ეგვიპტე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა
جمهوريّة مصرالعربيّة
ეგვიპტე
ეგვიპტის
დროშა გერბი
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
კაირო
30°02′ ჩ. გ. 31°13′ ა. გ. / 30.033° ჩ. გ. 31.217° ა. გ. / 30.033; 31.217
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა სამხედრო ხუნტა, საგანგებო მდგომარეობა (კანონი ნომ. 162 1958-დან)[1] 1967 წლიდან, 1980 წელს 18 თვიანი პერიოდის გამოკლებით.
 -  შეიარაღებული ძალების უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე მოჰამედ ჰუსეინ ტანტავი[2]
 -  პრ.-მინისტრი აჰმედ შაფიკი
ფართობი
 -  სულ 1 001 450 კმ2 (30-ე)
 -  წყალი (%) 0.632
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 77,420,000 
 -  1996 აღწერა 59,312,914 
 -  სიმჭიდროვე 82.3 ად კაცი/კმ2 (120-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $443.430 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $5,896 
აგი (2007) 0.708 (საშუალო) (112-ე)
ვალუტა ეგვიპტური ფუნტი (EGP)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) EET (UTC +3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი EGY
Internet TLD .eg
სატელეფონო კოდი 20

ეგვიპტე (არაბ. مصر‎‎ მისრ, misˤɾ ), ოფიციალურად ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა - ქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკასა და დასავლეთ აზიაში(სინაის ნახევარკუნძული). ჩრდილოეთით ეგვიპტე ესაზღვრება ხმელთაშუა ზღვას, წითელ ზღვას აღმოსავლეთით, ისრაელს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით სუდანს სამხრეთით და ლიბიას დასავლეთით.

ეგვიპტე არის ერთ-ერთი ყველაზე დასახლებული ქვეყანა აფრიკასა და დასავლეთ აზიაში. მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ცხოვრობს მდინარე ნილოსის მახლობლად, საჰარას უდაბნოს ტერიტორია ფაქტობრივად დაუსახლებელია. ეგვიპტის მოქალაქეთა ნახევარზე მეტი ცხოვრობს დიდ ქალაქებში ნილოსის დელტაში.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ეგვიპტის არაბული რესპუბლიკა.
  • არაბული: Al-Jumhuriyat Misr al-Arabiyah.
  • ეტიმოლოგია: ფარაონების ეპოქის მოსახლეობა თავის ქვეყანას “კემეს” უწოდებდა, რაც “შავმიწას” ნიშნავდა. Aigyptos ანუ “ეგვიპტე” ძველმა ბერძნებმა შეარქვეს. სავარაუდოდ იგი მიღებულია Hikuptah-ს დამახინჯებით, რაც ნიშნავს „უზენაესი ღვთაების პტას სულის ტაძარს“. დღევანდელი არაბულენოვანი მოსახლეობა თავის ქვეყანას უწოდებს “მისრ”-ს. აქედანაა ძველქართული “მისრეთი”.
  • ქვეყნის კოდი: EG.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეგვიპტის გეოგრაფია.
ეგვიპტის გეოგრაფიული რუკა

ქვეყანა მდებარეობს ორ კონტინენტზე-აფრიკის (ჩრდილო-აღმოსავლური რეგიონი) და აზიის (სამხრეთ-დასავლეთი რეგიონი). სამხრეთით ესაზღვრება სუდანი (საზღვრის სიგრძეა 1273 კმ), დასავლეთით -ლიბია (1150კმ), აღმოსავლეთით-ისრაელი (255კმ) და პალესტინა (11კმ). აღმოსავლეთით აკრავს მეწამული ზღვა, ჩრდილოეთით-ხმელთაშუა ზღვა. ქვეყნის ტერიტორიის დააახლოებით 96 პროცენტი უდაბნოა.

ყველაზე გრძელი საზღვარი ეგვიპტეს აქვს სუდანთან 1273 კილომეტრი, ყველაზე მოკლე კი ისრაელთან 266 კმ. ეგვიპტეს ფართო გასასვლელი აქვს როგორც ხმელთაშუა ზღვაზე, ასევე წითელ ზღვაზე. ქვეყნის აფრიკულ და აზიურ რეგიონებს ერთმანეთისგან გამოყოფს სუეცის არხი , არხის სიგრძე 160 კილომეტრია (პორტ საიდიდან სუეცამდე). იგი აკავშირებს ხმელთაშუა და წითელ ზღვებს. არხი მწყობრში ჩადგა 1869 წელს. 1956 წელს მოხდა მისი ნაციონალიზაცია.

  • ფართობი: 1.001 ათასი კვ.კმ.
  • ბუნება: გეოგრაფიული რაიონები - ნილოსის ხეობა, კატარას ქვაბული, დასავლეთი უდაბნო, აღმოსავლეთი უდაბნო. უმაღლესი მწვერვალი - ჯებელ კატერინა 2.638 მ.; უდიდესი მდინარე (კმ)ნილოსი 1.550 (სულ 6.671); უდიდესი ტბა (კვ.კმ) - ნასერი 5.500 (ხელოვნური); უდიდესი კუნძული - ჯაზირათ შადვანი; კლიმატი - ხმელთაშუაზღვის, მშრალი.
  • ბუნებრივი რესურსები: ნავთობი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, მანგანუმი, კირქვა, თაბაშირი, ტალკი, აზბესტი, ტყვია, თუთია.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი ჰოსნი მუბარაქი (Mohammed Hosni MUBARAK, 1981).
  • საკანონმდებლო ორგანო: ორპალატიანი პარლამენტი (454+264 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა: ქვეყნის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულებია 28 პროვინცია (Muhafazah).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეგვიპტე არის ყველაზე დასახლებული ქვეყანა შუაგულ აღმოსავლეთში და მესამე ყველაზე დასახლებული აფრიკის კონტინენტზე, 77 მილიონი მოსახლით (2009 წლის აპრილის მონაცემებით). ბოლო 40 წლის განმავლობაში იგრძნობა მოსახლეობის სწრაფი ზრდა მედიცინის წინ წაწევისა და სასოფლო-სამეურნეო მწარმოებლურობის განვითარების გამო. როდესაც ნაპოლოენმა დაიპყრო ქვეყანა, მისი მოსახლეობა შეადგენდა მხოლოდ 3 მილიონს. დაახლ. მოსახლეობის 90% ისლამის მიმდევარია, ხოლო დანარჩენი ნაწილის უმეტესობა ქრისტიანია.

  • მოსახლეობა: 77,4 მლნ (2003), მათ შორის ეგვიპტელი არაბები 99,1%, ნუბიელები 0,9%. ქვეყნის მოსახლეობის ზრდის ტემპები საკმაოდ მაღალია (ყოველ 7 თვეში 1 მლნ). მოსახლეობის სიმჭიდროვე 1 კვ.კმ-ზე 74 კაცს შეადგენს. ნილოსის დაბლობზე სადაც ცხოვრობს ქვეყნის მოსახლეობის დაახლოებით 98% , მოსახლეობის სიმჭიდროვე შეადგენს 1 კვ. კმ-ზე 1500 კაცს.
  • ენები: არაბული. ინგლისური და ფრანგული ფართოდ ისწავლება.
  • რელიგია: მუსლიმები 90%, ქრისტიანები დაახლ. 10%.
  • ქალაქები (ათ.) : კაირო (7.938; აგლომ. 15.892), ალექსანდრია (3.891; აგლომ. 4.443), ალ-ჯიზა (გიზა, 2.598), შუბრა ალ-ჰაიმა (870; აგლომ. 1.070), პორტ საიდი (549), ას-სუვეისი (სუეცი, 4.880).

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ეგვიპტის ეკონომიკა.
  • ეროვნული პროდუქტი: მოცულობა - 72 მლრდ $ (42-ე ადგილი); 1 სულ მოსახლეზე - 1.200 $; სტრუქტურა (%) - სოფლის მეურნეობა 16, მრეწველობა 34, მომსახურება 50.
  • ექსპორტი: ნავთობი, ბამბა, საფეიქრო ნაწარმი, ხილი.
  • ბიუჯეტი: 21,500 მლნ $.
  • ვალუტა: ეგვიპტური ფუნტი (EGP).

ტურიზმი[რედაქტირება]

დიდი სფინქსი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტურიზმი ეგვიპტეში.

აღასანიშნია რომ ეგვიპტე ერთადერთი მუსლიმური ქვეყანაა, რომელიც აქტიურადაა ჩართული ტურისტულ სფეროში. ეს დიდ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, შემოსავლების მეტი წილი სწორედ ამ სფეროზე მოდის.

კაირო ეგვიპტის დადაქალაქი ერთ–ერთი ულამაზესი ქალაქია მსოფლიოში. წარმოადგენს არაბული სამყაროს კულტურულ და კომერციულ ცენტრს. ერთ–ერთი უმსხვილესი ქალაქია აფრიკასა და ახლო აღმოსავლეთში. იგი გაშენებულია ნილოსის ნაპირზე, წარმოდგენილია მაღალი შენობებით, აქ არის საუკეთესო სასტუმროები, მაღაზიები, რესტორნები.

კაიროს თანამედროვე ცენტრად ითვლება ალ-ტაჰრირის მოედანი, აქ არის ყველა ძირითადი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციის შტაბბინა. აღსანიშნავია არაბულ სახელმწიფოთა ლიგა.

ტურისტების ყურადღებას იქცევს კაიროს ეროვნული მუზეუმი. სადაც ძველი ევიპტის ფარაონების, ბერძნულ-რომაული პერიოდის საგანძურია დაცული. 155 ათასი ექსპონატს შორის არის ფარაონ ტუტანხამონის აკლდამის საგანძური.

ისტორია[რედაქტირება]

ეგვიპტის ცივილიზაცია დაიწყო ძველი წელთ აღრიცხვით V ათასწლეულში და დაასრულა ახალი წელთ აღრიცხვით 332 წელს. იგი ალექსანდრე დიდმა მაკედონელმა დაიპყრო (ამაზე უფრო ვრცლად ქვემოთ ). ძვ. წ. III ათასწლეულში ფარაონმა ნარმენმა გააერთიანა ზედა და ქვედა სამეფოები. ეგვიპტე იყოფა 3 პერიოდად:

1. ძველი სამეფო - ძვ. წ. 3 000 წ. - დედაქალაქი მემფისი.

2. შუა სამეფო - ძვ. წ. 2 000 წ. - დედაქალაქი თებე.

3. ახალი სამეფო - ძვ. წ. XVII-XIV სს. - დედაქალაქი თებე.

აღსანიშნავია ეგვიპტური პირამიდები, რომლევიც ძველ სამეფოში იგებოდა და ისინი დღესაც არის შემორჩენილი. პირ-ველი პირამიდა იყო ჯოსერი, რომელიც ფარაონ ჯოსერის პატივსაცემად, გადმოცემის თანახმად, ქურუმმა იმჰოტეპმა ააგო. მისი სიმაღლე 60 მ.

ქრისტეს შობამდე 5 000 წელს ხმელთაშუა ხღვიდან, პალესტინიდან და ნუბიიდან გადმოსახლდნენ უცხო ტომები და დასახლდნენ ნილოსის ნაპირებზე, ამაღლებულ ადგილას. მათ ააშენეს დაწნული ქოხები და ისინი გახდნენ პირველი ეგვიპტელები. მოიშინაურეს ცხოველები, მოჰყავდათ მშვენიერი მოსავალი და მისდევდნენ მესაქონლეობას და სოფლის მეურნეობას. წარმოიშვა ორი სამეფო - ზედა და ქვედა.

ძველი ეგვიპტე[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ძველი ეგვიპტე.

ძველი ეგვიპტე იყო ქვეყანა აფრიკის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, რომელმაც ძვ. წ. 525 წელს არსებობა შეწყვიტა.

ძველი ეგვიპტის ისტორია იყოფა დინასტიამდელ (დაახლოებით ძვ. წ. 3000 წელი) და მომდევნო პერიოდებად (სულ იყო 30 დინასტია[3] ). ეს პერიოდები გრძელდება ძვ. წ. III - ძვ. წ. I ათასწლეულებში.

პერიოდები თავისთავად ამგვარად იყოფა: ადრეული სამეფო (I-II დინასტია); ძველი სამეფო (III - VI დინასტია); პირველი გარდამავალი პერიოდი (VII-X დინასტია); შუა სამეფო (XI-XII დინასტია); მეორე გარდამავალი პერიოდი (XIII-XVII დინასტია); ახალი სამეფო (XVIII-XX დინასტია); გვიანი პერიოდი (XXI-XXVI დინასტია); ასურელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 664-656); სპარსელთა მმართველობა (XXVII დინასტია], ჩვ. წ.-მდე 525-ჩვ. წ.-მდე 404); სპარსელთა მეორე მმართველობა (XXVIII-XXX დინასტია, ჩვ. წ.-მდე 343-ჩვ. წ.-მდე 332); მაკედონელთა მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 332-ჩვ. წ.-მდე 305); პტოლემეების მმართველობა (ჩვ. წ.-მდე 305-ჩვ. წ.-მდე 30).

