ავსტრია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ავსტრიის რესპუბლიკა
Republik Österreich
ავსტრია
ავსტრიის
დროშა გერბი
ჰიმნი: Land der Berge, Land am Strome
Land of Mountains, Land by the River
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
ავსტრიის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ვენა
48°12′ ჩ. გ. 16°21′ ა. გ. / 48.200° ჩ. გ. 16.350° ა. გ. / 48.200; 16.350
ოფიციალური ენა გერმანული [ა]
ეთნიკური ჯგუფები (2012)
ეთნოქორონიმი ავსტრიელი
მთავრობა ფედერალური საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ჰაინც ფიშერი
 -  კანცლერი ვერნერ ფაიმანი (SPÖ)
 -  ეროვნული საბჭოს პრეზიდენტი ბარბარა პრამერი (SPÖ)
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
 -  ზედა პალატა ფედერალური საბჭო
 -  ქვედა პალატა ეროვნული საბჭო
დამოუკიდებლობა
 -  აღმოსავლეთი მარკა 976 
 -  ავსტრიის საჰერცოგო 1156 
 -  ავსტრიის საერცჰერცოგო 1453 
 -  ავსტრიის იმპერია 1804 
 -  ავსტრია-უნგრეთის იმპერია 1867 
 -  პირველი რესპუბლიკა 1918 
 -  ფედერალური სახელმწიფო 1934 
 -  ანშლუსი 1938 
 -  მეორე რესპუბლიკა 1945-დან 
 -  სახელმწიფო ხელშეკრულება ძალაში 27 ივლისი, 1955 
 -  ევროკავშირში გაწევრიანება 1 იანვარი, 1995 
ფართობი
 -  სულ 83 871 კმ2 (115-ე)
 -  წყალი (%) 1.7
მოსახლეობა
 -  2014 აღწერა 8 504 850 (94-ე)
 -  სიმჭიდროვე 101.4 კაცი/კმ2 (107-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $373.133 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $43 796[3]
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $444.867 მილიარდი[3]
 -  ერთ სულ მოსახლეზე $52 216[3]
ჯინი (2011) 26.3[4]
დაბალი
აგი (2013) Steady2.svg 0.881[5]
ძალიან მაღალი · 21-ე
ვალუტა ევრო ()[ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი CET (UTC+01)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+02)
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +43
ინტერნეტ-დომენი .at[გ]
ა. ^  ხორვატული, ჩეხური, უნგრული, რომანი, სლოვაკური, და სლოვენური ოფიციალურად აღიარებულია რეგიონული ენებისა და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტიის მიერ.
ბ. ^  ავსტრიული შილინგი 1999 წლამდე; ვირტუალური ევრო 1999 წლის 1 იანვრიდან; ევრო 2002 წლის 1 იანვრიდან.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

ავსტრიის რესპუბლიკა (გერმ. Republik Österreich) — ფედერალური სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ჩრდილოეთით ესაზღვრება გერმანია და ჩეხეთი, აღმოსავლეთით — უნგრეთი და სლოვაკეთი, სამხრეთით — სლოვენია და იტალია, დასავლეთით - შვეიცარია და ლიხტენშტაინი. ფართობი — 83,8 ათასი კმ². მოსახლეობა — 8 316 487. დედაქალაქი — ვენა. სახელმწიფო ენა — გერმანული.[6] ასევე ოფიციალური ენებია: გრადიშიულ-ხორვატიული, უნგრული და სლოვენური.[7] დღესასწაული — 26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის გამოცხადების დღე (1955).

სახელწოდება[რედაქტირება]

996 წლის დოკუმენტი Ostarrîchi document. სადაც პირველად იყო გამოყენებული ტერმინი: Ostarrîchi

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრიის გეოგრაფია.
ავსტრიის ფედერაცია

ავსტრია მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში, მოსაზღვრე ქვეყნებია: გერმანია, ჩეხეთი, სლოვაკეთი, უნგრეთი, სლოვენია, იტალია, შვეიცარია, ლიხტენშტაინი.

