კახაბერ შარტავა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კახაბერ შარტავა
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1969
დაბ. ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია ეროვნულ-დემოკრატიული პარტია
საქმიანობა პარტიის თავმჯდომარე
შვილები 5

კახაბერ შარტავა (დ. 2 ნოემბერი, 1967, თბილისი) — ქართველი პოლიტიკოსი, ეროვნული ფორუმის თავმჯდომარე.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი.

1993-94 წლებში მუშაობდა საგარეო ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო კომიტეტში მთავარ სპეციალისტად. 1994-1996 წლებში იყო რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური აკადემიის ფილოსოფიისა და პოლიტოლოგიის კათედრის მსმენელი (საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობა). 1996-2000 წლებში იყო რუსეთის ფედერაციაში საქართველოს საელჩოს კონფლიქტურ სიტუაციათა განყოფილების თანამშრომელი. არის მეორე რანგის დიპლომატი. 2002 წელს გახდა საზოგადოებრივი მოძრაობა „ფესვების“ თანათავმჯდომარე. 2006 წლიდან არის პოლიტიკური გააერთიანება „ეროვნული ფორუმის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე; პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი.

პირადი და ოჯახური ცხოვრება[რედაქტირება]

ფლობს ინგლისურ, რუსულ, ესპანურ, იტალიურ, ფრანგულ, გერმანულ, ჩინურ, კორეულ და იაპონურ ენებს. ჰყავს მეუღლე და 5 შვილი. იყო საბრძოლო ხელოვნებათა კლუბ „ჯიქის“ მთავარი ინსტრუქტორი და ვიცე-პრეზიდენტი.