ბელიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბელიზი (მრავალმნიშვნელოვანი).
ბელიზი
Belize
ბელიზი
ბელიზის
დროშა გერბი
დევიზი: Sub Umbra Floreo
ჰიმნი: Under the Shade I Flourish
დედაქალაქი ბელმოპანი
17°15′ ჩ. გ. 88°46′ დ. გ. / 17.250° ჩ. გ. 88.767° დ. გ. / 17.250; -88.767
უდიდესი ქალაქი ბელიზი
ოფიციალური ენა ინგლისური ენა
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია და
კონსტიტუციური მონარქია
 -  დედოფალი ელისაბედ II
 -  გენერალ-გუბერნატორი სერ კოლვილ იანგი
 -  პრემიერ-მინისტრი დინ ბაროუ
ფართობი
 -  სულ 22,966 კმ2 (150-ე)
 -  წყალი (%) 0.7
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 301,270 (175-ე)
 -  სიმჭიდროვე 13 ად. კაცი/კმ2 (202-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $2,098 მილიარდი (163-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8,400 (76-ე)
აგი (2007) 0.777 (საშუალო) (80-ე)
ვალუტა ბელიზის დოლარი (BZD)
დროის სარტყელი UTC -6სთ.
Internet TLD .bz
სატელეფონო კოდი 501

ბელიზი (ინგლ. Belize) — სახელმწიფო ცენტრალურ ამერიკაში, 1973 წლის 1 იანვრამდე ბრიტანეთის ჰონდურასი.

ჩრდილოეთიდან ესაზღვრება მექსიკა, დასავლეთიდან — გვატემალა. ბელიზის აღმოსავლეთით მდებარეობს კარიბის ზღვა და კარიბის კუნძულები. 1981 წლამდე ბრიტანეთის კოლონიას წარმოადგენდა. 1981 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ ბელიზი ერთა თანამეგობრობის წევრია. ეროვნული დღესასწაულია დამოუკიდებლობის დღე – 21 სექტემბერი. ბელიზი ერთადერთი ინგლისურენოვანი სახელმწიფოა ცენტრალურ ამერიკაში. ასევე ერთადერთი სახელმწიფოა ამავე რეგიონში, რომელსაც წყნარ ოკეანეზე გასასვლელი არ აქვს.

გეოგრაფია და ბუნება[რედაქტირება]

ბელიზის ტერიტორიის დიდი ნაწილი დაბლობია. ბევრია ტბა და ლაგუნა. სამხრეთით მაიას მთებია (სიმაღლე 1122 მ-მდე). ჰავა - ტროპიკული-პასატური. საშუალო თვიური ტემპერატურა 25-27 °C. ნალექები დაახლოებით 2 000 მმ წელიწადში. მთავარი მდინარეებია რიო-ონდო და ბელიზი. ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 1/2 დაფარულია ნოტიო ტროპიკული ტყეებით, რომლებშიც ბევრი ძვირფასი ჯიშის ხეა. ნიადაგები წითელ-ყვითელი ლატერიტულია (უმთავრესად ფერალითური). ცხოველთა სამყარო განეკუთვნება ნეოტროპიკული ზოოგეოგრაფიული ოლქის ცენტრალური ამერიკის პროვინციას.

ისტორია[რედაქტირება]

კოლონიამდელი პერიოდი[რედაქტირება]

შუნანტუნიჩი, მაიას ტომის არქეოლოგიური ძეგლი

ძველი დროიდან ბელიზის ტერიტორია მაიას ინდიელთა ტომებით იყო დასახლებული. მოგვიანებით, მაიას ცივილიზაციის კლასიკურ პერიოდში (ძვ. წ. I ათასწლეულის ბოლო) ბელიზის ტერიტორიაზე ცხოვრობდა დაახლ. 400 ათასი ადამიანი. მაიას კულტურა IX საუკუნემდე ყვაოდა. X საუკუნეში თითქმის მთელმა მაიას ტომმა დატოვა ტერიტორია და მიგრაცია დაიწყო ჩრდილოეთით იუკატანის ნახევარკუნძულზე.

XVI საუკუნის დასაწყისში, როდესაც აქ ესპანელი დამპყრობლები შემოვიდნენ მაიას ტომის წარმომადგენლები კვლავ ცხოვრობდნენ ზღვისპირა დაბლობებზე, ესპანელებმა სცადეს აქ შეჭრა, მაგრამ ადგილობრივთა მძაფრ წინააღმდეგობას წააწყდნენ.

ესპანელების მიერ XVI საუკუნეში ცენტრალური ამერიკის დაპყრობის შემდეგ ბელიზის ჩრდილოეთი ნაწილი (მდინარეების რიო-ონდოსა და სიბუნს შორის) შედიოდა ახალი ესპანეთის (მექსიკა) შემადგენლობაში, ხოლო სამხრეთი ნაწილი (მდინარეებს სიბუნსა და სარსტუნს შორის) გვატემალის საგენერალ-კაპიტნოში. თუმცა ესპანელებმა პრაქტიკულად არც კი დაიწყეს ამ თითქმის დაუსახლებელი ტერიტორიის ათვისება, ამის გამო აქ შესვლა დაიწყეს ინგლისელებმა.

