ამერიკის შეერთებული შტატები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამერიკის შეერთებული შტატები
United States of America
აშშ
აშშ-ის
დროშა გერბი
დევიზი: E Pluribus Unum; In God We Trust
ჰიმნი: The Star-Spangled Banner
დედაქალაქი ვაშინგტონი
38°53′ ჩ. გ. 77°02′ დ. გ. / 38.883° ჩ. გ. 77.033° დ. გ. / 38.883; -77.033
უდიდესი ქალაქი ნიუ-იორკი
ოფიციალური ენა ინგლისური (დე ფაქტო)
მთავრობა ფედერალური საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ბარაკ ობამა
 -  ვიცე-პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი
ფართობი
 -  სულ 9,826,630 კმ2 (მე-3)
 -  წყალი (%) 6.76
მოსახლეობა
 -  2008 შეფასებით 308,745,538[1] (მე-3)
 -  2000 აღწერა 281,421,906 
 -  სიმჭიდროვე 31 ად კაცი/კმ2 (144-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $13.675 ტრილიონი (პირველი)
 -  ერთ მოსახლეზე $43,444 (მე-4)
აგი (2005) 0.951 (მაღალი) (მე-12)
ვალუტა აშშ დოლარი (USD)
დროის სარტყელი დზკ -5-დან -10-მდე
 -  ზაფხულის (DST) ზდ სხვადასხვა (UTC)
ქვეყნის კოდი USA
Internet TLD .gov, .edu, .mil, .us
სატელეფონო კოდი 1

ამერიკის შეერთებული შტატები (ინგლ. The United States of America, USA; ასევე უწოდებენ შეერთებულ შტატებს, აშშ-ს., შტატებს და ამერიკას) — ფედერალური სახელმწიფო, მოიცავს ორმოცდაათ შტატსა და ერთ ფედერალურ ოლქს. ქვეყნის ტერიტორიის ძირითადი ნაწილი მდებარეობს ჩრდილოეთ ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, კონტინენტზე მდებარეობს ორმოცდაცხრა შტატი, შეერთებულ შტატებს ჩრდილოეთიდან ესაზღვრება კანადა, ხოლო სამხრეთიდან მექსიკა. ქვეყანა მოქცეულია ორ ოკეანეს შორის. შტატი ალასკა მდებარეობს კონტინენტის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილში, კანადის დასავლეთით და რუსეთის აღმოსავლეთით; რუსეთსა და აშშ-ს ბერინგის სრუტე აკავშირებს. შტატი ჰავაი არის არქიპელაგი წყნარი ოკეანის ცენტრალურ ნაწილში. აშშ ასევე ფლობს ტერიტორიებს კარიბის ზღვასა და წყნარ ოკეანეში.

ქვეყნის ფართობი შეადგენს 9.83 მილიონ კვადრატულ კილომეტრს და ცხოვრობს 309 მილიონი ადამიანი. შეერთებული შტატები ფართობისა და მოსახლეობის სიდიდის მიხედვით მსოფლიოს პირველ ათ სახელმწიფოს შორის შედის. აშშ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეთნიკურად მრავალფეროვანი და მულტიკულტურული ქვეყანაა, სადაც მრავალი იმიგრანტი ცხოვრობს. ეკონომიკის მაჩვენებლებით აშშ-ს მსოფლიოში პირველი ადგილი უკავია.

ქვეყნის მკვიდრი მოსახლეობა აზიური წარმოშობისაა, ისინი აქ მრავალი ათასი წინ დასახლდნენ. შეერთებული შტატები დააარსა ცამეტმა ბრიტანულმა კოლონიამ. 1776 წლის 4 ივლისს მათ თავი დამოუკიდებლად გამოაცხადეს. ამას მოჰყვა დამოუკიდებლობის ომი ბრიტანეთის იმპერიასთან, სადაც აშშ-მ გაიმარჯვა. 1787 წლის 17 სექტემბერს მიიღეს ამერიკის შეერთებული შტატების კონსტიტუცია.

XIX საუკუნეში, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შეიერთა ტერიტორიები: საფრანგეთისგან, ესპანეთისგან, გაერთიანებული სამეფოსგან, მექსიკისგან, რუსეთისგან; მოახდინა ტეხასის რესპუბლიკისა და ჰავაის ანექსია. 1861 წელს ქვეყანაში დაიწყო სამოქალაქო ომი, რომელშიც ერთმანეთს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატები დაუპირისპირდნენ, საბოლოო გამარჯვება კი ჩრდილოეთს დარჩა. სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ მთელი ქვეყნის მასშტაბით მონობა გაუქმდა, რის შემდეგაც შეერთებული შტატების ეკონომიკა სწრაფი ტემპებით განვითარდა. აშშ მონაწილეობდა როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომში. აშშ გახდა პირველი სახელმწიფო, რომელმაც ბირთვული იარაღი შექმნა. ქვეყანა არის გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივი წევრი.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა ამერიკის კონტინეტის მიხედვით, რომელიც თავის მხრივ მიღებულია იტალიელი მკვლევარისა და კარტოგრაფის ამერიგო ვესპუჩის სახელისაგან. არაფორმალურ ურთიერთობებში ქვეყანას ამერიკად მოიხსენიებენ, ხოლო მის მცხოვრებთ - ამერიკელებად.
  • ოფიციალური სახელწოდება: ამერიკის შეერთებული შტატები, შემოკლებით - აშშ.
  • ეროვნული სახელწოდება : United States of America, შემოკლებით - USA.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის გეოგრაფია.

სახელმწიფო ჩრდილოეთ ამერიკაში. იგი გადაჭიმულია ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე, მოიცავს ტერიტორიულად დაშორებულ ალასკისა და ჰავაის შტატებს. აშშ-ს ეკუთვნის აგრეთვე რიგი კუნძულებისა წყნარ ოკეანეში (გუამი, პუერტო-რიკო და სხვა).

მთები და უდაბნოები[რედაქტირება]

ალასკა და აშშ-ის დასავლეთის მესამედი ნაწილი უმეტესად მთიანია. კლდოვანი მთები რომელიც, ალასკიდან მექსიკამდეა გადაჭიმული, რამდენიმე ქედისაგან შედეგბა და მათ ზეგნები და აუზები ყოფს. სამხრეთ-დასავლეთის შტატები, მაგალითად, არიზონა, ცხელი უდაბნოა, ხოლო ჩრდილო-დასავლეთისა, მაგალითად, ორეგონი, ქვეყნის ყველაზე ტენიანი მხარეა. დიდმა მდინარეებმა (კოლორადომ და სნეიკმა) ქედებში ღრმა კანიონები და ხეობები გათხარეს. ალაგ-ალაგ მდინარეებზე კაშხლებია აგებული და წყალს სარწყავად იყენებენ და ქალაქების ელექტრომომარაგებისთვისაც.

ფერმერები, მაღაროები და საწარმოები[რედაქტირება]

აშშ თითქმის ყველა სახის სასოფლო—სამეურნეო და სამრეწველო პროდუქციას აწარმოებს. აქ მსოფლიოში ყველაზე მეტი სიმინდი, სოია, პომიდორი, ფორთოხალი, ატამი, ყველი და საქონლისა თუ ფრინველის ხორცი იწარმოება. აშშ-ში მოიპოვება თითქმის ყველა ის ბუნებრივი რესურსი, რაც აუცილებელია თანამედროვე საზოგადოებისათვის. აქ იმაზე მეტ ქვანახშირს, სპილენძს, თაბაშირს, მარილს, ფოსფატებსა და გოგირდს მოიპოვებენ, ვიდრე რომელიმე სხვა ქვეყანაში. ალასკა და მექსიკის ყურის მიმდებარე შტატები ქვეყანას თითქმის მთლიანად უზრუნველყოფს ნავთობითა და ბუნებრივი აირით.

ამერიკულია მსოფლიოს სამი უდიდესი კომპანია: „ჯენერალ მოტორსი“, „ფორდი“ (საავტომობილო) და „ექსონი“(ნავთობმომპოვებელი). ქვეყანა აწარმოებს მრეწველობის ძველ, განვითარებულ, ქიმიურ და საფეიქრო დარგებთან დაკავშირებულ მრავალნაირ პროდუქციას, თუმცა მრეწველობის ისეთ ახალ დარგებშიც ლიდრეობს, როგორიც ელექტრონიკა, პროგრამული უზრუნვეყლოფა და ბიოტექნოლოგიაა. ამ დარგებში ბევრი მნიშვნელოვანი გამოგონება აშშ-ის კოსმოსური და თავდაცვის მრეწველობის განვითარების შედეგად მოხდა.