თანამედროვე ეგვიპტე[რედაქტირება]

1922 წლიდან ეგვიპტე დამოუკიდებელი სახელმწიფოა, 50-იან წლებში გახდა რესპუბლიკა გამალ აბდელ ნასერის ხელმძღვანელობით. ახლო წარსულში იგი აწარმოებდა ომს ისრაელთან, მაგრამ 1977 წელს ანვარ სადათის პრეზიდენტობის დროს გააფორმა მასთან სამშვიდობო ხელშეკრულება. ამან გამოიწვია ეგვიპტის გარიცხვა არაბულ სახელმწიფოთა ლიგიდან. 1981 წელს ექსტრემისტმა-ისლამისტებმა მოკლეს სადათი, მისი ადგილი დაიკავა ჰოსნი მუბარაქმა, რომელიც უფრო ზომიერ ხაზს ატარებს. 1987 წელს აღადგინა ურთიერთობები არაბულ ქვეყნებთან. 1991 წელს მონაწილეობდა სპარსეთის ყურის ომში აშშ-ს მხარეზე. ეგვიპტე ასრულებს მთავარ როლს ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო მოწესრიგების პროცესში.

ეგვიპტის ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

Egypt location map.svg


ეგვიპტე ტერიტორიულად იყოფა 29 საგუბერნატოროდ. საგუბერნატორო ასევე იყოფა მარკაზებად (რაიონებად). რაიონების შემადგენლობაში შედის სოფლების სუბექტები.

ყველა საგუბერნატოროს გააჩინია საკუთარი ადმინისტრაციული ცენტრი, ხშირად ამ ცენტრების სახელები თავად საგუბერნატოროებსაც ჰქვიათ.

2008 წლის აპრილში, კაიროს და გიზას გამოეყო 4 ტერიტორია, და შეიქმნა ახალი საგუბერნატოროები: 6 ოქტომბერი, ჰელუანი, კაირო და გიზა.

საგუბერნატოროები დედაქალაქი მხარე
ალექსანდრია ალექსანდრია ჩრდილოეთი
ასუანი ასუანი სამხრეთი
ასიუტი ასიუტი ცენტრალური
ბეჰეირა დამანჰური დასავლეთი
ბანი-სუაფი ბანი-სუაფი ცენტრალური
კაირო კაირო ჩრდილოეთი
დაკაჰლია ელ-მანსურა ჩრდილოეთი
დუმიატი დუმიატი ჩრდილოეთი
ელ-ფაიუმი ფაიუმი ჩრდილოეთი
გარბია ტანტა ჩრდილოეთი
გიზა გიზა ჩრდილოეთი
ჰელუანი ჰელუანი ჩრდილოეთი
ისმაილია ისმაილია აღმოსავლეთი
ქაფრ-ლ-შაიხი ქაფრ-ელ-შაიხი ჩრდილოეთი
საგუბერნატორო დედაქალაქი მხარე
მატრუჰი მარსა-მატრუჰი დასავლეთი
ელ-მინია ელ-მინია ცენტრალური
მონუფია შიბინ-ელ-ქუმი ჩრდილოეთი
ახალი ველი ელ-ხარგა სამხრეთი
ჩრდილოეთ სინაი ელ-არიში აღმოსავლეთი
პორტ-საიდი პორტ-საიდი ჩრდილოეთი
კალიუბია ბანჰა ჩრდილოეთი
კენა კენა ცენტრალური
წითელი ზღვა ჰურგადა სამხრეთ-აღმოსავლეთი
შარკია ელ-ზაკაზიკი ჩრდილოეთი
სუჰაგი სუჰაგი ცენტრალური
სამხრეთ სინაი ელ-ტური აღმოსავლეთი
სუეცი სუეცი აღმოსავლეთი
6 ოქტომბერი 6 ოქტომბერი ჩრდილოეთი

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • კაირო - ეროვნული მუზეუმი ტუტანხამონის აკლდამის ძვირფასეულობით, ეგვიპტური მუზეუმი, ისლამური კაირო;
  • ლუქსორი - ლუქსორის და კარნაკის ტაძრები, მეფეთა ველი;
  • ელ-გიზა - პირამიდები და დიდი სფინქსი;
  • ასუანი - აბუ-სიმბელის ტაძარი;
  • სინაი - წითელი ზღვის ქორალური ბაღები.

ცნობილი ეგვიპტელები[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Law 1958/162 (Emergency Law) (არაბული) at EMERglobal Lex, part of the Edinburgh Middle East Report. Retrieved 2010-04-02.
  2. Egypt's Mubarak resigns as leader (11 February 2011). წაკითხვის თარიღი: 11 February 2011.
  3. ერთი და იმავე საგვარეულოს მეფეები, რომლებიც თანამიმდევრობით ცვლიან ერთმანეთს ტახტზე ნათესაობისა და მემკვიდრეობის უფლების საფუძველზე
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: