საბერძნეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საბერძნეთის რესპუბლიკა
Ελληνική Δημοκρατία
საბერძნეთი
საბერძნეთის
დროშა გერბი
დევიზი: „Ελευθερία ή Θάνατος“
„თავისუფლება ან სიკვდილი“
ჰიმნი: Ὕμνος εἰς τὴν Ἐλευθερίαν
„თავისუფლების ჰიმნი“
საბერძნეთის მდებარეობა ევროპაში
საბერძნეთის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
ათენი
37°58′ ჩ. გ. 23°43′ ა. გ. / 37.967° ჩ. გ. 23.717° ა. გ. / 37.967; 23.717
ოფიციალური ენა ბერძნული
ეთნოქორონიმი ბერძენი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო
კონსტიტუციური რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი კარლოს პაპულიასი
 -  პრემიერ-მინისტრი ანტონის სამარასი
 -  პარლამენტის თავმჯდომარე ვანგელის მეიმარაკისი
საკანონმდებლო ორგანო პარლამენტი
ფორმირება
 -  ოსმალეთის იმპერიისგან დამოუკიდებლობის გამოცხადება 1 იანვარი, 1822 
 -  აღიარება 3 თებერვალი, 1830 
 -  ამჟამინდელი კონსტიტუცია 11 ივნისი, 1975 
ფართობი
 -  სულ 131 957 კმ2 [1](97-ე)
 -  წყალი (%) 0.8669
მოსახლეობა
 -  2012 აღწერა 10 816 286[2] (77-ე)
 -  სიმჭიდროვე 82[3] კაცი/კმ2 (120-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $271.308 მილიარდი[4] (51-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $24 574[4] (41-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $249.449 მილიარდი[4] (44-ე)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $22 594[4] (37-ე)
ჯინი (2012) 34.3[5]
საშუალო
აგი (2013) Steady2.svg 0.853[6]
ძალიან მაღალი · 29-ე
ვალუტა ევრო () [ბ] (EUR)
სასაათო სარტყელი EET (UTC+2)
 -  ზაფხული (DST) EEST (UTC+3)
თარიღის ფორმატი დდ/თთ/წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +30
ინტერნეტ-დომენი .gr [გ]
ა. საბერძნეთის აღწერის შედეგები წარმოდგენილია მოქალაქეობის მიხედვით, რადგან ეთნიკური შემადგენლობის მონაცემებს საბერძნეთი არ აგროვებს.
ბ. ^  2002 წლამდე, ბერძნული დრახმა.
გ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu.

საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძნ. Ελληνική Δημοκρατία-გამოითქმის როგორც ელინური რესპუბლიკა რაც მისი ოფიციალური სახელიცაა[7]) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. საბერძნეთს სახმელეთო საზღვარი ჩრდილო-დასავლეთით აქვს ალბანეთთან და მაკედონიის რესპუბლიკასთან, ჩრდილოეთით ბულგარეთთან და თურქეთთან. საბერძნეთს აღმოსავლეთიდან აკრავს ეგეოსის ზღვა, იონიის ზღვა დასავლეთიდან, ხოლო სამხრეთიდან ხმელთაშუა ზღვა. საბერძნეთის სანაპირო ზოლი 13,676 კილომეტრით მსოფლიოში მეოცეა, რომელიც ქმნის კუნძულების დიდი რაოდენობას (დაახლოებით 1400 საიდანაც 227 დასახლებულია). მათ შორისაა: კრეტა, დოდეკანესი, იონიის კუნძულები, კიკლადი. საბერძნეთის ოთხმოცი პროცენტ შედგება მთოვანი რელიეფისგან და მისი უმაღლესი მთა ოლიმპო 2,917 მეტრს აღწევს.

სახელწოდება[რედაქტირება]

მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

საბერძნეთის რესპუბლიკა

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.

ქვეყნის მატერიკული ნაწილი უპირატესად მთიანი მასივევბითაა დაფარული, უმაღლესი მწვერვალია ოლიმპო (2917 მ) თესალიაში. ყველაზე მნიშვნელოვანია პინდოსის მასივი ქედი, რომელიც ფესალიისა და ეპირის რაიონებს ჰყოფს. მთებს უკავია პელოპონესის ნახევარკუნძულის სამხრეთ ნაწილი.

გეოლოგიური თვალსაზრისით საბერძნეთის მთიანი მასივი შედარებით ახალგაზრდაა, სადაც ადგილი აქვს ფილების მოძრაობას, რაც იწვევს მიწისძვრებს. ეს მოძრაობები განსაკუთრებით შესამჩნევია იონიის ზღვის კუნძულებზე. ყველაზე დიდი ვაკე უბნები გვხვდებას მაკედონიასა და თრაკიაში. ადრე მათ ადგილზე დაჭაობებული ტბები იყო, ახლა ისინი დააშრეს და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებად იყენებენ.

ჰავა[რედაქტირება]

საბერძნეთის ჰავა ტიპიურია ხმელთაშუა ზღვისთვის ცხელი, მშრალი ზაფხულით და ზომიერად გრილი,წვიმიანი ზამთრით.ზაფხული (მაისი ოქტომბერი) ჩრდილოეთისა და ჩრდილო-დასავლეთის მუდმივი ქარები ქრის, რომლებსაც მოაქვთ ნათელი, მშრალი და ცხელი ამინდი. ზამთარი ციკლონის განვითარების პერიოდი: ჭარბობენ თბილი ხმელთაშუა ზღვიდან მობერილი სამხრეთისა და სამხრეთ-დასავლეთის ქარები, ამინდი არამდგრადია, ხშირია ხანმოკლე წვიმები. ტემპერატურის საშუალო მაჩვენებლები ასე გამოიყურება: ივლისისა +240C ჩრდილოეთში და 280C სამხრეთში; იანვრისა +40C ჩრდილოეთში და +110C სამხრეთში. ნალექების წლიური რაოდენობა დასავლეთში 1400მმ, აღმოსავლეთში 600მმ-მდე. ნალექების 80-90% ცივ პერიოდში მოდის. მთებში კლიმატი ნაკლებ თბილი და უფრო ტენიანია, ნალექებით როგორც ზამთარში, ისე ზაფხულში. მაღალმთებზე თოვლი დიდხანს დევს. კ.კრეტა მატერიკიდან დაცილებულია და კლიმატი უფრო თბილია, ამასთან განიცდის აფრიკის თბილი ქარების გავლენას.

