების ხატი

ნიკეის პირველი საეკლესიო კრება — პირველი საეკლესიო კრება, რომელიც მსოფლიო საეკლესიო კრებად იქნა აღიარებული . ჩატარდა 325 წლის ივნისში ნიკეაში (დღევანდელი იზნიკი), თურქეთი. გრძელდებოდა ორი თვის განმავლობაში და გახდა პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება ქრისტიანობის ისტორიაში.

კრება მოიწვია ბიზანტიის იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, რათა ბოლო მოეღო ალექსანდრიის პატრიარქ ალექსანდრესა და არიოზს შორის დავისათვის. არიოზი, ისევე, როგორც გნოსტიკოსები, უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას. არიოზს მრავალი მხარდამჭერი გამოუჩნდა (იხ. არიანელობა). ალექსანდრიის პატრიარქმა ალექსანდრემ არიოზი ღვთისგმობაში დაადანაშაულა.

ნიკეის საეკლესიო კრებაზე განისაზღვრა და დადგინდა ქრისტიანობის ძირითადი დოქტრინები (დოგმატები).

სექციების სია

მონაწილეები[რედაქტირება]

ნიკეის საეკლესიო კრებაში მონაწილეობდა 318 ეპისკოპოსი. რომის პაპმა სილვესტერ I-მა პირადად ვერ მიიღო მონაწილეობა. მან კრებაზე თავისი დელეგატები გააგზავნა. კრებაში მონაწილეობდა დელეგატები იმპერიის მთელი ტერიტორიიდან: ბიჭვინთიდან (საქართველო), ბოსფორის სამეფოდან, სომხეთიდან, პერსიიდან. გარდა ეპისკოპოსებისა კრებაში მონაწილეობდა მრავალი პრესვიტერი და დიაკვანი.

პირველი საეკლესიო კრების პროტოკოლი არ შემორჩენილა. აღნიშნული კრების გადაწყვეტილებების შესახებ ცნობილი ხდება სხვა წყაროებიდან, მათ შორის მომდევნო საეკლესიო კრებების ოქმებიდანაც. კრებამ დაგმო არიანელობა. კრებამ მიიღო შვიდი პუნქტისგან შემდგარი სარწმნოების სიმბოლო – მრწამსი.

კრებამ ასევე დაადგინა აღდგომის აღნიშვნის წესი. პირველი კვირა სავსე მთვარიდან გაზაფხულის ბუნიობის შემდეგ.

კრების კანონები[რედაქტირება]

კანონი 1. საჭურისის მღვდლად კურთხევა[რედაქტირება]

თუ ვინმე ავადმყოფობის გამო ექიმის ხელით, ან ბარბაროსთა მიერ იქნა დასაჭურისებული, ასეთი შეიძლება იყოს სამღვდელო დასში. თუ ჯანმრთელმა დაისაჭურისოს თავი, მათ შესახებ სხვა სასულიეროპირებმა უნდა დაწვრილებით გამოიძიონ, უნდა ამორიცხონ სამღვდელო დასიდან და არცარასდროს არ უნდა დაუბრუნდეთ მათ მღვდლობის პატივი. ეს ნათქვამია მათზე, ვინც თვითონ გაბედავს დასაჭურისებას. თუ ვინმე, სხვა მხრივ ღირსეული, დაასაჭურისეს ბარბაროსებმა, ან მისმა ბატონმა, მისი მღვდლად კურთხევის ნებას იძლევა კანონი.

კანონი 2. ახალმოქცეული წარმართის მღვდლად კურთხევა[რედაქტირება]

მრავალჯერ ყოფილა, რომ გაჭირვების გამო, ან კაცთა მიერ ძალდატანების შედეგად მომხდარა საეკლესიო კანონთა საწინააღმდეგო საქმე: წარმართობიდან მართლმადიდებლად მოქცეული კაცები ცოტა ხანს არიან კათაკმევლები, სწრაფად მოყჰავთ ისინი სულიერ საბანელთან დანათლისღებისთანავე აკურთხებენ მღვდლად ან ეპისკოპოსად. საჭიროდ მიგვაჩნია, რომ ამიერიდან აღარ მოხდეს ასეთი რამ, რადგან აუცილებელია, რომ მათ გარკვეული ხანი დაჰყონ კათაკმევლობაში და ნათლისღების შემდეგ უმეტესად გამოიცადონ, რადგან სამოციქულო წიგნში ცხადად არის ნათქვამი: „ნუ ახალმონათლული, რომ არ გათამამდეს და არ ჩავარდეს სასჯელში და ეშმაკის მახეში“ . თუ დროთა განმავლობაში მის პიროვნებაში აღმოჩნდეს რაიმე სულიერი ცოდვა და მხილებულ იქნეს ორი ან სამი მოწმის, ასეთი მღვდლად ნუ იკურთხება. ვინც ამ კანონის საწინააღმდეგოდ იმოქმედოს, როგორც დიდი კრების მოწინააღმდეგე და ურიაც, თვითონ დაემხოს მღვდელობიდან.

კანონი 3. სამღვდელოთა მიერ სახლში ქალის ყოლის უფლების აკრძალვა[რედაქტირება]

დიდი კრება სრულიად უკრძალავს ეპისკოპოსს, მღვდელს, დიაკონს დასამღვდელო დასის ყველა წარმომადგენელს ქალის ყოლას სახლში თანასახლეულად, გარდადედისა, დისა, ან მამის და დედის დისა, ან ისეთი პირისა, რომელიც სრულიად არასაეჭვოა.

კანონი 4. ეპისკოპოსის კურთხევის წესი[რედაქტირება]

ეპისკოპოსი უნდა დაადგინოს სამთავროს ყველა ეპისკოპოსმა. თუ ყველას შეკრება შეუძლებელი იყოს რაიმე გაჭირვების,ან გზის სიგრძის გამო, სამი მაინც უეჭველად შეიკრიბოს ერთად, სხვებისაგან მიიღონწერილობითი თანხმობა და ამის შემდეგ აღასრულონ ხელდასხმა. ამ ქმედებას ამტკიცებსსაბოლოოდ სამთავროს მიტროპოლიტი.

კანონი 5. უზიარებლობის სასჯელის საყოველთაოობა. კრებაზე გასაჩივრებისუფლება და კრების გამართვის წესი[რედაქტირება]

მათზე, ვინც თითოეული სამთავროსეპისკოპოსის მიერ დასჯილია უზიარებლობით, გინდ სამღვდელო, გინდ საერო პირი იყოს,დაცულ იქნეს განწესებული კანონი, რომელიც ამბობს, რომ ერთი ეპისკოპოსის მიერგანდევნილი არ უნდა შეიწყნაროს სხვა ეპისკოპოსმა. მხოლოდ გამოძიებულ უნდა იქნეს,ხომ არ მოხდა ამ სასჯელის დადება ეპისკოპოსის სულმოკლეობის, მღელვარე ბუნების ანრაიმე მსგავსი უსახურობის გამო. ამ საქმის ჯეროვნად შესასწავლად კრებასსათანადოდ მიაჩნია, რომ თითოეულ სამთავროში წელიწადში ორჯერ ჩატარდეს ეპისკოპოსთაკრება, რომ მთელი სამთავროს ეპისკოპოსთა საერთო შეკრებაზე ასეთი სადავო საქმეგანხილულ იქნეს. ამგვარად, საჯაროდ და სამართლიანად, ყველას მხარდაჭერით დამტკიცდესთავისი ეპისკოპოსის დაუმორჩილებელთა უზიარებლობით დასჯა მანამ, სანამ ჯეროვნადმიიჩნევს ეპისკოპოსთა ერთობა რაიმე უფრო კაცთმოყვარული განაჩენის დამკტიცებასმათთვის. ხოლო კრებები იყოს ერთი მარხვამდე, რომ ყოველგვარი სულმოკლეობის აღკვეთითგანწმენდილი მსხვერპლი შეეწიროს ღმერთს, ხოლო მეორე - რთველის დროს.

კანონი 6. ალექსანდრიის ეკლესიის ძალაუფლება აფრიკაზე. ეპისკოპოსობაზე მიტროპოლიტის თანხმობის აუცილებლობა. კრებაზე გადაწყვეტილების მიღებისწესი[რედაქტირება]

ძველი წესი იყოს დაცული ეგვიპტეში, ლიბიასა და ხუთქალაქში , რომ ყველაამათზე ვრცელდებოდეს ალექსანდრიის ეპისკოპოსის ხელისუფლება. ასეთივე ჩვეულება არისრომის ეკლესიაშიც, ანტიოქიაშიც და სხვა სამთავროებშიც - დაცულია რომელიმე ეკლესიისუპირატესი ძალაუფლება. ეს საყოველთაოდ მთელ მსოფლიოში ცხადი იყოს, რომ თუ ვინმემიტროპოლიტის ცნობის გარეშე ეპისკოპოსი გახდება ასეთის შესახებ ადგენს დიდი კრება,რომ არ არის ჯეროვანი მისი ეპისკოპოსობა. თუ ყველა ეპისკოპოსის საერთო ბჭობამართალი იქნება და საეკლესიო კანონთან შეთანხმებული, ხოლო ორი ან სამიბრძოლისმოყვარე ეპისკოპოსი ეწინააღმდეგება უმრავლესს, უნდა დამტკიცდეს უმრავლესისგანჩინება.

