შარლოტა-ამალია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შარლოტა-ამალია

შარლოტა-ამალია (ინგლ. Charlotte Amalie) — აშშ-ის ვირჯინის კუნძულების დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ქალაქი მდებარეობს კუნძულ სენტ-ტომასის სამხრეთით.

2000 წლის მონაცემებით აქ ცხოვრობს 18 900 ადამიანი. [1]

შარლოტა-ამალიას სახელი დაერქვა დანიის მეფის ქრისტიან V-ის მეუღლის შარლოტა-ამელიას პატივსაცემად.

ამჟამად ქალაქში განვითარებულია ტურიზმი. აქ მდებარეობს ძველი ტაძრები და სინაგოგები.