აშშ-ის მიმდებარე მცირე კუნძულები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან აშშ-ის მცირე მიმდებარე კუნძულები)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აშშ-ის მცირე მიმდებარე კუნძულები (ინგლ. United States Minor Outlying Islands) — მოიცავს 8 კუნძულოვან ტერიტორიას, რომლებიც მდებარეობენ წყნარ ოკეანეში და ერთს კარიბის ზღვაში.

აქ შემავალი ყველა კუნძული მდებარეობს წყნარ ოკეანეში, გარდა კუნძულ ნავასასი. დღეისათვის აქ არსებული კუნძულების უმრავლესობაზე მუდმივი მოსახლეობა არ ცხოვრობს (2014). ამასთან ერთად კუნძულებზე იმყოფება სამხედრო და სამეცნიერო ობიექტების დროებითი პერსონალი. 2000 წლის აღწერის შედეგად მათი რიცხვი შეადგენს 316 ადამიანს.[1]

კუნძული ნავასა არის სადავო ტერიტორია ჰაიტსა და აშშ-ს შორის, ხოლო ატოლი უეიკი მარშალის კუნძულებსა და აშშ-ს შორის.

ამ ტერიტორიას ადრე მინიჭებული ჰქონდა ზედა დონის ინტერნეტ დომენი .Um. 2007 წელს, მისი გამოუყენლობის მიზეზით, იგი გაუქმდა.[2]

კუნძულთა ჩამონათვალი[რედაქტირება]

წყნარ ოკეანეში არსებული აშშ-ის მცირე მიმდებარე კუნძულების რუკა

აშშ-ის მცირე მიმდებარე კუნძულებში შედიან:

ატოლი/კუნძული კუნძულის ფართობი
კმ²
ლაგუნა
კმ²
კოორდინატები

წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი, გაფანტული იზოლირებული კუნძულები

უეიკი 7,4 6 19°17′ ჩ. გ. 166°36′ ა. გ. / 19.283° ჩ. გ. 166.600° ა. გ. / 19.283; 166.600
ჯონსტონი 2,52 130 16°45′ ჩ. გ. 169°31′ დ. გ. / 16.750° ჩ. გ. 169.517° დ. გ. / 16.750; -169.517

წყნარი ოკეანის ჩრდილოეთი, ჩრდილო-დასავლეთი ჰავაის კუნძულები

მიდუეი 6,23 40 28°13′ ჩ. გ. 177°22′ დ. გ. / 28.217° ჩ. გ. 177.367° დ. გ. / 28.217; -177.367

წყნარი ოკეანის ცენტრი, ჩრდილოეთ ლაინის კუნძულები

რიფი კინგმენი 0,01 100 6°24′ ჩ. გ. 162°24′ დ. გ. / 6.400° ჩ. გ. 162.400° დ. გ. / 6.400; -162.400
პალმირა 6,56 15 5°52′ ჩ. გ. 162°06′ დ. გ. / 5.867° ჩ. გ. 162.100° დ. გ. / 5.867; -162.100

წყნარი ოკეანის ცენტრი, ცენტრალური ლაინის კუნძულები

ჯერვისი 4,45  — 0°22′ ს. გ. 160°03′ დ. გ. / 0.367° ს. გ. 160.050° დ. გ. / -0.367; -160.050

წყნარი ოკეანის ცენტრი, ჩრდილოეთ ფენიქსის კუნძულები

ბეიკერი 1,24  — 0°13′ ჩ. გ. 176°28′ დ. გ. / 0.217° ჩ. გ. 176.467° დ. გ. / 0.217; -176.467
ჰოულენდი 1,62  — 0°48′ ჩ. გ. 176°38′ დ. გ. / 0.800° ჩ. გ. 176.633° დ. გ. / 0.800; -176.633

კარიბის ზღვა

ნავასა 5,2  — 18°24′ ჩ. გ. 75°01′ დ. გ. / 18.400° ჩ. გ. 75.017° დ. გ. / 18.400; -75.017
სულ 35,23 291

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]