ალანდის კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ალანდის კუნძულები
Landskapet Åland
Ahvenanmaan maakunta
ალანდი
თარგი:ქვეყნის მონაცემები ალანდი
ჰიმნი: Ålänningens sång
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მარიენჰამნი
60°07′ ჩ. გ. 19°54′ ა. გ. / 60.117° ჩ. გ. 19.900° ა. გ. / 60.117; 19.900
ოფიციალური ენა შვედური
რელიგია ლუთერანობა
მთავრობა ავტონომიური რეგიონი
ფართობი
 -  სულ 1 580 კმ2 
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 28 666 
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $ 1.563 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $ 55 829 
აგი (2007) 0.967 (ძალიან მაღალი) 
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
Internet TLD .ax
სატელეფონო კოდი +358

ალანდის კუნძულები (შვედ. Åland, ფინ. Ahvenanmaa, აჰვენანმაა), ყოფილი პრინცესას კუნძულებიფინეთის ავტონომიური რეგიონი, მდებარეობს არქიპელაგზე ბალტიის ზღვასა და ბოტნიის ყურეს შორის. წარმოდგენილია 60 დასახლებული კუნძულითა და 6000 დაუსახლებელი კუნძულაკით. ტერიტორია მოიცავს 1 580 კვადრატულ კილომეტრს, მოსახლეობა შეადგენს დაახლოებით 29 000 ადამიანს, დედაქალაქი, უდიდესი ქალაქი და მთავარი სატრანსპორტო და კულტურული ცენტრია მარიენჰამნი (მოსახლეობა — 11 500).

რეგიონის ოფიციალური ენაა შვედური, ყოველდღიურობაში შვედური ენის ალანდურ კილოზე საუბრობენ, იშვიათად გამოიყენება ფინური ენაც. მორწმუნეთა უმეტესობა ქრისტიანობის პროტესტანტული ფრთის მიმდევრები არიან, კერძოდ ლუთერანები.

განსაკუთრებული სტატუსი[რედაქტირება]

ალანდის კუნძულებს განსაკუთრებული ავტონომიური სტატუსი აქვთ, რომელიც 1921 წელს ალანდის კრიზისის შემდეგ მიენიჭათ.

ძირითადად:

  • ალანდის კუნძულების ერთადერთ ოფიციალურ ენას შვედური წარმოადგენს.
  • ალანდის კუნძულები საკუთარ საფოსტო მარკებს იყენებენ.

ყირიმის ომის შემდეგ, როდესაც ვორმარსუნდის ციხესიმაგრე ჯერ ალყაში მოექცა, მერე კი აფეთქებულ იქნა, ალანდის კუნულებს განსაკუთრებული სტატუსი მიენიჭათ:

  • ალანდის კუნძულები — აბსოლუტურად დემილიტარიზებული ტერიტორიაა. აქ არ არის არც სამხედრო ნაწილები, არც ფინეთის სამხედრო-საზღვაო ბაზები.

ფინეთის ყველა დანარჩენი მოქალაქისგან განსხვავებით, ალანდის მკვიდრთ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გავლა არ ევალებათ.

ლემსტრომის არხი

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: