ტაჯიკეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტაჯიკეთის რესპუბლიკა
Ҷумҳурии Тоҷикистон
ტაჯიკეთი
ტაჯიკეთის
ჰიმნი: სურუდი მილი
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დუშანბე
38°33′ ჩ. გ. 68°48′ ა. გ. / 38.550° ჩ. გ. 68.800° ა. გ. / 38.550; 68.800
ოფიციალური ენა ტაჯიკური
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ემომალი რახმონი
 -  პრ.-მინისტრი აკილ აკილოვი
ფართობი
 -  სულ 143,100 კმ2 (95-ე)
 -  წყალი (%) 0.3
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 7,320,000 (მე-100)
 -  2000 აღწერა 6,127,000 
 -  სიმჭიდროვე 45 ად კაცი/კმ2 (151-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $8.802 მილიარდი (139-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,388 (159-ე)
აგი (2007) 0.673 (საშუალო) (122-ე)
ვალუტა სომონი (TJS)
დროის სარტყელი (UTC +5სთ.)
ქვეყნის კოდი TJK
Internet TLD .tj
სატელეფონო კოდი 992

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ტაჯიკეთის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: Тоҷикистон / تاجکستان; Jumhurii Tojikiston.
  • ეტიმოლოგია: სახელწოდება სავარაუდოდ თურქული tasi-საგან უნდა მომდინარეობდეს, რაც ”მუსლიმს” ნიშნავს.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ტაჯიკეთის რესპუბლიკა

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ აზიაში. იგი ესაზღვრება ჩინეთს, ავღანეთს, უზბეკეთს და ყირგიზეთს. ფართობი 143.100 კვ.კმ-ს შეადგენს, რომლის დიდი ნაწილი მთებს უკავია, მათ შორის ტიან-შანს. ტერიტორიის ნახევარი 3 ათას მეტრზე მაღლა მდებარეობს. ტაჯიკეთის საზღვარი ავღანეთთან გადის ამუ-დარიასა და ფიანჯზე.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა - რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი ე. რახმონი (1994 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (63+33 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

ტაჯიკეთის ადმინისტრაციული ერთეულებია - 3 ოლქი (viloyat - ხატლონის, სოგდის, კაროტეგინის) და 1 ავტონომიური ოლქი (viloyati mukhtor – მთიანი ბადახშანი). გარდა ამისა, დედაქალაქ დუშანბეს დაქვემდებარებაშია საკმაოდ ვრცელი ტერიტორია ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში.

დემოგრაფია[რედაქტირება]

  • მოსახლეობა - 6.863 ათასი (2003), მათ შორის 65% ტაჯიკი, 25% უზბეკი, 3,5% რუსი.
  • სახელმწიფო ენა - ტაჯიკური. სხვა ენები - რუსული.
  • რელიგია - ისლამი.
  • დედაქალაქი - დუშანბე (590 ათასი), დიდი ქალაქები - ხუჯანდი (ყოფ. ლენინაბადი, 156), კულობი (ყოფ. კულიაბი, 82), კურგონტეპა (ყოფ. კურგან-ტიუბე, 63), უროტეპა (ყოფ. ურა-ტიუბე, 54).

ეკონომიკა[რედაქტირება]

ტაჯიკეთი ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანაა არა მარტო დსთ-ს სივრცეში, არამედ მსოფლიოში. მისი მთავარი რესურსებია: ჰიდროენერგია, ნავთობის მცირე მარაგი, ურანი, ვერცხლისწყალი, მურა ქვანახშირი, ტყვია, თუთია, ვოლფრამი, ვერცხლი, ოქრო. შემოსავლების წყაროა საექსპორტო პროდუქტები - ბამბა, კვების პროდუქტები, ხილ-ბოსტნეული, ლითონები. ეროვნული ვალუტა - სომონი;

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1991-1993 წლებში რეგიონულ კლანურ დაჯგუფებებს შორის გაჩაღდა მძაფრი პოლიტიკური დაპირისპირება, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა. 1997 წელს ცეცხლი შეწყვეტილ იქნა, რამაც 1999 წელს არჩევნების ჩატარება გახადა შესაძლებელი. ქვეყნის სამხრეთ საზღვრებს რუსეთის ჯარი იცავს, რომელიც ამგვარად ანეიტრალებს ავღანეთიდან შუა აზიის რეგიონში ისლამური ფუნდამენტალიზმის გავრცელების საფრთხეს. 2001 წლის 11 სექტემბრის მოვლენების შემდეგ ტაჯიკეთის ტერიტორიაზე აშშ-ს ბაზა განლაგდა.

კულტურა[რედაქტირება]

ტაჯიკეთი კულტურის თვალსაზრისით მჭიდროდაა დაკავშირებული უზბეკეთთან, ირანთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან. ცნობილია შუა საუკუნეების ბევრი ტაჯიკი მოღვაწე, მწერალი თუ მეცნიერი, რომლებიც ირანულ კულტურულ სამყაროსთან ასოცირდება (ომარ ხაიამი, იბნ-სინა და სხვა). საბჭოთა ეპოქაში რეგიონის ეთნოკულტურული თავისებურებების გაუთვალისწინებლად ეროვნულ რესპუბლიკებს შორის საზღვრების ხელოვნურმა დაწესებამ ეს ერთიანობა დაარღვია. ამ ეპოქიდან ცნობილია ტაჯიკური თეატრი და რამდენიმე ნოველისტი.

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: