ბელგია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბელგიის სამეფო

ბელგია
ბელგიის
დროშა გერბი
დევიზი: 
ძალა ერთობაშია
ჰიმნი: Brabançonne

(ინსტრუმენტული ვერსია)
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
ბელგიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ბრიუსელი [ა]
50°51′ ჩ. გ. 4°21′ ა. გ. / 50.850° ჩ. გ. 4.350° ა. გ. / 50.850; 4.350
ოფიციალური ენა
ეთნოქორონიმი ბელგიელი
მთავრობა ფედერალური
საპარლამენტო
კონსტიტუციური მონარქია[1]
 -  მონარქი ფილიპე
 -  პრემიერ-მინისტრი ელიო დი რუპო
საკანონმდებლო ორგანო ფედერალური პარლამენტი
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა წარმომადგენელთა პალატა
დამოუკიდებლობა
 -  გამოაცხადა
ნიდერლანდისგან

4 ოქტომბერი, 1830 
 -  აღიარება 19 აპრილი, 1839 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1958 
ფართობი
 -  სულ 30 528 კმ2 (140-ე)
 -  წყალი (%) 6.4
მოსახლეობა
 -  2014 აღწერა 11 198 638[2] (75-ე)
 -  სიმჭიდროვე 363.6 კაცი/კმ2 (33-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $434.503 მილიარდი[3] (32-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $38 826[3] (მე-20)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $534.775 მილიარდი[3] (23-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $47 787[3] (მე-17)
ჯინი (2011) 26.3[4]
დაბალი
აგი (2013) Steady2.svg 0.881[5]
ძალიან მაღალი · 21-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი CET (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი 32
ინტერნეტ-დომენი .be [გ]
ა. ^  ბრიუსელის რეგიონი არის დე ფაქტო დედაქალაქი, მაგრამ ქალაქ ბრიუსელის მუნიციპალიტეტი არის დე იურე დედაქალაქი
ბ. ^  1999 წლამდე, ბელგიური ფრანკი (BEF).
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ბელგია (ნიდერლ. België; ფრანგ. Belgique; გერმ. Belgien), ოფიციალურად ბელგიის სამეფო — სახელმწიფო დასავლეთ ევროპაში. სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება საფრანგეთი (620 კმ), ჩრდილოეთით — ნიდერლანდი (450 კმ), აღმოსავლეთით გერმანია (167 კმ) და ლუქსემბურგი (148 კმ), ჩრდილოეთ-დასავლეთით აკრავს ჩრდილოეთის ზღვა. სანაპირო ხაზის სიგრძეა 66 კმ. ბელგია მდებარეობს დასავლეთი ევროპის ბევრი ქვეყნის დამაკავშირებელი მნიშვნელოვანი სატრანსპორტო მაგისტრალების გზაჯვარედინზე. ფართობი 30,528 კმ². ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ბრიუსელი. ოფიციალური ენებია: ნიდერლანდური, ფრანგული და გერმანული.

ბელგია კონსტიტუციური საპარლამენტო მონარქიაა. ადმინისტრაციულ-ტერიტორიული მოწყობის ფორმა ფედერაციულია. ფულის ერთეულია ევრო. 2014 წლის აღწერის მონაცემებით ბელგიაში ცხოვრობდა 11,198,638 ადამიანი. ეროვნული შემადგენლობით ბელგიის მოსახლეობა 2 ძირითად ჯგუფად იყოფა: ფლამანდელები და ვალონები. ამ ორი ჯგუფის ტერიტორიული განსახლების საზღვარი გადის ბრიუსელის სამხრეთით. ბელგიის კონსტიტუცია სარწმუნოების თავისუფლების გარანტიას იძლევა. მოსახლეობის უმეტესობა კათოლიკეა, არიან აგრეთვე პროტესტანტები, იუდეველები და სხვა.

ძველი წელთაღრიცხვის III საუკუნიდან ბელგიის ტერიტორია დასახლებული იყო ბელგების კელტური ტომებით. ქვეყნის სახელწოდება ბელგების სახელწოდებასთან არის დაკავშირებული. ძველი წელთაღრიცხვის 57 წელს რომაელებმა დაიპყრეს. III-V საუკუნეებში ბელგიის ტერიტორიაზე დასახლდნენ გერმანული ტომები — ფრანკები, ფრიზები და საქსები, რამაც გამოიწვია ჩრდილოეთ ბელგიის ადრინდელი ბელგურ-რომაული მოსახლეობის გაგერმანელება. V-IX საუკუნეებში ბელგიის ტერიტორია შედიოდა ფრანკთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. XIV საუკუნის დასასრულს ბელგიის თითქმის მთელი ტერიტორია ბურგუნდიის ჰერცოგთა გამგებლობაში მოექცა, ხოლო 1516 წელს ესპანეთს დაემორჩილა.

1795 წელს ბელგია საფრანგეთს შეუერთდა. შემდეგ, ვენის კონგრესის გადაწყვეტილებით ბელგია ჰოლანდიას შეუერთდა. ლონდონის კონფერენციამ 1830-1831 წლებში ცნო ბელგიის სუვერენიტეტი და გამოაცხადა მისი სამუდამო ნეიტრალიტეტი. პირველი მსოფლიო ომის დასაწყისში გერმანიამ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი და თავისი ჯარებით დაიკავა მისი ტერიტორია. 1940 წლის 10 მაისს გერმანიის ფაშისტურმა არმიამ კვლავ დაარღვია ბელგიის ნეიტრალიტეტი. ბელგიის მთავრობა ლონდონში წავიდა.

