გაიანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა[1]
Co-operative Republic of Guyana
გაიანა
გაიანის
დროშა გერბი
დევიზი: „One People, One Nation, One Destiny“
„ერთი ხალხი, ერთი ერი, ერთი ბედი“
ჰიმნი: Dear Land of Guyana, of Rivers and Plains
გაიანის მდებარეობა სამხრეთ ამერიკაში
გაიანის მდებარეობა სამხრეთ ამერიკაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ჯორჯტაუნი
6°46′ ჩ. გ. 58°10′ დ. გ. / 6.767° ჩ. გ. 58.167° დ. გ. / 6.767; -58.167
ოფიციალური ენა ინგლისური
აღიარებული რეგიონული ენები
ეროვნული ენა გაიანური კრეოლი
ეთნიკური ჯგუფები (2002)
ეთნოქორონიმი გაიანელი
მთავრობა უნიტარული ნახევრად-საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი დონალდ რამოტარი
 -  პრემიერ-მინისტრი სემ ჰინდსი
საკანონმდებლო ორგანო ეროვნული ასამბლეა
დამოუკიდებლობა
 -  გაერთიანებული სამეფოსგან 26 მაისი, 1966 
 -  რესპუბლიკა 23 თებერვალი, 1970 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 6 ოქტომბერი, 1980 
ფართობი
 -  სულ 214 970 კმ2 (85-ე)
 -  წყალი (%) 8.4
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 735 554 (165-ე)
 -  2002 აღწერა 747 884[2]
 -  სიმჭიდროვე 3.502 კაცი/კმ2 (232-ე)
მშპ (მუპ) 2012 შეფასება
 -  სულ $6.155 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $7 938
მშპ (ნომინალი) 2012 შეფასება
 -  სულ $2.788 მილიარდი
 -  ერთ სულ მოსახლეზე $3 596
აგი (2013) Steady2.svg 0.638[3]
საშუალო · 121st
ვალუტა გაიანური დოლარი (GYD)
სასაათო სარტყელი GYT (გაიანის დრო) (UTC-4)
მოძრაობა მარცხენა
სატელეფონო კოდი +592
ინტერნეტ-დომენი .gy

გაიანა (ინგლ. Guyana), ოფიციალურად გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა, ადრე ბრიტანული გაიანა — სუვერენული სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, კარიბის ზღვის ნაპირზე. გაიანა ანგლოფონი კარიბის ქვეყნების ერთ-ერთი ნაწილია და აგრეთვე ერთ-ერთია იმ კარიბის ქვეყნების მცირე რაოდენობიდან, რომლებიც სამხრეთ ამერიკაში მდებარეობენ. გაიანა კარიბის გაერთიანების წევრია, რომლის სამდივნოს სათავო ოფისიც მის დედაქალაქში, ჯორჯტაუნში მდებარეობს. გაიანა ასევე, კარიბის ერთადერთი ქვეყანაა სამხრეთ ამერიკის კონტინენტიდან, რომელიც ერთა თანამეგობრობაში შედის.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაიანის ისტორია.

ევროპელების მოსვლამდე გაიანის ტერიტორიაზე ცხოვრობდნენ ინდიელთა ტომები არავაკები. საუკუნის დასასრულისათვის ესპანელებმა აღმოაჩინეს გაიანის სანაპიროები, მაგრამ მათ დაინტერესება არ გამოხატეს აქ მდებარე ჭაობების და არაჯანსაღი კლიმატის გამო. სამაგიეროდ ამ ტერიტორიით სხვა ევროპელები დაინტერესდნენ.

კოლონიური პერიოდი[რედაქტირება]

XVIII-XIX საუკუნეების განმავლობაში დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთსა და ნიდერლანდს შორის მიმდინარეობდა ბრძოლა გაიანის ტერიტორიის დაპყრობისათვის. თავდაპირველად ნიდერლანდმა მიაღწია წარმატებებს და 1773 წელს მდინარეების ესეკიბოს, დემერარის და ბერბისის შესართავებთან დააარსა დასახლებები. თავდაპირველად ჰოლანდიელები დაკავებულები იყვნენ ინდიელ ტომებთან ვაჭრობით. შემდეგ გააფართოვეს პლანტაციური სამუშაოები, მოჰყავდათ თამბაქო, ბამბა, ყავა, შაქრის ლერწამი. მცდელობა, რომ პლანტაციებში გამოეყენებინათ ადგილობრივ ინდიელთა შრომა, ვერ მოხერხდა, რადგამ ინდიელები უარს აცხადებდნენ მუშაობაზე. XVII საუკუნის შუა წლებიდან ჰოლანდიელებმა დაიწყეს აფრიკიდან შავი მონების ექსპორტი. თუმცა შავკანიანი მონები გარბოდნენ ჯუნგლებში და ქმნიდნენ ტყის ზანგების საზოგადოებას.

1803 წელს დიდმა ბრიტანეთმა დაიპყრო ჰოლანდიური დასახლებები, ხოლო 1814 წელს ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ოფიციალურად მიიღო მიწები, რომლებსაც 1831 წელს ეწოდათ ბრიტანეთის გვიანა.

ბრიტანელებმა ასევე დაიკავეს დიდი კოლუმბიის პერიფერიული ნაწილები, სადაც წარმოიშვა ტერიტორიული დავა დამოუკიდებელ ვენესუელასთან გაიანა-ესეკიბოს ტერიტორიისათვის.

1834 წელს ბრიტანული მონობის გაუქმებამ გამოიწვია ყოფილი შავი მონების მასობრივი გამოსვლა პლანტაციებიდან ქალაქში. შავკანიანების ნაწილმა დააარსა თავიანთი დასახლებები. შავკანიანების არასასურველმ გათავისუფლებამ შეამცირა მუშახელი. ინგლისელებმა დაიწყეს დაქირავებული მუშახელის გამოყენება. ესენი იყვნენ პორტუგალიელები კუნძულ მადეირადან, ჩინელები, თუმცა უმეტესად მაინც ინდიელები.

XIX საუკუნის დასასრულიდან ბრიტანელებმა კოლონიაში განავითარეს ბოქსიტების, ოქროს, ალმასების მოპოვება და ასევე შაქრის წარმოება.

1926 წელს მიიღეს ბრიტანეთის გვიანის პირველი კონსტიტუცია, რომელიც შეადგინა ადგილობრივმა საკანონმდებლო საბჭომ.

1950 წელს შეიქმნა მარქსიზმ-ლენინიზმის იდეოლოგიაზე დაფუძნებული გაიანის სახალხო პროგრესული პარტია, რომელმაც გაიმარჯვა 1953, 1957 და 1961 წლების არჩევნებში. დიდმა ბრიტანეთმა კი მხარი დაუჭირა სახალხო ეროვნულ კონგრესს, რომელიც მმართველი პარტია გახდა 1964 წლიდან.

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება]

1966 წლის 26 მაისს გაიანამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1970 წლის 23 თებერვლიდან რესპუბლიკააა და ეწოდა გაიანის კოოპერატიული რესპუბლიკა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი ემიგრაციაში წავიდა, ძირითადად, გაერთიანებულ სამეფოში, ამერიკის შეერთებულ შტატებში და კანადაში. 2008 წლის მაისში პრეზიდენტმა ბარატ ჯაგდეომ ხელი მოაწერა სამხრეთ ამერიკის ერთა კავშირის დამფუძნებელ ხელშეკრულებას. 2011 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია დონალდ რამოტარი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : გაიანის გეოგრაფია.
Guyana rel 1991.gif

სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთ სანაპიროზე. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ატლანტის ოკეანე, დასავლეთიდან ვენესუელა, სამხრეთიდან — ბრაზილია, აღმოსავლეთიდან კი სურინამი. ფართობი— 214 970 კმ².

სახმელეთო საზღვრის საერთო სიგრძეა 2462 კმ (მათ შორის: ბრაზილიასთან – 1119 კმ, სურინამთან — 600 კმ,ვენესუელასთან — 743 კმ). სანაპირო ზოლი: 459 კმ.

უმაღლესი მწვერვალი — რორაიმა (Roraima) 2835 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Donald Haack, Bush Pilot in Diamond Country
  • Hamish McInnes, Climb to the Lost World (1974)
  • Andrew Salkey, Georgetown Journal (1970)
  • Marion Morrison, Guyana (Enchantment of the World Series)
  • Bob Temple, Guyana
  • Noel C. Bacchus, Guyana Farewell: A Recollection of Childhood in a Faraway Place
  • Marcus Colchester, Guyana: Fragile Frontier
  • Matthew French Young, Guyana: My Fifty Years in the Guyanese Wilds
  • Margaret Bacon, Journey to Guyana
  • Father Andrew Morrison SJ, Justice: The Struggle For Democracy in Guyana 1952–1992

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Independent States in the World. state.gov.
  2. Guyana 2012 Census GeoHive– Guyana. Retrieved 02 August 2012.
  3. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.