ესტონეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესტონეთის რესპუბლიკა
Eesti Vabariik
ესტონეთი
ესტონეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: 
ესტონეთის მდებარეობა ევროპაში
ესტონეთის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ტალინი
59°25′ ჩ. გ. 24°45′ ა. გ. / 59.417° ჩ. გ. 24.750° ა. გ. / 59.417; 24.750
ოფიციალური ენა ესტონური [ა]
აღიარებული რეგიონული ენები
ეთნიკური ჯგუფები (2013[1])
ეთნოქორონიმი ესტონელი
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი
 -  პრემიერ-მინისტრი ტაავი რიივასი
საკანონმდებლო ორგანო რიიგიკოგუ
დამოუკიდებლობა
 -  ავტონომიის გამოცხადება 12 აპრილი, 1917 
 -  დამოუკიდებლობის
დეკლარაცია
შემდეგ აღიარება
24 თებერვალი, 1918
2 თებერვალი, 1920 
 -  საგარეო ოკუპაცია 1940–1991 
 -  დამოუკიდებლობის აღდგენა 20 აგვისტო, 1991 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 მაისი, 2004 
ფართობი
 -  სულ 45 227 კმ2 [გ](132-ე)
 -  წყალი (%) 4.45%
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 1 315 819[2] (154-ე)
 -  2011 აღწერა 1 294 486[3]
 -  სიმჭიდროვე 29 კაცი/კმ2 (181-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $29.944 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $23 213[4] (47-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $24.284 მილიარდი[4]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $20 179[4] (41-ე)
ჯინი (2012) negative increase 32.5[5]
საშუალო
აგი (2013) Steady2.svg 0.840[6]
ძალიან მაღალი · 33-ე
ვალუტა ევრო () [დ] (EUR)
სასაათო სარტყელი EET (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) EEST (UTC+3)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +372
ISO 3166 კოდი EE
ინტერნეტ-დომენი .ee [ე]
ა. კონსტიტუციის თანახმად, ერთადერთ ოფიციალურ ენას ესტონური წარმოადგენს.[7] სამხრეთის მაზრებში, მასთან ერთად ვიროზე და სეტუზეც ლაპარაკობენ. რუსული არაოფიციალური სალაპარაკო ენაა იდა-ვირუმაასა და ტალინში, საბჭოთა კავშირის ომის შემდგომი პოლიტიკის შედეგად.
ბ. მოიცავს 5.4% ვიროებსა და 0.93% სეტოებს.[8]
გ. რუსეთ-ესტონეთის 1920 წლის ტარტუს ხელშეკრულებით განსაზღვრული იყო 47 549 კმ². ამჟამად, დარჩენილი 2323 კმ² კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, როგორც საკუთარი ტერიტორია. დათმობილი ტერიტორიები მოიცავს ყოფილი პეჩორის მაზრის დიდ ნაწილს და მდინარე ნარვის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის ივანგოროდი (იანილინი). პეჩორი რუსეთის კონტროლქვეშ რჩება.
დ. ესტონური კრონი (EEK) 2011 წლამდე.
ე. ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ესტონეთი (ესტ. Eesti), ოფიციალურად ესტონეთის რესპუბლიკა (ესტ. Eesti Vabariik) — სუვერენული სახელმწიფო ჩრდილოეთ ევროპაში, ბალტიისპირეთში. ჩრდილოეთიდან ესაზღვრება ფინეთის ყურე, დასავლეთიდან ბალტიის ზღვა, სამხრეთით ლატვია (343 კმ.) ხოლო აღმოსავლეთით ჩუდ-ფსკოვის ტბა და რუსეთი (338.6 კმ).[9] ბალტიის ზღვის მეორე მხარეს დასალეთით მდებარეობს შვედეთი, ხოლო ჩრდილოეთით ფინეთი. ესტონეთის ტერიტორია მოიცავს 45227 კმ²-ს, მისი კლიმატი განისაზღვრება ზომიერი სარტყლებით. ესტონელები ეკუთვნიან ბალტიისპირელ-ფინელ ხალხებს. ოფიციალური ენა არის ესტონური, რომელიც შედის ფინურ-უგრული ენების ჯგუფში. ის ახლო კავშირშია ფინურთან და შედარებით შორი კავშირი აქვს უნგრულთან.

ესტონეთი დემოკრატიული საპარლამენტო რესპუბლიკაა, რომელიც 15 მაზრად იყოფა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ტალინი.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ესტონეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Eesti Vabariik.
  • ეტიმოლოგია: სახელი მომდინარეობს გერმანულიდან Eistland, Astland, “აღმოსავლეთის გზა“. სხვა ვერსიით იგი ლიტვურ მდინარეს უკავშირდება. სკანდინავურ საგებში ნასენებია Estland და Eisr, ხოლო ლათინურ ქრონიკებში - Estia, Hestia, Estonia.
Estonia-CIA WFB Map - ქართული.jpg

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ევროპის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ბალტიის ზღვის სანაპიროზე. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია რუსეთი და ლატვია. ფართობი - 45.226 კვ.კმ. კონტინენტური ნაწილის გარდა, ესტონეთს უჭირავს ბალტიის ზღვის სიდიდით მეორე არქიპელაგი (ოლანდის არქიპელაგის შემდეგ). კერძოდ: მოონზუნდის არქიპელაგი. ორი უდიდესი კუნძულით: საარემაა და ჰიიუმაა. მათ გარდა, ამ არქიპელაგში ასობით მომცრო კუნძული შედის. შიდა წყლებიდან უმთავრესი სტრატეგიული რესურსია ტბა პეიპსი იარვი. რომელიც აღმოსავლეთ საზღვრის დიდ ნაწილს წარმოადგენს ესტონეთს და რუსეთის ფედრაციას შორის. (ქართულში ეს ტბა უფრო ცნობილია მისი რუსული სახელწოდებით: ჩუდის ტბა). პეიპსი იარვიდან გამოედინება მდინარე ნარვა. რომელიც ამ ტბას ბალტიის ზღვასთან აერთებს, ჩაედინება რა თავად ბალტიის ზღვაში.

ისტორია[რედაქტირება]

რკინის ხანის არტეფაქტები სოფელ კუმნადან.[10]
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესტონეთის ისტორია.

1988 წელს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, რომლითაც განისაზღვრა ქვეყნის სუვერენიტეტი. 1991 წელს მიიღო სრული დამოუკიდებლობა, რაც აღიარებულ იქნა გაეროს მიერ. 2002 წლის ბოლოს ესტონეთის უახლეს ისტორიაში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა - ქვეყანამ მიიღო ოფიციალური მიწვევა ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებაზე, 2004 წლის აპრილში კი ამ ორგანიზაციათა სრულუფლებიანი წევრი გახდა. საბჭოთა მემკვიდრეობა თავის კვალს დღესაც ამჩნევს ქვეყნის ცხოვრებას - რუსულენოვანი მოსახლეობა პრაქტიკულად მოქალაქეობის არმქონეა. ამის მიზეზია, ის ფაქტი რომ ერთი ნაწილი ვერ აბარებენ გამოცდას სახელმწიფო ენის ცოდნაზე, ხოლო მეორე ნაწილი ვერ ხედავს აუცილებლობას ესტონეთის მოქალაქეობის მიღებისა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : განვითარებადი დემოკრატია.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ტოომას ჰენდრიკ ილვესი (Toomas Hendrik Ilves) (2006).
  • მთავრობის მეთაური  : პრემიერ-მინისტრი
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი -რიიგიკოგუ (Riigikogu) (101 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 15 ოლქი (maakond).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ბიზნეს კვარტალი ტარტუში

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • არქიტექტურა:
    • ტალინი - ისტორიული ცენტრი, რატუშა (XV ს.), ოლევისტეს გილდია (XV ს.), დომინიკანელთა მონასტერი (XIII ს.), მიხეილის ტაძარი (XIII ს.), წმ. ბრიგიტას ტაძარი (XV ს.);
    • ტარტუ - რატუშა (XVIII ს.), წმ. პეტრესა და პავლეს ტაძარი (XIII ს.);
    • ნარვა -XV ს-ის ციხე-სიმაგრე;
  • ლიტერატურა - ესტონური ეპოსი კალევიპოეგი (1857-61).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ზოგადი ინფორმაცია
მოგზაურობა

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Population and housing census – Population and Housing Census 2011 – Preliminary data. Database Update 17. Statistics Estonia. წაკითხვის თარიღი: 16 January 2013.
  2. Statistics Estonia. Stat.ee (1 January 2014).
  3. PHC 2011 RESULTS. Statistics Estonia. წაკითხვის თარიღი: 16 January 2011.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 *April 2014 Edition, Gross Domestic Product per capita, current prices, U.S. dollars.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 5 January 2014.
  6. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  7. ესტონეთის რესპუბლიკის კონსტიტუცია, მე-6 თავი
  8. Võrokesed ees, setod järel. postimees.ee (13 July 2012).
  9. Estonian Republic.
  10. (29 September 2007) Through Past Millennia: Archaeological Discoveries in Estonia. Books.google.com. წაკითხვის თარიღი: 2 June 2010.