ისტორია[რედაქტირება]

ავსტრიის ტერიტორიაზე ადრეული ცხოვრების პერიოდი განეკუთვნება პალეოლითის ხანას. ბევრია რკინის ხანის არქეოლოგიური კულტურა. ქვეყნის ტერიტორიაზე სახლობდნენ ილირიული ხალხები, რომლებსაც ძვ.წ. 500-400 წლებში კელტები შეესივნენ. მდინარე დუნაის სამხრეთით მდებარე ტერიტორიები რომაელებმა დაიპყრეს და გაჩნდა რომაული ცენტრები: ვინდობონა (ვენა), იუვავუმი (ზალცბურგი), მუტენი (ლაითის ბრუკი) და სხვა.

XIV—XV საუკუნეებში ჰაბსბურგებმა დაიწყეს ავსტრიის საჰერცოგოს პროვინციების შემოერთება. 1438 წელს ჰერცოგი ალბრეხტ II ჰაბსბურგი მისი სიმამრის, სიგიზმუნდ I ლუქსემბურგის მემკვიდრედ აირჩიეს, თუმცა ალბერტმა მხოლოდ ერთი წელი იმეფა. ამ დროიდან საღვთო რომის იმპერიის ყველა იმპერატორი ჰაბსბურგების გვარიდან იყო, გარდა ერთი გამონაკლისისა.

აგრეთვე ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობითი მიწების გარდა სხვა მიწების შემოერთებაც. 1477 წელს ფრიდრიხ III-ს ერთადერთი შვილი, ერცჰერცოგი მაქსიმილიანი დაქორწინდა მარია ბურგუნდიელზე, რის წლაბითაც ჰაბსბურგების საკუთრებაში გადავიდა ნიდერლანდების ნაწილი.[9][10] მაქსიმილიანის ვაჟი, ფილიპე I დაქორწინდა კასტილიისა და არაგონის დედოფალზე, ხუანა I შეშლილზე, რისი საშუალებითაც ჰაბსბურგებმა მემკვიდრეობით მიიღეს ესპანეთი, იტალია, აფრიკა და ახალი მსოფლიო.[9][10]

1526 წელს მოჰაჩის ბრძოლაში ოსმალეთმა ვერ მოახდინა ბოჰემიის და უნგრეთის ნაწილის უკუპირება ავსტრიის მმართველობის გამო.[11] ოსმალეთის ექსპანსიამ უნგრეთში გამოიწვია ხშირი კონფლიქტები ორ დიდ იმპერიას შორის, რომელთა შორის გამოირჩევა ცამეტწლიანი ომი უნგრეთში, რომელიც 1593—1606 წლებში მიმდინარეობდა.

ავსტრიის რესუპუბლიკა შეიქმნა 1918 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც ავსტრია-უნგრეთის მონარქია დაიშალა. მაშინ გამოცხადდა გერმანულ-ავსტრიული რესპუბლიკა, რომელიც უნდა ყოფილიყო გერმანიის ნაწილი. თუმცა 1919 წლის სენ-ჟერმენის საზავო ხელშეკრულების შედეგად, ავსტრიას აეკრძალა გერმანიასთან შეერთება, ამიტომ ავსტრიის რესპუბლიკა გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

1919 წელს მიღებული იქნა ფედერალური კონსტიტუციური კანონი, რომელმაც ავსტრია ფედერაციულ დემოკრატიულ საპარლამენტო რესპუბლიკად გამოაცხადა, ხოლო ფედერაციული საბჭო, რომელიც შედგებოდა ფედერალური და ეროვნული საბჭოსაგან, ფედრალური პრეზიდენტისაგან, ფედერალური კანცლერისაგან და ფედერალური მთვრობისაგან საკანონმდებლოდ ორგანოდ იქნა აღიარებული.

1933 წლის 4 მარტს ქრისტიან-სოციალისტი ფედერალური კანცლერი ელჰელბერტ დოლფუსმა დაშალა ფედერალური კრება და ერთი წლის შემდეგ გამოსცა ე.წ. „მაისის კონსტიტუცია“, რომელიც ამარტივებდა ფედერალურ კრებას. „მაისის კონსტიტუცია“ შეცვალა კორპორატიულმა სახალხო წარმომადგენლობამ.

1938 წელს მოხდა მისი შეერთება ნაცისტურ გერმანიასთან (ანშლუსი), ხოლო ავსტრიის მიწები გერმანიის რეიხის შემადგენლობაში შევიდა.

1945 წლის აპრილში ანტიჰიტლერული კოალიციის ქვეყნების ჯარებმა ავსტრიიდან განდევნეს ვერმახტი, ფაშისი გუბერნატორები გადააყენეს, რის შედეგადაც ხელისუფლება გადაეცა ფაშიზმის მოწინააღმდეგე ხელისუფლებას და 1945 წლის 27 აპრილს შეიქმნა დროებითი სახელმწიფო ხელისუფლება სოციალ დემოკრატებისაგან, კომუნისტებისა და ქრისტიან სოციალისტებისგან, რომლის სათავეში სტატს-კანცლერის თანამდებობაზე სოციალ-დემოკრატი კარლ რენერი მოვიდა. დაიწყო დენაციფიკაციის პროცესი, რის შედეგადაც ავსტრია ანტიჰიტლერული კოალიციის 4 წევრ-სახელმწიფოს ჯარებით იქნა ოკუპირებული და დაიყო ოკუპაციის 4 ზონად: საბჭოთა, ბრიტანულ, ამერიკულ და ფრანგულ ზონებად. 1945 წლის 4 ივლისს უშუალოდ დენაციფიკაციის კონტროლისათვის შეიქმნა მოკავშირეთა საკონტროლო კომისია, რომელიც შესდგებოდა ავსტრიის კომუნისტური და დემოკრატიული პარტიებისგან, ხოლო 1945 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა ეროვნული საბჟოს არჩევნები. 1945 წლის შემოდგომაზე აღდგა 1919 წლის ფედერალური კონსტიტუციური კანონი. სამშვიდობო ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება დაიწყო 1947 წელს, მაგრამ ის 1955 წლის 15 მაისს დაიდო. იმავე წლის ოქტომბერში მიიღეს კანონი ავსტრიის მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ, რომელსაც იგი იცავს დღემდე. 25 ოქტომბერს მოკავშირეთა ჯარები გაიყვანეს ავსტრიის ტერიტორიიდან.

სახელმწიფო[რედაქტირება]

კანცლერის რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა — დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაურიპრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური — კანცლერი .
  • საკანონმდებლო ორგანო — ორპალატიანი პარლამენტი (183+62 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული26 ოქტომბერი, მუდმივი ნეიტრალიტეტის შესახებ კანონის მიღების დღე (1955).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

ავსტრია ადმინისტრაციულ-ტერიტორიულად იყოფა 9 მხარედ (Bundesland), მათ შორის არის დედაქალაქი ვენა. მხარეებს აქვთ თავისი კონსტიტუციები, პარლამენტები და მთავრობები. ავსტრიის მხარებია (ფრჩხილებში ადმინისტრაციული ცენტრები):

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ავსტრია მაღალგანვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (225 მლრდ $) მსოფლიოში 22-ე ადგილი უკავია..

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ვენა - ისტორიული ცენტრი, ბელვედერის პარკი, შონბრუნის სასახლე (XVI ს.) და ბაღები, მსოფლიოში უძველესი ზოოპარკი (1752 წ.);
  • ზალცბურგი - ისტორიული ცენტრი, მოცარტის სახლ-მუზეუმი, XI ს-ის ციხე;
  • გრაცი - ტევტონთა ორდენის რაინდთა ტაძარი (XIII ს.);
  • ინსბრუკი - ფიურსტენბერგის ციხე (XV ს.), იმპერატორის სასახლე (XVII ს.).

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ავსტრიის ტურიზმი.

ცნობილი ავსტრიელები[რედაქტირება]

იხ. ცნობილი ავსტრიელები

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Kommission für Migrations und Integrationsforschung der Österreichischen Akademie der Wissenschaften (PDF). Statistik Austria (2012).
  2. including indigenous Burgenland Croats and Carinthian Slovenes
  3. 3.0 3.1 3.2 3.3 Austria. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 26 April 2014.
  4. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  5. Human Development Report 2011 (PDF). United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 8 November 2011.
  6. Austria. Encyclopædia Britannica. Encyclopædia Britannica Online (31 May 2009). წაკითხვის თარიღი: 31 May 2009.
  7. The World Factbook – Austria. Central Intelligence Agency (14 May 2009). წაკითხვის თარიღი: 31 May 2009.
  8. University of Klagenfurt.
  9. 9.0 9.1 Lonnie Johnson 25
  10. 10.0 10.1 Brook-Shepherd 11
  11. Lonnie Johnson 26
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
Austria Bundesadler.svg ავსტრიის პორტალი – დაათვალიერეთ სტატიები ავსტრიის შესახებ.