ლიბერია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ლიბერიის რესპუბლიკა
Republic of Liberia
ლიბერია
ლიბერიის
დევიზი: ”The love of liberty brought us here”
ჰიმნი: All Hail, Liberia, Hail!
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
მონროვია
6°19′ ჩ. გ. 10°48′ დ. გ. / 6.317° ჩ. გ. 10.800° დ. გ. / 6.317; -10.800
ოფიციალური ენა ინგლისური
რელიგია 85.5% ქრისტიანი
12.2% მუსლიმანი
1.5% ათეისტი
0.5% ტრადიციული
მთავრობა უნიტარული საპრეზიდენტო კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ელენ ჯონსონ სირლიფი
 -  ვიცე-პრეზიდენტი იოზეფ ბოკაი
 -  მთავარი მოსამართლე ჯონი ლუისი
ფართობი
 -  სულ 111,369 კმ2 (103-ე)
 -  წყალი (%) 13.514
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 3,386,000 (132-ე)
 -  სიმჭიდროვე 29 ად კაცი/კმ2 (174-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $1.6 მილიარდი (170-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $500 (178-ე)
აგი (1993) 0.311 (დაბალი
ვალუტა ლიბერიული დოლარი (LRD)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)
ქვეყნის კოდი LBR
Internet TLD .lr
სატელეფონო კოდი 231

ლიბერია - სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში, ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. ლიბერიას დასავლეთით ესაზღვრება სიერა-ლეონე, ჩრდილოეთით გვინეა, აღმოსავლეთით კი კოტ-დ’ივუარი. ქვეყნის ფართობი შეადგენს 111,369 კმ², მოსახლეობა კი დაახლოებით ოთხ მილიონ ადამიანს. ლიბერიის ოფიციალური ენა არის ინგლისური, თუმცა ინგლისურის გარდა კიდევ ოცდაათამდე ადგილობრივ ენაზე საუბრობენ. ქვეყნის სანაპირო ზოლის უმეტესი ნაწილი მანგროს ტყეებით არის დაფარული, ამავდროულად ქვეყნის შიგნით ნაკლებად დასახლებული ადგილები შედგება ღია ტყეებისგან, რომლებიც მშრალ სათიბ-საძოვარ ზეგნებზე მდებარეობენ. კლიმატი ცხელი და ეკვატორულია, მაისი-ოქტომბრის პერიოდში არის წვიმის სეზონი რა დროსაც შეინიშნება ნალექთა მნიშვნელოვანი რაოდენობა, ხოლო დანარჩენი თვეების განმავლობაში ჰარმატანული ქარები ქრის. ლიბერია ასევე მოიცავს ზემო გვინეის ტყეების ორმოც პროცენტს.

პოლიტიკური წყობილება[რედაქტირება]

  • მმართველობის ფორმა : საპრეზიდენტო რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ელენ ჯონსონ-სირლიფი.
  • საკანონმდებლო ორგანო :
  • სენატი - 30 წევრი.
  • წარმომადგენელთა პალატა -64 წევრი.
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 15 პროვინცია.

ბუნება[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ლიბერიის გეოგრაფია.
Li-map KA.png

სანაპირო დაბლობი სუსტად დანაწევრებული და ადგილ-ადგუილ დაჭაობებულია. ქვეყნის სიღრმეში ვაკე მაღლდება (400-600 მ) და გადადის ტალღოვან ლეონე-ლიბერიის მაღლობში (მთა ნიმბა, 1752 მეტრი). არის რკინის, ალმასისა და ოქროს საბადოები.

ჰავა ცხელი და ნოტიოა. საშუალო თვიური ტემპერატურები 28 გრადუსზე მაღალია. ნალექები 1500-2000 მმ წელიწადში (შიგა რაიონებში) და 5000 მმ (ატლანტის ოკეანის სანაპიროზე).

მდინარეთა ქსელი ხშირია ყველაზე მნიშვნელოვანი მდინარეები - მანო, ლოფა, სენტ-პოლი (დიანი), სენტ-ჯონი, სესი, კავალი - ზემო და შუა დინებაში ჭორომიანია. სანაოსნოა მდინარე სენტ-პოლი (ქვემო დინებაში).

ტერიტორიის დაახლ. 1/3 დაფარულია ხშირი მარადმწვანე ეკვატორული ტყით. ნიადაგი წითელ-ყვითელ ლატერიტულია. ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არის ფოთოლმცვენი და ნათელი ტყეები. გვინეის საზღვართნ მაღალბალახოვანი სავანაა, სადაც ხარობს აკაცია და ბაობაბი. სანაპიროზე გავრცელებულია მანგროვიანი მცენარეულობა.

სავანაში ბინადრობს კამეჩი, ანტილოპა, ჯიქი, გარეული ღორი. ტყეში ბევრია მაიმუნი და გველი. მრავალფეროვანია ფრინველებისა და მწერების ფაუნა.

რელიგია[რედაქტირება]

2008 წლის მიხედვით მოსახლეობის 85.5% ქრისტიანი, ხოლო 12.2% მუსლიმანია. მუსლიმანების ძირითადი ნაწილი წარმოადგენს მანდინკასა და ვაის ხალხებს. ტრადიციული აფრიკული რელიგიების მიმდევარია 5%, ხოლო 1.5% არა რელიგიურია. მოსახლეობის მცირე ნაწილი ასევე არის ბაჰაისტი, სიქი და ბუდისტი. ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე გავრცელებულია პორო და სანდე.

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: