YouTube

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
YouTube
იუთუბი
YouTube Logo.svg
ტიპი: შვილობილი კომპანია, შპს
დევიზი: ინგ. Broadcast Youself
ქართ. იმაუწყებლე შენით
დაფუძნდა: 14 თებერვალი, 2005
დამაარსებელი: ჩად ჰარლი, სტივ ჩენი, ჯოუდ კარიმი
მდებარეობა: სან ბრუნო, კალიფორნია
მფლობელი: Google
ვებგვერდი: YouTube.com

YouTube (წარმოითქმის იუთუბი) — ვიდეო საიტი, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ და გაუზიარონ ერთმანეთს მუსიკალური ვიდეოები. 2005 წლის თებერვალში[1], PayPal-ის სამმა ყოფილმა თანამშრომელმა შექმნა იუთუბი, ხოლო 2006 წლის ნოემბერში გუგლმა შეიძინა იგი $1.65 მილიარდად და დღესდღეობით მუშაობს როგორც გუგლზე დაქვემდებარებული კომპანია. კომპანია დაფუძნდა სან ბრუნოში, კალიფორნიაში და იყენებს Adobe Flash Player და HTML5 ტექნოლოგიას მომხმარებლების მიერ გამოქვეყნებული მრავალფეროვანი ვიდეომასალის გადმოსაცემად, მათ შორის: კინო და სატელევიზიო კლიპები, მუსიკალური კლიპები, ასევე სამოყვარულო მასალები, როგორებიცაა ვიდეო ბლოგირება და მოკლე ორიგინალური ვიდეოები. იუთუბზე ყველაზე მეტ მასალას ტვირთავენ ცალკე პიროვნებები, თუმცა მედია კორპორაციები, მათ შორის CBS, BBC, UMG და სხვა ორგანიზაციები თავაზობენ მომხმარებლებს თავიანთ ნაწარმს საიტის მეშვეობით, იუთუბთან თანამშრომლობის პროგრამის ფარგლებში[2].

დაურეგისტრირებელ მომხმარებელს შეუძლია მხოლოდ ვიდეოების ყურება, მაშინ როდესაც დარეგისტრირებულს შეუძლია ვიდეოების ატვირთვა განუსაზღვრელი რაოდენობით და მათზე კომენტარების დაწერა. ვიდეოებს, რომლებიც შესაძლოა შეიცავდნენ არასასიამოვნო ან შეურაცხმყოფელ შინაარსს, აქვს ნახვის შეზღუდვა 18 წლამდე. იმ ვიდეოების ატვირთვა, რომლებიც შეიცავენ ცილისწამებას, პორნოგრაფიას, საავტორო უფლების დარღვევასა და დანაშაულისკენ მოწოდებას, აკრძალულია იუთუბის სერვისის წესდებით. დარეგისტრირებული მომხმარებლების ანგარიშებს შეგვიძლია ვუწოდოთ „არხები“[3].

იუთუბის დევიზია: Broadcast Yourself (ქართ. იმაუწყებლე შენით).

კომპანიის ისტორია[რედაქტირება]

იუთუბის ახლანდელი სათავო ოფისი სან ბრუნოში, კალიფორნია
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იუთუბის ისტორია.

იუთუბი დააარსა PayPal-ის ყოფილმა სამმა თანამშრომელმა: ჩად ჰარლიმ, სტივ ჩენიმ და ჯოუდ კარიმიმ. ჰარლი სწავლობდა დიზაინს პენსილვანიის ინდიანას უნივერსიტეტში, ხოლო ჩენი და კარიმი ერთად - საინფორმაციო მეცნიერებას ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში[4].

მედიაში გავრცელებული ცნობით, ჩად ჰარლიმ და სტივ ჩენმა იუთუბის შექმნის იდეა 2005 წლის დასაწყისში დაამუშავეს, შთამაგონებელი აღმოჩნდა სან ფრანცისკოში ჩენის დაბადების დღის წვეულების სადილზე გადაღებული ვიდეოს გავრცელების პრობლემა. ჯოუდ კარიმი არ ესწრებოდა წვეულებას და უარჰყოფს ყოველივეს. ჩად ჰარლის კომენტარით: იუთუბის შექმნის იდეა სადილის შემდეგ, „შეიძლება იყოს ძალიან გაზვიადებული მარკეტინგული თვალსაზრისით, ადვილად გადასაყლაპი ისტორიის შექმნისას“[5].

იუთუბმა მოღვაწეობა თავდაპირველად $11.5 მილიონიანი კაპიტალდაბანდებით დაიწყო, რომელიც გამოყო სექვოია კაპიტალმა 2005 წლის ნოემბრიდან 2006 წლის აპრილამდე პერიოდში[6]. იუთუბის ადრინდელი სათავო ოფისი განთავსებული იყო პიცერიისა და იაპონური რესტორნის თავზე სან მატეოში, კალიფორნია[7]. დომენური სახელიwww.youtube.com“ 2005 წლის 15 თებერვალს გააქტიურდა და მომდევნო რამდენიმე თვეში ჩამოყალიბდა საიტიც[8]. პირველი ვიდეო იუთუბზე იყო სახელად „Me at the zoo“ („მე ზოოპარკში“), რომელიც გვიჩვენებს თანადამაარსებელს ჯიუდ კარიმს სან დიეგოს ზოოპარკში[9]. ვიდეო აიტვირთა 2005 წლის 23 აპრილს და დღესაც შესაძლებელია მისი ნახვა საიტზე[10].