კანონი 7. იერუსალიმის ეკლესიის მეთაურის პატივის შესახებ[რედაქტირება]

რადგან ჩვეულებით დამტკიცებულია და ზეციდან მოცემული, რომ პატივი მიეგოს ელიის ეპისკოპოსს, ამიტომ ამ ქალაქს შეურყეველად ჰქონდეს მიტროპოლიტის პატივი.

კანონი 8. „წმინდად“ წოდებულთა მიმართ ეკლესიის დამოკიდებულება[რედაქტირება]

ისინი, ვინც თავიანთ თავს წმინდას უწოდებენ, თუ მოიქცევიანდა დაუბრუნდებიან სამოციქულო ეკლესიას, მათ შესახებ წმინდა და დიდი კრება ადგენს,რომ თუ რომელიმე მათგანი ხელდასხმული იყოს, დარჩეს თავისი სამღვდელო პატივისხარისხში. უპირველესად, მათ წერილობით უნდა აღიარონ, რომ შეუერთდებიან დაშეუდგებიან კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის სჯულს, ესე იგი ისინი საზიარებლადშეიწყნარებენ მეორედ ქორწინებულებს, დევნილებსა და გაჭირვების გამო ცოდვაშიჩავარდნილებს, რომელთათვის სინანულის დროც დადგენილია და დღეებიც განსაზღვრულია.საჭიროა, რომ ისინი მიჰყვნენ კათოლიკე ეკლესიის ყველა წესს. ამრიგად, იმ დაბაში ანქალაქში, სადაც მხოლოდ ისინი არიან ხელდასხმული და სამღვდელო დასის წევრები დარჩნენიმავე ხარისხში და იმავე სახით. ხოლო თუ იქ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსი ანმღვდელი იქნება, ცხადია, რომ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსს ექნება ეპისკოპოსისპატივი, ხოლო წმინდად წოდებულთა ეპისკოპოსს მღვდლის პატივი უნდა ჰქონდეს. თუ ისმიიჩნევს, რომ მას აქვს ეპისკოპოსის პატივი და ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩათვლისსაჭიროდ, მოსძებნოს მან ან ქორეპისკოპოსის, ან მღვდლის ადგილი, რომ არ იყოს ერთქალაქში ორი ეპისკოპოსი.

კანონი 9. კანონის დარღვევით ხელდასხმის შედეგები[რედაქტირება]

თუ ვინმემშეუსწავლელ-გამოუძიებლად მიიღოს მღვდლობის პატივი და გამოკითხვა-გამოძიების შემდეგაღიაროს თავისი ცოდვები და აღიაროს, რომ კანონთა დარღვევით მოხდა მისი ხელდასხმა,ასეთებს კანონი არ შეიწყნარებს, რადგან კათოლიკე ეკლესია უნაკლოს ეძებს.

კანონი 10. ცოდვილის ხელდამსხმელის შესახებ[რედაქტირება]

ცოდვით დაცემულთაგანი თუვინმე ხელდასხმული იქნება, იცის თუ არ იცის ეს მისმა ხელდამსხმელმა, ამას არითვალისწინებს საეკლესიო კანონი. თუ ეს ცნობილი გახდება, ასეთები განიკვეთებიან.

კანონი 11. სარწმუნოების უარმყოფელთა მიღების წესი[რედაქტირება]

გაჭირვების, მონაგებთა მიტაცების, ტყვეობის ან სხვა რაიმე ამგვარის გარეშე, რაც მოხდა ლიკინიოზის ძალადობის დროს, თუ ვინმე გადაუდგა და უარყო სარწმუნოება, კრებას მიაჩნია, რომ საჭიროა გამოვიჩინოთ მათ მიმართ მოწყალება, თუმცა ღირსნი არ არიან კაცთმოყვარებისა. თუ მოინანიებენ გულმოდგინედ, სამი წელი მსმენელებთან ერთად დაჰყონ, შვიდი წელი შევრდომით ილოცონ, ხოლო ორი წელი შესაწირავის გარეშე ეზიარონ ერის ლოცვას.

