იან-მაიენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Ka Jan Mayen-CIA WFB Map.png

იან-მაიენი (ნორვ Jan Mayen) — კუნძული გრენლანდიის ზღვასა და ნორვეგიის ზღვას შორის. მდებარეობს ისლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ნატოს სამხედრო-საზღვაო ძალების ბაზა.

ისტორია[რედაქტირება]

ამ მიგდებულ კუნძულს ჰოლანდიელი ვეშაპმჭერი კაპიტნის სახელი ეწოდა, რომელმაც კუნძული 1614 წელს აღმოაჩინა (უფრო ადრეული პრეტენზიები ჰენრი ჰუდსონს ჰქონდა (1607 წ.); ჟან ფლორიკს (1612 წ.); მომდევნო საუკუნეებში კუნძულზე მხოლოდ ვეშაპებზე მონადირეები თუ ხვდებოდნენ, ისიც, იშვიათად. კუნძული ნორვეგიის მმართველობის ქვეშ არის 1929 წლიდან. დიდი ხნის მანძილზე მთვლემარე ვულკანმა ბირენბერგმა, რომელიც ზღვის დონიდან 2277 მეტრზე იმყოფება, 1970 წელს მორიგი ამოფრქვევა განახორციელა. ეს არის დედამიწაზე ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე აქტიური ვულკანი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

იან-მაიენის სანაპირო

კლიმატი: პოლარული ზღვაური ხშირი შტორმებითა და მდგრადი ნისლით.

რელიეფი: ვულკანური წარმოშობის კუნძული. ნაწილობრივ ყინულით არის დაფარული.

მოსახლეობა[რედაქტირება]

ადგილობრივი მოსახლეობა არ არსებობს. კუნძულზე შორეული ნავიგაციის (Loran-C) სადგურის მომსახურე პერსონალის 18 წევრი ცხოვრობს.

ენა: ნორვეგიული