სახელმწიფო[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის პოლიტიკური მოწყობა.

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

აშშ ფედერალური რესპუბლიკაა, რომლის სუბიექტებია 50 შტატი (State). გარდა ამისა, არსებობს 1 ფედერალური ოლქი (კოლუმბია) და 14 დამოკიდებული ტერიტორია (პუერტო-რიკო და სხვ.). ფედერაციის სუბიექტები გეოგრაფიულად 9 რეგიონს ქმნიან. ესენია:

მენინიუ-ჰემპშირივერმონტიმასაჩუსეტსიროდ-აილენდიკონექტიკუტი
  • შუა ატლანტიკური რეგიონი (M.A.) :
ნიუ-იორკინიუ-ჯერსიპენსილვანია
  • ჩრდილო-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.N.C.) :
ოჰაიოინდიანაილინოისიმიჩიგანიუისკონსინი
  • ჩრდილო-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.N.C.) :
მინესოტააიოვამისურიჩრდილოეთი დაკოტასამხრეთი დაკოტანებრასკაკანზასი
  • სამხრეთ ატლანტიკური რეგიონი (S.A.) :
დელავერიმერილენდიკოლუმბიის ოლქივირჯინიადასავლეთი ვირჯინიაჩრდილოეთი კაროლინასამხრეთი კაროლინაჯორჯიაფლორიდა
  • სამხრეთ-აღმოსავლეთის ცენტრალური რეგიონი (E.S.C.) :
კენტუკიტენესიალაბამამისისიპი
  • სამხრეთ-დასავლეთის ცენტრალური რეგიონი (W.S.C.) :
არკანზასილუიზიანაოკლაჰომატეხასი
  • მთიანი რეგიონი (Mt) :
მონტანააიდაჰოუაიომინგიკოლორადონიუ-მექსიკოარიზონაიუტანევადა
  • წყნარი ოკეანის რეგიონი (Pac) :
ვაშინგტონიკალიფორნიაორეგონიალასკაჰავაი

დამოკიდებული (შემოუერთებელი) ტერიტორიები[რედაქტირება]

აშშ-ის მფლობელობაშია აგრეთვე 15 სხვადასხვა სტატუსის ტერიტორია:

  1. აშშ-ის ვირჯინის კუნძულები
  2. ამერიკის სამოა
  3. კუნძული ბეიკერი
  4. გუამი
  5. რიფი კინგმენი
  6. მიდუეი
  7. ნავასა
  8. პალმირა
  9. პუერტო რიკო
  10. უეიკი
  11. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები
  12. ჯერვისი
  13. ჯონსტონი
  14. ჰოულენდი

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის მოსახლეობა.
  • მოსახლეობა: 296 მლნ (2004). ამერიკელი ერი შედარებით ახალგაზრდა პოლიეთნიკური ერთობაა, რომელიც ჩამოყალიბდა აბორიგენი მოსახლეობისა და იმიგრანტების შერევის შედეგად. მათ შორის 77,1 % თეთრია, 12,9% აფროამერიკელი, 4,2% აზიელი, 1,5% აბორიგენი ინდიელი, ესკიმოსი და ალეუტი.
  • სახელმწიფო ენა: აშშ-ს ოფიციალურად აღიარებული სახელმწიფო ენა არ აქვს, მაგრამ დე-ფაქტო ამ როლს ასრულებს ინგლისური ენა. იგი დაკანონებულია ქვეყნის 28 შტატში. ინგლისურად ლაპარაკობს 215,4 მლნ ადამიანი, ესპანურად - 28,1, ფრანგულად - 1,6, ჩინურად 1,5, გერმანულად - 1,4.
  • რელიგია: პროტესტანტები (52%), კათოლიკები (24%),მართლმადიდებლობა 3%, მუსლიმები (1%),იუდაისტები (1%).

ქალაქები[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ქალაქები.
აშშ-ს უდიდესი ქალაქების სია
ქალაქი შტატი მოსახლეობა. Metro area rank მეტროპოლიის მოსახლეობა რეგიონი
New York City
ნიუ-იორკი
Los Angeles
ლოს-ანჯელესი
1 ნიუ-იორკი ნიუ-იორკი 8,175,133 1 18,897,109 ჩრდილო-აღმოსავლეთი
2 ლოს-ანჯელესი კალიფორნია 3,792,621 2 15,250,000 დასავლეთი
3 ჩიკაგო ილინოისი 2,695,598 3 9,461,105 ცენტრალური
4 ჰიუსტონი ტეხასი 2,099,451 6 6,108,060 სამხრეთი
5 ფილადელფია პენსილვანია 1,526,006 5 6,385,461 ჩრდილო-დასავლეთი
6 ფინიქსი არიზონა 1,445,632 13 4,192,887 დასავლეთი
7 სან-ანტონიო ტეხასი 1,327,407 29 2,142,508 სამხრეთი
8 სან-დიეგო კალიფორნია 1,307,402 17 3,095,313 დასავლეთი
9 დალასი ტეხასი 1,197,816 4 6,477,315 სამხრეთი
10 სან-ხოსე კალიფორნია 945,942 30 1,975,342 დასავლეთი
2010 წლის მონაცემები

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ეკონომიკა.

აშშ - უპირველესი ეკონომიკური და სამხედრო სახელმწიფოა. იგი მდიდარია ბუნებრივი და მინერალური რესურსებით - ქვანახშირი, სპილენძი, ტყვია, მოლიბდენი, ფოსფატები, ურანი, ბოქსიტები, ოქრო, რკინა, ვერცხლისწყალი, ნიკელი, ვერცხლი, ვოლფრამი, თუთია, ნავთი, ბუნებრივი აირი, საშენი ხე-ტყე.

  • ვალუტა: აშშ დოლარი (USD).
  • ეროვნული პროდუქტი: 14.657 მლრდ $ (2010), ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით 1-ელ ადგილზეა მსოფლიოში.
  • ექსპორტი: თვითმფრინავები, ავტომობილები, ქიმიკატები, ქვანახშირი, სამანქანო მოწყობილობები, ნავთობი, სიმინდი, ხორბალი.
  • ბიუჯეტი: 1,782,000 მლნ $ (2010). ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე შეადგენს 47.284 $-ს.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის ისტორია.
აშშ-ის შტატები ქრონოლოგიურად.

აშშ-ს ისტორია 1776 წლიდან იწყება, როდესაც მიღებული იქნა დამოუკიდებლობის დეკლარაცია. 1787 წელს მიღებული იქნა მსოფლიოში პირველი კონსტიტუცია. პირველი პრეზიდენტი ჯორჯ ვაშინგტონი გახდა. 1963 წელს მოკლეს პრეზიდენტი ჯონ კენედი. ომი ვიეტნამში 1964-1975. 1969 წელს პირველი ამერიკელი გადავიდა მთვარეზე. 1973-1974 წლების უოტერგეიტის სკანდალის შედეგად გადადგა პრეზიდენტი რიჩარდ ნიქსონი. სსრ კავშირის დაშლის შემდეგ ერთადერთი ზესახელმწიფოა. სათავეში უდგას ტერორიზმისა და ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ ბრძოლას. 2001 წლის ოქტომბერში წამოიწყო სამხედრო კამპანია თალიბანის მოძრაობის წინააღმდეგ ავღანეთში, ხოლო 2003 წლის მარტში - სადამ ჰუსეინის რეჟიმისა ერაყში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : აშშ-ის კულტურა.

აშშ მნიშვნელოვანწილად განაპირობებს დანარჩენი მსოფლიოს ცხოვრების წესს. ამერიკამ შვა ტელეფონი, ელექტრობა, ტელევიზია, კომპიუტერი, ინტერნეტი, ატომური ბომბი, ასევე მასობრივი ავტოინდუსტრია, სწაფი კვების რესტორნები, საკრედიტო ბარათები, ჯინსები და სხვა. ამერიკული ტელევიზია, ჰოლივუდის კინო, ჯაზი, ბლიუზი, როკი და რეპი თანამედროვე მასობრივი კულტურის საფუძველია, რომელიც დიდ ზეგავლენას ახდენს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების და ხალხების კულტურებზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]