კანონი 12. სამხედრო სამსახურიდან მოქცეულ სამღვდელოთა ისევ სამხედრო სამსახურში დაბრუნების შემთხვევაში შეწყნარების წესი[რედაქტირება]

იმათ, ვინც სარწმუნოების აღსარებად მადლის მიერ იქნენ მოწოდებულნი და თავიდან გულმოდგინება დამოქცევის დიდი სურვილი გამოიჩინეს, გვერდზე გადადეს სამხედრო აღჭურვილობა, ხოლოამის შემდეგ როგორც ძაღლები თავიანთ ნათხევარს მიუბრუნდნენ, და ზოგიერთმა ფული დასაუნჯეც გაიღო, რომ ისევ მხედართა დასს დაბრუნებოდა, სამი წლის მსმენელობის ვადის შესრულების შემდეგ ათი წელი შევდრომით ილოცონ. ყოველივე ამასთან საჭიროადაწვრილებით გამოიძიონ მათი მისწრაფება და სინანულის სახე, თუ როგორი შიშით,ცრემლით, მოთმინებით და კეთილმოქმედებით, საქმით და არა მხოლოდ გარეგნულადგამოაჩენენ თავის მოქცევას. როდესაც შეასრულებენ მსმენელობის დადგენილ ვადას,ეპისკოპოსის კაცთმოყვარული გადაწყვეტილებითა და მხარდაჭერით სამართლიანად ეზიარონისინი ერის ლოცვას. ხოლო ვინც ასე არ იმოქმედოს და თავისი მოქცევისათვის საკმაოდ ჩათვალოს მხოლოდ ეკლესიაში შესვლა, აუცილებლად უნდა შეასრულოს ზემოთქმული კანონისმთელი დრო.

კანონი 13. უზიარებლის სიკვდილის წინ ზიარების უფლება. შედეგები ცოცხლად გადარჩენის შემთხვევაში[რედაქტირება]

მომაკვდავთა შესახებ მომავალშიც დაცული იყოს ძველიდა კანონიერი სჯული, რომლის მიხედვითაც, თუ ვინმე კვდებოდეს, ბოლო საჭირო საგზლისგარეშე არ უნდა დარჩეს. ხოლო განწირულად ჩათვლისა და ზიარების მიღების შემდეგთუ ისევ მობრუნდეს და აღარ მოკვდეს, მიეცეს მხოლოდ ლოცვაში მონაწილეობის მიღებისნება. საზოგადოდ და ყველასთან ასე იყოს ეს. თუ ვინმე სნეული ითხოვდეს ევქარისტიისზიარებას, ეპისკოპოსმა უნდა იცოდეს, განსაჯოს ეს და მისცეს სიწმინდის ზიარება.

კანონი 14. ცოდვისაგან მოქცეული კათაკმევლის შეწყნარებისწესი[რედაქტირება]

ცოდვით დაცემული კათაკმევლების შესახებ წმინდა და დიდ კრებას საჭიროდმიაჩნია, რომ სამი წელი ისინი მსმენელები იყვნენ და მხოლოდ ამის შემდეგ ილოცონკათაკმევლებთან ერთად.

კანონი 15. სამღვდელოთა ეპარქიიდან თვითნებური გასვლისაკრძალვა[რედაქტირება]

მრავალი შფოთიანი საქმისა და არეულობათა გამო, რომელიც არისხოლმე, წმინდა კრებას მიაჩნია, სრულიად მოისპოს ზოგ მხარეში დამკვიდრებული უკანონოჩვეულება და ქალაქიდან ქალაქში არ გადადიოდეს არც ეპისკოპოსი, არც მღვდელი, არცდიაკონი. თუ ვინმემ ამ დიდი კრების დადგენილების შემდეგ ხელი მიჰყოს ამ საქმეს,სრულიად დაუმტკიცებელი იყოს მის მიერ მოპოვებული და გადაყენებულ იქნეს, გინდეპისკოპოსად იყოს ხელდასხმული და გინდ მღვდლად.

კანონი 16. სხვის ეპარქიაში გადაადგილების და ხელდასხმის აკრძალვა[რედაქტირება]

თუ მღვდელს, დიაკონს, ან სამღვდელო დასის სხვა წევრს თავისგონების სიბრმავის გამო ღვთის შიში თვალწინ არა აქვთ, საეკლესიო კანონთა არმცოდნენიარიან და განშორდებიან თავიანთ ეკლესიას, ესენი ნურსად იქნებიან სხვა ეკლესიაშიშეწყნარებულნი, არამედ ყოველნაირად უნდა აიძულონ ისინი, რომ თავიანთ ეკლესიასდაუბრუნდნენ. თუ მაინც ურჩობდნენ, უზიარებლობით დაისაჯონ. ხოლო თუ ვინმემ სხვისიმოყვასის გადმობირება და თავის ეკლესიაში ხელდასხმა გაბედოს იმ ეპისკოპოსისთანხმობის გარეშე, რომლისგანაც კანონის მიერ განჩინებული პირი წამოსულია,დაუმტკიცებელი იყოს მისი ხელდასხმა.

კანონი 17. ვახშის აკრძალვა სამღვდელოთათვის[რედაქტირება]

მრავალნი, კანონის მიერსამღვდელოდ განჩინებულნი, ანგარებისა და მომხვეჭელობის სურვილით ივიწყებენ საღვთოწერილის შემდეგ სიტყვებს: „ვეცხლი მისი არა მისცა აღნადგინებად“ და თავიანთმოვალეებს ართმევენ ვახშს. წმინდა კრებამ ჯეროვნად მიიჩნია, რომ თუ ამ დადგენილებისმერე აღმოჩნდება ვინმე გასესხებულ თანხაზე ვახშის ამღები ერთის მაგიერერთნახევრისა, ან სხვა რაიმეს ჩამდენი მიხვეჭის მიზნით, მღვდელობისაგან განიკვეთოსდა კანონის მიერ განდევნილ იქნეს.

კანონი 18. დიაკვნების მიერ ზიარების აკრძალვა[რედაქტირება]

წმინდა კრებამდემოვიდა ამბავი, რომ ზოგიერთ ადგილსა და ქალაქში დიაკვნები აზიარებენ მღვდლებს, რაცარც კანონს მოუცია და არც ჩვეულებას, რომ ვისაც შეწირვის უფლება არ აქვს,შემწირველს მისცეს ქრისტეს ხორცი. ამასთან ერთად ესეც გავიგეთ, რომ ზოგიერთიდიაკონი ეპისკოპოსზე ადრეც ეხება ზიარებას. ეს ყოველივე უნდა მოისპოს და დიაკონთადასი დადგეს თავის საზომზე. მათ უნდა იცოდნენ, რომ ეპისკოპოსთა მსახურნი არიან დამღვდლებზე უმცროსნი. ხოლო უნდა ეზიარონ ისინი წესისამებრ, მღვდელთა შემდეგ, გინდეპისკოპოსი აზიარებდეს მათ, გინდ ხუცესი. არც ხუცესთა შორის უნდა დასხდნენდიაკვნები, რადგან ასეთი საქციელი უწესოა და უკანონო. ხოლო ვისაც არ უნდა დაჯერებაამ დადგენილების შემდეგაც, ჩამოერთვას დიაკვნობა.

კანონი 19. პავლიანიტთა შეწყნარების წესი[რედაქტირება]

პავლიანიტების შესახებ, რომლებიც დაუბრუნდებიან წმინდა კათოლიკე ეკლესიას, მიღებულია დადგენილება, რომისინი ხელახლა უნდა მოინათლონ. თუ რომელიმე მათგანი სამღვდელო დასს ეკუთვნოდა ადრე, ხელდასხმული იყო მათი წინამძღვრებისაგან და უბრალო და უბიწო აღმოჩნდება, ნათლისღების შემდეგ კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსმა მას ხელახლა უნდა დაასხას ხელი. თუ გამოძიების შემდეგ აღმოჩნდება, რომ ისინი სამღვდელო წესიერების ღირსნი არ არიან, სათანადოა მათი განკვეთა. ასევე დედათდიაკონთა შესახებაც დაყ ველა კანონის მიერდაწესებულუსთვის დაცულ იქნეს ეს წესი. ვახსენეთ დედათ-დიაკვნებიც, რომლებიც მხოლოდპირობითად იწოდებიან კანონის მიერ დაწესებულად, რადგან მათ ხელდასხმა არ აქვთ. ამიტომ ერსიკაცებთან უნდა დაეწესონ ისინი.

კანონი 20. კვირა დღეს მეტანიის დაუშვებლობის შესახებ[რედაქტირება]

ზოგიერთნი კვირასაც და სულიწმიდის მოფენის დღეებშიც მოიდრეკენ მუხლს. დაცულ იქნეს ყველა ეკლესიაში, როგორც წმინდა კრების დადგენილება, რომ ამ დღეებში ფეხზე მდგომელნი უნდამისცემდნენ თავის ლოცვას ღმერთს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]