მდინარეები და ტბები[რედაქტირება]

საბერძნეთის მდინარეები ძირითადად მოკლე, სწრაფი დინების მქონე მთის მდინარეებია, ზამთრის წყალდიდობებით. წყალუხვია საბერძნეთის ჩრდილო-აღმოსავლეთის მდინარეები, მათგან აღსანიშნავია: მარიცა, სტრუმა, ვარდარი, მესტა. დანარჩენ ტერიტორიაზე, განსაკუთრებით მის სამხრეთ-აღმოსავლეთში, მდინარეები წყალმარჩხია, ზოგიერთი მათგანი ზაფხულში შრება კიდეც. სიგრძით გამოირჩევიან: ალიაკმონი, რომელიც პინდის მთებში იღებს სათავეს და აღმოსავლეთით ეგეოსის ზღვისკენ მიედინება. სხვა მდინარეებიდან აღსანიშნავია პეონეი, ახელოი, არახტოსი და ალფეი.ქვეყანაში ბევრი, მაგრამ მცირე ზომის, ტბაა, უპირატესად ტექტონიკური ან კარსტული წარმოშობის. მათ შორის ყველაზე დიდია ტრიხონიანისის ტბა დასავლეთ საბერძნეთში.

ტურიზმი[რედაქტირება]

ათენი ქვეყნის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. ყოველწლიურად აქ მსოფლიოს მრავალი ქვეყნის ტურისტი ჩადის. ის ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ძველი ქალაქიცაა. აქ შექმნილია მსოფლიო არქიტექტურის მრავალი შედევრი. ათენის ცენრტში აღმართულია აკროპოლის ბორცვი პერიკლეს ეპოქის ძეგლებით და ლიკაბეტის ბორცვი წმ.გიორგის პატარა ეკლესიით. ათენი თანამედროვე საქმიანი და პოლიტიკური ქალაქია, სადაც თავმოყრილია ყველა საელჩო, მრავალი საწარმო, ოფისი, თეატრი, რესტორანი და მაღაზია, სასტრუმრო და გართობის დაწესებულება. საბერძნეთი თანამედროვე დასავლური ცივილიზაციის ფუძემდებელია, მის ტერიტორიაზე თავმოყრილია უამრავი ძვირფასი შენობა, ანსამბლი, ქალაქების ნანგრევი, გასაოცარი სილამაზის ტაძარი. მხოლოდ ათენში 33 მუზეუმი და მსოფლიო მნიშვნელობის არქეოლოგიური ობიექტია. მთლიანად ქვეყანაში 260-ზე მეტი მუზეუმია, რომელთა ექსპოზიციათა უმეტესობა ღია ცის ქვეშაა განთავსებული.

სახელმწიფო[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

საბერძნეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (242.8 მლრდ $) მსოფლიოში 33-ე ადგილი უკავია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

აკროპოლისი
  • ათენი — აკროპოლისი; ეროვნული არქეოლოგიური, ბიზანტიური, აკროპოლისის მუზეუმები; დიოგენეს შუქურა;ქარების კოშკი;ადრიანას თაღი;პოსეიდონის ტაძარი;
  • სალონიკი — წმ. ელენეს ეკლესია, „თეთრი კოშკი“;
  • ათონის მთა და მისი მონასტრები,
  • როდოსი — იოანიტი რაინდების სასახლე, როდოსის კოლოსი
  • ოლიმპია,
  • კრეტა — ქალაქ კნოსოსის ნანგრევები;
  • ბერძნული ეპოსი — ილიადა და ოდისეა (ძვ. წ. VIII საუკუნე).

ისტორია[რედაქტირება]

1829 წელს საბერძნეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა ოსმალეთის იმპერიისაგან, მაგრამ ამას მოჰყვა მთელი ეპოქა პოლიტიკური გადატრიალებებისა და სამხედრო დიქტატურისა. თანამედროვე დემოკრატიული რესპუბლიკა 1975 წელს ჩამოყალიბდა. 1981 წელს იგი ევროპის კავშირის წევრი გახდა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Country Comparison: Area. The World Factbook. Central Intelligence Agency. წაკითხვის თარიღი: 7 January 2013.
  2. Announcement of the demographic and social characteristics of the revised Resident Population of Greece according to the 2012 Population – Housing Census. (PDF). Hellenic Statistical Authority (20 March 2014). წაკითხვის თარიღი: 20 March 2014.
  3. Announcement of the results of the 2011 Population Census for the Resident Population (PDF). Hellenic Statistical Authority (28 December 2012). წაკითხვის თარიღი: 24 August 2013.
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Greece. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 29 June 2014.
  5. Gini coefficient of equivalised disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 5 January 2014.
  6. 2014 Human Development Report Summary pp. 21–25. United Nations Development Programme (2014). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  7. World Factbook – Greece: Government. გამოძიების ცენტრალური ბიურო. www.cia.gov (15 March 2007). წაკითხვის თარიღი: 7 April 2007.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მთავრობა
ძირითადი ინფორმაცია