ბელგია არის ევროპის კავშირის, გაეროსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყანა. 1944 წლის 5 სექტემბერს შეიქმნა ეკონომიკური კავშირი ბენილუქსი, რომელიც არის შემოკლებული სახელწოდება ბელგიის, ნიდერლანდისა და ლუქსემბურგისა. ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში განლაგებულია ევროპის კავშირის შტაბ-ბინა, აგრეთვე ნატოს ოფისი და ბენილუქსის ქვეყნების სეკრეტარიატი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბელგიის გეოგრაფია.
ბელგიის სამეფო

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში, ევროკავშირის წევრი. მას საზღვრები აქვს: საფრანგეთთან - 620კმ., გერმანიასთან - 167კმ., ლუქსემბურგთან - 148კმ., ნიდერლანდთან - 450კმ. ბელგიის ფართობი შეადგენს 30,528 კმ²-ს.[6] ის მდებარეობს 49°30 - 51°30 ჩრდილოეთ განედებსა და 2°33 - 6°24 აღმოსავლეთ გრძედებს შორის.[7]

ბელგიის სანაპირო ზოლი ჩრდილოეთის ზღვასთან ძირითადად წარმოადგენს ქვიშის დიუნებსა და პოლდერებს. ბელგიის ტერიტორიის უდიდესი ნაწილი წარმოადგენს ტყიან გორაკებს რომელიც დაღარულია ხევებით და კლდოვანი კანიონებით. ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, გერმანიის საზღვართან ახლოს არის მაღალი ჭაობის პლატო, სადაც მდებარეობს ქვეყნის უმაღლესი წერტილი ბოტრანჟი. მისი სიმაღლე შეადგენს 694 მ-ს.[8][9] ბელგიის უდიდესი მდინარეებია - შელდა 207 (ბელგიაში, სულ 370) და მეზი 183 (ბელგიაში, სულ 933). უდიდესი ტბა - ო-დერი; კლიმატი - ოკეანური.

ბუნებრივი რესურსები - ქვანახშირი, ბუნებრივი აირი.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • პოლიტიკური სისტემა - კონსტიტუციური მონარქიის ქვეშ მყოფი ფედერალური საპარლამენტო დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური - სამეფოს მმართველია საქს-კობურგ-გოთას დინასტია. ბელგიის მეფეები: 1831 - ლეოპოლდ I, 1865 - ლეოპოლდ II, 1900 - ალბერტ I, 1934 - ლეოპოლდ III, 1951 - ბოდუენ I, 1993 წლიდან - ალბერტ II (ALBERT II).
  • მთავრობის მეთაური - პრემიერ-მინისტრი (Guy Verhofstadt, 1999).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი, შედგება წარმომადგენელთა პალატისა (150 წევრი) და სენატისაგან (71 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა. 1989 წლიდან ქვეყანა ფედერაციულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა, რომელიც 3 სუბიექტისაგან (ფრ. regions, ნიდ. gewesten) შედგება: ბრიუსელი, ვალონია და ფლანდრია. რეგიონები თავის მხრივ პროვინციებად (ფრ. province, ნიდ. provincie) იყოფიან.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ბელგია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (272 მლრდ $) მსოფლიოში მე-20 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა - 1, მრეწველობა - 26, მომსახურება - 73;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) - 26.730 $.
  • უდიდესი კომპანიები - სოსიეტე ჟენერალი, ბრიუსელ-ლამბერი, კობერა, ელექტრორაი, ბელგაკომი, ფორტისი, ინტერბრიუ.
  • ექსპორტი - რკინა, ფოლადი, საფეიქრო ნაწარმი, ნავთობქიმიკატები, პლასტმასა.
  • ბიუჯეტი - 113,400 მლნ $.
  • ვალუტა - ევრო (EUR); 2002 წლამდე ბელგიური ფრანკი.

ისტორია[რედაქტირება]

ბელგიის სამეფო დამოუკიდებელი გახდა 1830 წელს. მსოფლიო ომების დროს იყო გერმანიის აგრესიის ობიექტი. 1945 წლიდან ევროპული თანამშრომლობის (ბენილუქსი, ევროპის საბჭო, ნატო, ევროპის კავშირი) ცენტრია. 1980 წელს - შეიქმნა მმართველობის რეგიონული სტრუქტურები ფლანდრიის, ვალონიისა და ბრიუსელისათვის. 1992 წელს გამოცხადდა, რომ შემოღებული იქნებოდა ფედერაციული სისტემა. 1994 წელს მიღებულ იქნა ახალი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ბელგიის ტურიზმი.

ცნობილი ბელგიელები[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Government type: Belgium. The World Factbook. CIA. წაკითხვის თარიღი: 19 December 2011.
  2. Population statistics. Statistics Belgium, Federal Public Service Economy (1 May 2014). წაკითხვის თარიღი: 1 July 2014.
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Belgium. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 26 April 2014.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  5. Human Development Report 2011. United Nations. წაკითხვის თარიღი: 2 November 2011.
  6. CIA World Factbook: Belgium
  7. (ნიდერლანდური) Geografische beschrijving van België – Over Belgie – Portaal Belgische Overheid. Belgium.be. Retrieved on 12 August 2013.
  8. Geography of Belgium. 123independenceday.com (<!––unknown––>). დაარქივებულია ორიგინალიდან 12 September 2007-ში. წაკითხვის თარიღი: 10 August 2007.
  9. Life—Nature. Office for Official Publications of the European Communities (2005). წაკითხვის თარიღი: 10 August 2007.