კოლონიალური პერიოდი[რედაქტირება]

ბრიტანეთის ჰონდურასის დროშა

1638 წლიდან მდინარე ბელიზის ნაპირებზე გაჩნდა ინგლისური ახალშენები. XVII საუკუნის დასაწყისში ჩამოყალიბდა სხვა ინგლისური დასახლებებიც. ინგლისელმა კოლონისტებმა ევროპაში დაიწყეს ბაყმის ხის გატანა, რომლისგანაც ამზადებდნენ ავეჯს.

ინგლისელი გადმოსახლებულების უმეტესობა იყვნენ იამაიკელი მეკობრეები და კოლონისტები, რომელთაც შემოჰყავდათ შავკანიანი მონები პლანტაციებში და ხე-ტყის დამზადებაზე სამუშაოდ. უკვე 1800 წელს შავკანიანი მოსახლეობა 4-ჯერ აღემატებოდა ევროპული წარმომავლობის მოსახელობას.

XVII-XVIII საუკუნეებში ხშირად ხდებოდა კონფლიქტები ინგლისელ ახალმოშენეთა და ესპანელ ხელისუფალთა შორის. პარიზისა (1763) და ვერსალის (1783) ხელშეკრულებებით ინგლისელი ახალმოშენეები მეტროპოლიისაგან დიპლომატიურ და სამხედრო მხარდაჭერას იღებდნენ, აღიარებული იყო მათი უფლება ტყის რეწვისა ბელიზის ტერიტორიაზე ესპანეთის ხელისუფალთა ბატონობის პირობებში. 1798 წელს ესპანელებმა სცადეს ინგლისელი ახალმოშენეების მოსპობა, მაგრამ კოლონისტებმა, რომელთაც ინგლისის ფლოტი ეხმარებოდა, დაამარცხეს ესპანელები.

1840 წლიდან ბრიტანელები ბელიზს ბრიტანეთის ჰონდურასს უწოდებდნენ. 1862 წელს ბრიტანეთმა ოფიციალურად გამოაცხადა კოლონიად (თავდაპირველად დაუქვემდებარეს იამაიკის გუბერნატორს, ხოლო 1884 წლიდან ცალკე კოლონია გახდა).

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ბელიზში კანადიდან გადასახლდა რამდენიმე ათასი გერმანელი და ჰოლანდიელი მენონიტი.

1964 წელს კოლონიამ მიიღო შიდა თვითმმართველობა, 1973 წელს კი ეწოდა ბელიზი.

ბელიზის დიდი ბრიტანეთისაგან დამოუკიდებლობა დიდი დროით გადაიდო იმის გამო, რომ 1966 წელს გვატემალამ ბელიზი საკუთარ დეპარტამენტად გამოაცხადა და ბრიტანეთს მისი „დაბრუნება“ მოსთხოვა.

ქალაქ ბელიზის პანორამული ხედი, 1914 წელი
ქალაქ ბელიზის პანორამული ხედი, 1914 წელი

დამოუკიდებლობის პერიოდი[რედაქტირება]

ბელიზმა დამოუკიდებლობა 1981 წლის 21 სექტემბერს მიიღო. ამავე დროს ქვეყანაში რჩებოდა ბრიტანეთის ძალები და გვატემალა კი 1992 წლამდე არ ამბობდა უარს ბელიზის მიმართ პრეტენზიებზე. ბელიზი გაეროს წევრია 1981 წლიდან, ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის - 1991 წლიდან, შედის ასევე კარიბის გაერთიანებაში და არის აფრიკის, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის ქვეყნების ორგანიზაციის წევრი.

1970 წლამდე დედაქალაქი იყო ბელიზი, რომელიც მდებარეობს იქ სადაც ამავე სახელწოდების მდინარე უერთდება კარიბის ზღვას. აღნიშნული ქალაქი ხშირად განიცდიდა ქარიშხლისაგან ზარალს და ამიტომ 1961 წელს მიიღეს გადაწყვეტილება დედაქალაქის ქვეყნის სიღრმეში გადატანის შესახებ. 1967 წელს ბელიზიდან სამხრეთ-დასავლეთით 80 კილომეტრში დაიწყო ახალი ადმინისტრაციული ცენტრის, ბელმოპანის მშენებლობა, რომელიც 1970 წელს გახდა ახალი ეროვნული მთავრობის ადმინისტრაციის ცენტრი.

ქვეყანაში ორი ძირითადი პარტია დომინირებდა და მათ შორის ხდებოდა არჩევნებზე დაპირისპირება. აღნიშნული სიტუაცაა დღესაც, ერთმანეთის კონკურენტები არიან სახალხო გაერთიანებული და გაერთიანებული დემოკრატიული პარტიები. 2008 წლიდან ქვეყნის პრემიერ-მინისტრია გაერთიანებული დემოკრატიული პარტიის მეთაური დინ ბაროუ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

ლიტერატურა[რედაქტირება]