იუთუბმა საზოგადოებას საიტის საცდელი ვერსია 2005 წლის მაისში შესთავაზა, ექვსი თვით ადრე, სანამ ოფიციალურად ამუშავდებოდა ამავე წლის ნოემბერში. საიტი სწრაფად განვითარდა და 2006 წლის ივლისში კომპანიამ გამოაცხადა, რომ ყოველდღიურად საიტზე 65,000-ზე მეტი ვიდეო იტვირთებოდა და 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას ფიქსირდებოდა[11]. საბაზრო კვლევის კომპანიის, „comScore“-ის გამოქვეყნებულ მონაცემებზე დაყრდნობით, იუთუბი არის ონლაინ ვიდეოების გაბატონებული მომწოდებელი აშშ-ში, საბაზრო წილის 43 პროცენტით და 6 მილიარდზე მეტი ვიდეოების ყურებით, რაც დაფიქსირდა 2009 წლის იანვარში[12]. დათვლილია, რომ ყოველ წუთში საიტზე იტვირთება 20 საათის ხანგრძლივობის ვიდეოები, რომლის დაახლოებით სამი მეოთხედი მოდის აშშ-ის გარედან[13][14]. „Alexa“-მ შეაფასა იუთუბი რიგით მესემე ყველაზე ნახვად საიტად ინტერნეტში, გუგლისა და Facebook-ის შემდეგ[15][16].

სახელის „www.youtube.com“-ის შერჩევამ პროექტს პრობლემები შეუქმნა მსგავსი სახელწოდების საიტთან „www.utube.com“-თან. საიტის მფლობელმა „Universal Tube & Rollform Equipment“-მა უჩივლა იუთუბს სასამართლოში, მას შემდეგ რაც მისი საიტი იუთუბზე შემსვლელთა მსურველებით გადაიტვირთა. „Universal Tube“-მა შემდგომ შეიცვალა სახელი და დაირქვა „www.utubeonline.com[17][18].

2006 წლის ოქტომბერში, „Google Inc.“-მა გამოაქვეყნა ინფორმაცია იუთუბის შესყიდვის შესახებ $1.65 მილიარდად. შეთანხმება საბოლოოდ შედგა 13 ნოემბერს[19]. გუგლს არ მოუწოდებია დეტალური ციფრები იუთუბის მიმდინარე ღირებულებაზე და იუთუბის წლიური შემოსავალი 2007 წელს იყო აღნიშნული, როგორც „არა მატერიალური“ მარეგულირებელ დოკუმენტებში[20]. 2008 წლის ივნისში, გაზეთ Forbes-მა იუთუბის 2008 წლის ბრუნვა შეაფასა $200 მილიონად.[21].

2008 წლის ნოემბერში, იუთუბმა ხელშეკრულება გააფორმა შემდეგ კომპანიებთან: „MGM“, „Lions Gate Entertainment“ და „CBS“, რის შემდეგაც მათ ეძლეოდად უფლება აეტვირთათ საიტზე სრულმეტრაჟიანი ფილმები და სატელევიზიო შოუები რეკლამებთან ერთად. ეს ნაბიჯი განზრახული იყო იმისთვის, რომ შეექმნათ „Hulu“-ს მაგვარი საიტი, რომელიც წარმოადგენს მასალებს ცნობილი კომპანიებიდან: „NBC“, „Fox“ და „Disney“[22][23].

2009 წლის 9 ოქტომბერს, იუთუბის შეძენის მესამე წლისთავზე, ჩად ჰარლიმ გამოაქვეყნა ინფორმაცია თავის ბლოგზე, რომ იუთუბზე კვლავ ფიქსირდება დღეში მილიარდზე მეტი ვიდეოების ნახვა მსოფლიოს მასშტაბით[24].

In March 2010, YouTube began free streaming of certain content, including 60 cricket matches of the Indian Premier League. According to YouTube, this was the first worldwide free online broadcast of a major sporting event.[25]

On March 31, 2010, the YouTube website launched a new design, with the aim of simplifying the interface and increasing the time users spend on the site. Google product manager Shiva Rajaraman commented: "We really felt like we needed to step back and remove the clutter."[26] In May 2010, it was reported that YouTube was serving more than two billion videos a day, which it described as "nearly double the prime-time audience of all three major US television networks combined."[27] In October 2010, Google published its third quarter financial results for the year, which stated that YouTube was serving two billion videos a week accompanied by advertising.[28]

In October 2010, Hurley announced that he would be stepping down as chief executive officer of YouTube to take an advisory role, and that Salar Kamangar would take over as head of the company.[29]

საზოგადოებრივი გავლენა[რედაქტირება]

ლიმ ჯიონგ-ჰიუნი ასრულებს Pachelbel's Canon-ს იუთუბის ერთ-ერთ ყველაზე ნახვად ვიდეოში

2005 წლამდე, სანამ იუთუბი დაიწყებდა მუშაობას, მხოლოდ რამდენიმე მეთოდი არსებობდა ჩვეულებრივი კომპიუტერის მომხმარებლისთვის, რომ განეთავსებინა საკუთარი ვიდეო ინტერნეტ სივრცეში. ადვილი და უბრალო ინტერფეისით, იუთუბმა ყველას, ვისაც აქვს ინტერნეტთან კავშირი, მისცა საშუალება წარედგინათ თავიანთი ვიდეო უდიდესი აუდიტორიისათვის, რომლებსაც ვიდეოს ნახვა შეეძლოთ რამდენიმე წუთში. იუთუბის მრავალფეროვანმა თემატიკამ ვიდეო გაზიარება ინტერნეტის კულტურის ყველაზე მნიშნელოვან ნაწილად გადააქცია.

საზოგადოებრივი გავლენის თავდაპირველი მაგალითი იყო „Bus Uncle“-ის (ავტობუსის ბიძა) წარმატება 2006 წელს. ის გვიჩვენებს ახალგაზრდა და უფროს მამაკაცს შორის გაცხარებულ დებატებს ჰონგ კონგის ავტობუსში. შემდგომ ვიდეო ფართოდ იქნა განხილული მედიაში[30]. სხვა იუთუბის ვიდეო, რომელიც ფართო განხილვის საგანი გახდა, იყო guitar (გიტარა)[31], რომელშიც ნაჩვენებია Pachelbel's Canon-ს შესრულება ელექტრონულ გიტარაზე. შემსრულებლის სახელი არ არის მოცემული ვიდეოში, მაგრამ შემგომში, როდესაც მილიონობით ნახვა დააგროვა, The New York Times-მა გამოაშკარავა გიტარისტის პიროვნება. იგი იყო 23 წლის სამხრეთ კორეელი ლიმ ჯიონგ-ჰიუნი, რომელმაც ვიდეო საკუთარ საძინებელ ოთახში ჩაწერა[32].

2008 წელს იუთუბი Peabody-ის ჯილდოთი დაჯილდოვდა და მოხსენიებულია როგორც „Speakers' Corner-ი რომელიც ხელს უწყობს დემოკრატიის განვითარებას.“[33][34].

კრიტიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : იუთუბის კრიტიკა.

საავტორო უფლებებით დაცული მასალა[რედაქტირება]

იუთუბს ხშირად აკრიტიკებენ საავტორო უფლების დამრღვევი მასალის ატვირთვისგან არასაკმარისი დაცვის გამო. როდესაც ვიდეოს ტვირთავ იუთუბიზე, მომხმარებელის ეკრანზე ყოველთვის გამოდის მესიჯი:

„არ ატვირთოთ სატელევიზიო გადაცემები, მუსიკალური ვიდეოები, მუსიკალური კონცერტები ან რეკლამები უფლების გარეშე. საავტორო უფლებების გვერდი და საზოგადოების დირექტივები დაგეხმარებათ გაიგოთ, არღვევს თუ არა თქვენი ვიდეო სხვა პიროვნების საავტორო უფლებებს“[35]

. მიუხედავად ამ რჩევისა, საიტზე კვლავ ბევრი უუფლებო კლიპია ატვირთული სატელევიზიო შოუებიდან, ფილმებიდან და მუსიკალურ ვიდეოებიდან. იუთუბი არ ნახულობს ვიდეოებს ონლაინ სივრცეში განთავსებამდე და საავტორო უფლების მფლობელებს უტოვებს დაცული მასალი მოხსნა/არმოხსნის საკითხს, „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილების“ საფუძველზე.

ბევრმა ორგანიზაციამ, მათ შორის „Viacom“-მა, „Mediaset“-მა და ინგლისის პრემიერ ლიგამ საჩივარი შეიტანა იუთუბის წინააღმდეგ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იუთუბი ძალიან ცოტას აკეთებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ატვირთვის საწინააღმდეგოდ[36][37][38]. „Viacom“-ი ითხოვს $1 მილიარდ დოლარს მიყენებული ზარალისთვის და აცხადებს, რომ აღმოჩენილი აქვს 150,000 უუფლებო კლიპი, რომლებიც 1.5 მილიარდჯერ არის ნანახი. მას შემდეგ, რაც „Viacom“-მა საჩივარი შეიტანი, იუთუბმა აამუშავა სისტემა სახელად „Video ID“, რომელიც ამოწმებს ატვირთულ ვიდეოებს საავტორო უფლებებით დაცული ვიდეოების ბაზასთან, რის მეშვეობითაც მცირდება უფლებების დარღვევა[39][40]. 2010 წლის 23 ივლისს, „Viacom“-ის სარჩელი „Google“-ს წინააღმდეგ არ იქნა მიღებული წინასაროცესო მოსმენაზე, იმის საფუძველზე, რომ „Google“ დაცულ იყო „ციფრული ეპოქის საავტორო უფლების შესახებ დადგენილებით“. მოგვიანებით „Viacom“-მა გამოაცხადა, რომ გადაწყვეტილებას გაასაჩივრებდა.[41]

2008 წლის აგვისტოში, აშშ-ის სასამართლომ საქმეში „Lenz v. Universal Music Corp.“ გადაწყვიტა, რომ საავტორო უფლების მფლობელს არ შეუძლია მოითხოვოს ონლაინ ფაილის წაშლა იმის გაურკვევლად, მასალა ჩაფიქრებული იყო თუ არა „სამართლიანი გამოყენებით“ გავრცელებისთვის. საქმეში გადიოდა სტეფანი ლენცი ქალაქ გალიცინიდან, რომელმაც პრინსის სიმღერა „Let's Go Crazy“-ზე მოცეკვავე, თავისი 13 წლის ვაჟის 29-წამიანი ვიდეო გადაიღო და იუთუბზე ატვირთა.[42]

საკამათო შინაარსი[რედაქტირება]

იუთუბს ასევე აკრიტიკებენ ბევრი ვიდეოს შეურაცხმყოფელი შინაარსის გამო. ცილისწამების, პორნოგრაფიის და კრიმინალის წამახალისებელი შინაარსის შემცველი ვიდეომასალის ატვირთვა იუთუბის მოხმარების წესებით აკრძალულია.[3] საკამათო ნაწილში ხვდება მაგალითად ჰოლოკოსტის უარყოფა და ჰილსბოროს ტრაგედია, ასევე შეთქმულების თეორიები და რელიგია.[43][44]

იუთუბი მომხმარებლებს ანდობს თავად მონიშნონ შეუფერებელი ვიდეოები, რომელსაც შემდგომ იუთუბის მუშაკები გადახედავენ - არღვევს, თუ არა მასალა საიტის მოხმარების წესებს.[3] 2008 წლის ივლისში, გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის კულტურისა და მედიის კომიტეტმა განაცხადა, რომ „მოხიბლული არ იყო“ იუთუბის მასალის-კონტროლის სისტემით და რომ „შინაარსის წინასწარი გადახედვა სტანდარტულ პრაქტიკად უნდა იქცეს იმგვარი საიტებისთვის, რომლებიც მომხმარებლის მიერ შექმნილ მასალას ათავსებენ.“ იუთუბი ამ განცხადებას შემდეგით გამოეხმაურა: „ჩვენ გვაქვს მკაცრი წესები საიტზე დაშვებულ მასალაზე და სისტემა საშუალებას აძლევს ყველას შეუფერებელი მასალის ნახვისას, შეატყობინოს 24/7 გადახედვის გუნდს და მოახდინოს რეაგირება მყისიერად. ჩვენ ვასწავლით ჩვენს საზოგადოებას წესებს და ვათავსებთ პირდაპირ ბმულებს იუთუბის ყველა გვერდიდან, მომხმარებლებისთვის ამ პროცესის მაქსიმალურად გასაადვილებლად. ჩვენ საიტზე ატვირთული მასალის მოცულობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ ეს არის ყველაზე ეფექტური გზა იმ მცირე ოდენობის ვიდეოების წაშლის უზრუნველსაყოფად, რომლებიც წესებს არღვევენ.“[45]

ბლოკირება[რედაქტირება]

რუკაზე ნაჩვენებია იუთუბის ბლოკირების სტატუსი. ქვეყნები, რომლებშიც იუთუბი კვლავ დაბლოკილია, აღნიშნულია წითელი ფერით. იასამნისფრით არის ის ქვეყნები აღნიშნული, სადაც ვებ-გვერდთან მისაწვდომობა არის შეზღდული, მწვანედაა - ქვეყნები, რომელთაც საკუთარი იუთუბის ვერსია აქვთ, ხოლო ვარდისფრად - ქვეყნები, რომლებშიც წარსულში დაბლოკილი იყო იუთუბი
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : YouTube-ის ცენზურა.

რამდენიმე ქვეყანას, მას შემდეგ რაც იუთუბმა დაიწყო მუშოაბა, მასთან მისაწვდომობა დაბლოკილი აქვს. მათ შორისაა: ჩინეთი, რომელმაც იუთუბი დაბლოკა სიძიანის არეულობის ამსახველი ვიდეოების გაუვრცელებლობისთვის[46][47], მაროკო (2008)[48] და ტაილანდი (2006-2007).[49] დღესდღეობით, იუთუბი დაბლოკილია თურქეთში, მას შემდეგ რაც ვიდეოებში მუსტაფა ქემალ ათათურქი შეურაცყვეს[50]. მიუხედავად დაბლოკვისა, თურქეთის პრემიერ მინისტრმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანიმ აღიარა ჟურნალისტებთან, რომ მათ კვლავ შეუძლიათ იუთუბს ესტუმრონ ღია პროქსის გამოყენებით[51].

2006 წლის 3 დეკემბერს, ირანმა დროებით დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა სხვა რამდენიმე საიტთან ერთად, მას შემდეგ რაც დაარღვიეს სოციალური და მორალური ეთიკის კოდექსი. შემდეგ იუთუბი კვლავ დაბლოკეს იმ ვიდეოს ატვირთვის შემდეგ, სადაც ნაჩვენები იყო ირანელი საპნის ოპერის ვარსკვლავის სექსი[52]. შემდგომში ბლოკი მოიხსნა, ხოლო 2009 წლის ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კვლავ დაიბლოკა[53].

2008 წლის 23 თებერვალს, პაკისტანმა დაბლოკა იუთუბი ისლამური სარწმუნოების მიმართ „შეურაცხმყოფელი მასალის“ ატვირთვისათვის, კერძოდ წინასწარმეტყველის მაჰმადის კარიკატურების გამო[54]. პაკისტანმა ბლოკი მოხსნა საიტს იმავე წლის 26 თებერვალს[55]. ბევრმა პაკისტანელმა ამ სამი დღის განმავლობაში გამოიყენა ვირტუალური პირადი ქსელი და შეძლო იუთუბზე შესვლა[56].

ზოგი ქვეყნის სკოლებში იუთუბთან მისაწვდომობა დაბლოკილია - სტუდენტების მხრიდან ხულიგნური და რასისტული ქცევების, სკოლის ჩხუბებისა და სხვა შეუფერებელი შინაარსის ვიდეოების ატვირთვის პრევენციისთვის[57].

ტექნოლოგია[რედაქტირება]

იუთუბის ვიდეოების ნორმალური, მაღალი და HD ხარისხების შედარება და მათი ნამდვილი გაფართოებები

ვიდეოს ფორმატი[რედაქტირება]

იუთუბის ვიდეოების დამკვრელი ტექნოლოგია საიტის მომხმარებლებისთვის დაფუძნებულია Adobe Flash Player-ზე. ეს ტექნოლოგია ვებ-გვერდზე ისეთი ხარისხის ვიდეოებს გვიჩვენებს, რომლის შედარება შეიძლება ისეთ ტექნოლოგიებთან, როგორებიცაა Windows Media Player, QuickTime და RealPlayer. ეს ჩვეულებრივ მოითხოვს, რომ მომხმარებელმა გადმოწერეს და დააყენოს ვებ ბრაუზერიზ პლაგინს, იმისთვის რომ ნახოს ვიდეო[58]. ფლეშ ვიდეოების ნახვა ასევე მოითხოვს პლაგინს, მაგრამ ვაჭორიბს გამოკვლევამ Adobe Systems-დან აღმოაჩინა, რომ Flash პლაგინი აყენია 95%-ზე მეტ პერსონალურ კომპიუტერზე[59].

სტანდარტული ანგარიშებიდან ატვირთული ვიდეოების ლიმიტი სიგრძეში არის ათი წუთი, ხოლო ზომაში 2 გბ[60][61]. როდესაც იუთუბმა დაიწყო მუშაობა 2005 წელს, შესაძლებელი იყო უფრო გრძელი ვიდეოების ატვირთვა, მაგრამ 10 წუთიანი ლიმიტი შემოიღეს 2006 წლის მარტში, მას შემდეგ რაც აღმოაჩინეს, რომ გრძელი ვიდეოების უმეტესობა იყო აკრძალული სატელევიზიო შოუები და ფილმები[62][63]. პარტნიორი ანგარიშები არიან ნებადართულნი, რომ ატვირთონ 10 წუთზე გრძელი ვიდეოები[64].

იუთუბის მხარს უჭერს ვიდეოების ბევრ ფორმატს, მათ შორის .WMV, .AVI, .MKV, .MOV, MPEG, .MP4, DivX, .FLV და .OGG. იგი ასევე მხარს უჭერს 3GP ფორმატს და საშუალებას გვაძლევს ავტვირთოთ ვიდეოები პირდაპირ მობილური ტელეფონიდან[65].

ვიდეოს ხარისხი[რედაქტირება]

იუთუბი თავდაპირველად გვთავაზობდა ვიდეოებს მხოლოდ ერთ ფორმატში, მაგრამ ახლა მას აქვს სამი მთავარი ფორმატი, ისევე როგორც "მობილურის" ფორმატი, ვიდეოების მობილურ ტელეფონში სანახავად. ორიგინალი ფორმატი, ახლა დარქმეული "სტანდარტული ხარისხი" წარმოადგენს ვიდეოს 320x240 პიქსელის გაფართოებით და იყენებს Sorenson Spark-ის კოდეკს მონო MP3 აუდიოთი[66]. ეს იყო სტანდარტი ონლაინ ვიდეოებისათვის

"მაღალი ხარისხის" ვიდეოები გამოჩნდა 2008 წლის მარტში და აჩვენებდა ვიდეოს 864x480 პიქსელით სტერეო AAC ხმით[67]. ეს ფორმატი სტანდარტული ხარისხისგან მნიშვნელოვნადაა გაუმჯობესებული. 2008 წლის ნოემბერში, 720p HD-ს მხარდაჭერა დაემატა[68]. ერთდროულად, იუთუბის დამკვრელი შეიცავალა 4:3 თვალთახედვის პროპორციიდან ფართო ეკრანიან 16:9-ზე. 720p ვიდეოები არის ნაჩვენები 1280x720 პიხელის გაფართოებით და შეიცავს H.264 ვიდეო კოდეკს. ის ასევე შეიცავს სტერეო აუდიო AAC ფორმატს. 2009 წლის ნოემბერში იუთუბს მაღალხარისხიანი 1080p-ის მხარდაჭერა დაემატა. 2010 წლის ივლისში იუთუბმა განაცხადა, რომ მან გაუშვა ვიდეოების გაფართოება 4k ფორმატით, რომელიც საშუალებას აძლევს ვიდეოს გაფართოებას 4096x3072 პიქსელამდე.[69][70]

იუთუბის ვიდეოები ხელმისაწვდომია სხვადასხვა ხარისხის ეტაპებით. ძველი სახელები, როგორიცაა სტადარტული ხარისხი (SQ), მაღალი ხარისხი (HQ) და მაღალი გარჩევადობა (HD) შეიცვალა რიცხვითი მაჩვენებლით, რომელზეც გამოსახულია ვიდეოების ვერტიკალური გაფართოება.

ამჟამინდელი იუთუბის მედია ტიპების შედარება
ftm შეფასება[1] 5 34 35 18 22 37 38 43 45 17
მთავარი საცავი FLV MP4 WebM[71] 3GP
ვიდეო დაშიფვრა Sorenson H.263 MPEG-4 AVC (H.264) VP8 MPEG-4 Visual
მაქს. სიგანე (პიქსელი) 400 640 854 480 1280 1920 4096 854 1280 176
მაქს სიმაღლე (პიქსელი) 240 360 480 360 720 1080 3072 480 720 144
ბიტრეიტი[2] (Mbit/s) 0.25 0.5 0.8 - 1 0.5 2 3.5 - 5
აუდიო დაშიფვრა MP3 AAC Vorbis AAC
არხები 1–2 2 (stereo)
შერჩევის სიხშირე (Hz) 22050 44100 48000 44100
ბიტრეიტი[2] (kbit/s) 96 128

^ 1 fmt was an undocumented URL parameter that allowed selecting YouTube quality mode without using player user interface. Since December of 2010 this parameter is no longer supported.
^ 2 Approximate values based on statistical data; actual bitrate can be higher or lower due to variable encoding rate.[72][73][74][75]

3D ვიდეოები[რედაქტირება]

ვიდეოში, რომელიც გამოქვეყნდა 2009 წლის 21 ივლისს[76], იუთუბის პროგრამების ინჟინერი, პიტერ ბრედშოუ აცხადებს, რომ იუთუბის მომხმარებლებს უკვე შეუძიათ ატვირთონ 3D ვიდეოები. ვიდეოებს შეგვიძლია ვუყურათ ნორმალური გზით, ხოლო რომ მივიღოთ 3D ეფექტი, უნდა გვეკეთოს სპეციალური სათვალეები[77][78][79].

HTML5 ვიდეოები[რედაქტირება]

იუთუბი ამჟამად ტესტირებას უკეთებს HTML5 ტექნოლოგიას, რომლის მეშვეობითაც ვიდეოების ყურება შესაძლებელია Adobe Flash Player-ის გარეშე[80][81]. იუთუბის საიტზე არის გვერდი, სადაც შესაძლებელია HTML5-ს ფუნქციების გამოცდა მხარდაჭერილი ბრაუზერით[82].

შიგთავსთან მისაწვდომობა[რედაქტირება]

იუთუბის ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებლებმა ნახონ ვიდეოები საიტის გამოყენების გარეშე. თითოელი იუთუბის ვიდეო არის წარმოდგენილი HTML-ის ნაწილითან ერთად, რომელიც შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ აჩვენოს ვიდეოების იუთუბის საიტის გარეთ. ეს ფუნქცია ძირითადად გამოყენებულია სოციალურ ქსელებსა და ბლოგებში[83] .

იუთუბი ხშირად არ გვთავაზობს ვიდეოების გადმოსაწერ ლინკს. ეს განზრახულია იმისთვის, რომ ვიდოებს ვუყუროთ საიტის მეშვეობით[84]. ვიდეოების პატარა რაოდენობა, როგორიცაა პრეზიდენტ ბარაკ ობამას ყოველკვირეული მიმართვა, შესაძლებელია გადმოწეროთ MP4 ფორმატში[85]. პროგრამებითა და ბრაუზერის პლაგინების მეშვეობით შესაძლებელია ვიდეოების გადმოწერა[86]. 2009 წლის თებერვალში, იუთუბმა გამოაქვეყნა ინფორმაცია ახალ ტესტირებად სერვისზე, რომლის მეშვეობით იუთუბი ნებას დართავს პარტნიორ კომპანიებს, რომ გადმოწერონ ვიდეოები უფასოდ ან ფასიანად Google Checkout-ის მეშვეობით[87].

პლატფორმები[რედაქტირება]

ზოგ სმარტ ფოუნს აქვს იუთუბის ვიდეოების ჩვენების შესაძლებლობა, დამოკიდებულია პროვაიდერზე. იუთუბის მობილურმა ვერსიამ მუშაობა დაიწყო 2007 წლის ივნისში და იყენებს RTSP ვიდეობისათვის[88] იუთუბის ყველა ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი საიტის მობილურ ვერსიისთვის[89].

2007 წლის ივნისიდან, იუთუბის ვიდეოები ხელმისაწვდომია სანახავად ეპლის სხვადასხვა პროდუქტისათვის. ვიდეოების ნახვა შესაძლებელია Apple TV-სა და iPhone-ზე[90]. TiVo სერვისი განახლდა 2008 წლის ივლისში, და საშუალებას იძლევა მოძებნოთ და ნახოთ იუთუბის ვიდეოები[91]. 2009 წლის იანვარში, იუთუბმა აამუშავა "YouTube for TV", რომელიც საიტის ვერსიაა სპეციალურად შექმნილი set-top boxes-ისა და სხვა ტელევიზიაზე დაფუძნებული მედია მოწყობილობებზე ვებ ბრაუზერებით. საწყის ეტაპზე, იგი საშუალებას იძლეოდა, რომ გვენახა ვიდეოები PlayStation 3-სა და Wii-ზე[92][93]. 2009 წლის ივნისში, YouTube XL-მა დაიწყო მუშაობა, რომელსაც აქვს გამარტივებული დიზაინის ინტერფეისი ვიდეოების სტანდარტული ტელევიზიის ეკრანზე გამოსაჩენად[94]

ლოკალიზაცია[რედაქტირება]

2007 წლის 19 ივნისს, გუგლის CEO ერიკ შმიდტი იყო პარიზში, იმისთვის რომ გაეშვა ახალი ლოკალიზაციის სისტემა[95]. საიტის სრული ინტერფეისი ახლა ხელმისაწვდომია ლოკალიზირებული ვერსიით 22 ქვეყანაში:

ქვეყანა URL ენა გაშვების თარიღი
დროშა: ავსტრალია ავსტრალია au.youtube.com ინგლისური (ავსტრალია) 22 ოქტომბერი, 2007[96]
დროშა: ბრაზილია ბრაზილია br.youtube.com პორტუგალიური (ბრაზილია) 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: კანადა კანადა ca.youtube.com ინგლისური (კანადა) და ფრანგული (კანადა) 6 ნოემბერი, 2007[97]
დროშა: ჩეხეთი ჩეხეთი cz.youtube.com ჩეხური 9 ოქტომბერი, 2008[98]
დროშა: საფრანგეთი საფრანგეთი fr.youtube.com ფრანგული 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: გერმანია გერმანია de.youtube.com გერმანული 8 ნოემბერი, 2007[99]
ჰონგ-კონგის დროშა ჰონგ-კონგი hk.youtube.com ჩინური (ტრადიციული) 17 ოქტომბერი, 2007[100]
ისრაელის დროშა ისრაელი il.youtube.com ინგლისური 16 სექტემბერი, 2008
ინდოეთის დროშა ინდოეთი in.youtube.com ინგლისური (ინდოეთი) და ჰინდი 7 მაისი, 2008[101]
დროშა: ირლანდიის რესპუბლიკა ირლანდია ie.youtube.com ინგლისური (ირლანდია) 19 ივნისი, 2007[95]
იტალიის დროშა იტალია it.youtube.com იტალიური 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: იაპონია იაპონია jp.youtube.com იაპონური 19 ივნისი, 2007[95]
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა kr.youtube.com კორეული 23 იანვარი, 2008
მექსიკის დროშა მექსიკა mx.youtube.com ესპანური (მექსიკა) 10 ოქტომბერი, 2007
დროშა: ნიდერლანდები ნიდერლანდი nl.youtube.com ჰოლანდიური 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: ახალი ზელანდია ახალი ზელანდია nz.youtube.com ინგლისური (ახალი ზელანდია) 22 ოქტომბერი, 2007[96]
დროშა: პოლონეთი პოლონეთი pl.youtube.com პოლონური 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: რუსეთი რუსეთი ru.youtube.com რუსული 13 ნოემბერი. 2007
დროშა: ესპანეთი ესპანეთი es.youtube.com ესპანური 19 ივნისი, 2007[95]
დროშა: შვედეთი შვედეთი se.youtube.com შვედური 22 ოქტომბერი. 2008
ჩინეთის რესპუბლიკის დროშა ჩინეთის რესპუბლიკა (ტაივანი) tw.youtube.com ჩინური (ტრადიციული) 18 ოქტომბერი, 2007[100]
დროშა: გაერთიანებული სამეფო გაერთიანებული სამეფო uk.youtube.com ინგლისური (დიდი ბრიტანეთი) 19 ივნისი, 2007[95]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. ჰოპკინსი, ჯიმ. Surprise! There's a third YouTube co-founder. USA Today. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  2. უებერი, ტიმ. BBC strikes Google-YouTube deal. BBC. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  3. 3.0 3.1 3.2 YouTube Community Guidelines. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  4. YouTube: Sharing Digital Camera Videos. ილინოისის უნივერსიტეტი ურბანას დაბლობში. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  5. კლოდ, ჯონი. The Gurus of YouTube. Time Magazine. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  6. მიგელ ჰელფტი და მეთ რიჩელი. Venture Firm Shares a YouTube Jackpot. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  7. სარა კეჰუალანი გუ. Ready for Its Close-Up. Washington Post. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  8. Whois Record for www.youtube.com. DomainTools. წაკითხვის თარიღი: 2009-04-01.
  9. ალინი, რიჩარდ. YouTube: Overnight success has sparked a backlash. Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  10. Me at the zoo (მე ზოოპარკში). YouTube (2005-04-23). წაკითხვის თარიღი: 2009-08-03.
  11. იუთუბზე 100 მილიონზე მეტ ვიდეოების ყურებას დაფიქსირდა ერთი დღის განმავლობაში“, USA Today, 2006-07-16. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29. 
  12. YouTube Surpasses 100 Million U.S. Viewers for the First Time. comScore. წაკითხვის თარიღი: 2009-03-05.
  13. ჯუნი, რაიან. (2009-05-20)20 საათის ხანგძლივობის ვიდეო აიტვირთა ერთ წუთში!. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2009-05-26.
  14. Eric Schmidt, Princeton Colloquium on Public & Int'l Affairs. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2009-06-01.
  15. Alexa-ს მონაცემები იუთუბისთვის (საშუალოდ სამი თვე). Alexa Internet. წაკითხვის თარიღი: 2009-08-26.
  16. Alexa Top 500 Global Sites
  17. ზაპონი, კრისტიან. Help! YouTube is killing my business!. CNN. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  18. ბლაკელუ, რის. Utube sues YouTube. The Times. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  19. როუტერი. Google closes $A2b YouTube deal. The Age. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  20. Yen, Yi-Wyn. “YouTube Looks For the Money Clip“, 2008-03-25. წაკითხვის თარიღი: 2008-03-26. 
  21. Hardy, Quentin, ევან ჰესელი. “GooTube“, Forbes Magazine, Forbes.com, 2008-05-22. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  22. ბრად სტოუნი და ბრუკს ბერნესი. MGM to Post Full Films on YouTube. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  23. სტეისი დ. კრამერი. “It's Official: Disney Joins News Corp., NBCU In Hulu; Deal Includes Some Cable Nets“, paidContent.org, 2009-04-30. წაკითხვის თარიღი: 2009-04-30. 
  24. ჰელფტი, მიგელ. იუთუბი: ჩვენ უფრო დიდი ვართ ვიდრე შენ ფიქრობ. The New York Times. წაკითხვის თარიღი: 2009-10-09.
  25. Sweney, Mark. “Cricket: IPL goes global with live online deal“, The Guardian, January 20, 2010. წაკითხვის თარიღი: February 6, 2010. 
  26. YouTube redesigns website to keep viewers captivated. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან May 30, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: April 1, 2010.
  27. Chapman, Glenn. YouTube serving up two billion videos daily. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან May 20, 2010-ში. წაკითხვის თარიღი: May 17, 2010.
  28. Google Opens Up About Its Non-Search Businesses“, paidcontent.org, October 14, 2010. წაკითხვის თარიღი: October 15, 2010. 
  29. Hurley stepping down as YouTube chief executive“, AFP, October 29, 2010. წაკითხვის თარიღი: October 30, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან October 31, 2010-ში. 
  30. ბრეი, მარიანი. Irate HK man unlikely Web hero. CNN. წაკითხვის თარიღი: 2008-05-28.
  31. guitar (გიტარა). YouTube (2005-12-20). წაკითხვის თარიღი: 2009-08-03.
  32. Heffernand, Virginia. “Web Guitar Wizard Revealed at Last“, The New York Times, 2006-08-27. წაკითხვის თარიღი: 2007-07-02. 
  33. Complete List of 2008 Peabody Award Winners. Peabody Awards, University of Georgia (2009-04-01). წაკითხვის თარიღი: 2009-04-01.
  34. Ho, Rodney. “Peabody honors CNN, TMC“, Atlanta Journal-Constitution, 20009-04-02. წაკითხვის თარიღი: 2009-04-14. დაარქივებულია ორიგინალიდან 2012-07-28-ში. 
  35. Marsden, Rhodri. “Why did my YouTube account get closed down?“, The Independent, 2009-08-12. წაკითხვის თარიღი: 2009-08-12. 
  36. Viacom will sue YouTube for $1bn. BBC News. წაკითხვის თარიღი: 2008-05-26.
  37. Mediaset Files EUR500 Million Suit Vs Google's YouTube. CNNMoney.com (30 July 2008). წაკითხვის თარიღი: 19 August 2009.
  38. Premier League to take action against YouTube. Daily Telegraph. წაკითხვის თარიღი: 2008-05-24.
  39. YouTube law fight 'threatens net'. BBC News. წაკითხვის თარიღი: 2008-05-28.
  40. Allen, Katie. Google seeks to turn a profit from YouTube copyright clashes. The Guardian. წაკითხვის თარიღი: 2009-11-02.
  41. Lefkow, Chris. “US judge tosses out Viacom copyright suit against YouTube“, AFP, June 23, 2010. წაკითხვის თარიღი: June 24, 2010. დაარქივებულია ორიგინალიდან June 26, 2010-ში. 
  42. Egelko, Bob. “Woman can sue over YouTube clip de-posting“, San Francisco Chronicle, August 20, 2008. წაკითხვის თარიღი: August 25, 2008. 
  43. YouTube criticized in Germany over anti-Semitic Nazi videos. Reuters. წაკითხვის თარიღი: May 28, 2008.
  44. Fury as YouTube carries sick Hillsboro video insult. icLiverpool. წაკითხვის თარიღი: May 24, 2008.
  45. YouTube attacked by MPs over sex and violence footage“, Daily Telegraph, July 31, 2008. წაკითხვის თარიღი: August 21, 2008. 
  46. შვანკერტი, სტივენ. YouTube finally back online in China. PC Advisor. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  47. სამერვილი, კუენტინ. ჩინეთმა დაბლოკა იუთუბის ვიდეო საიტი. BBC News. წაკითხვის თარიღი: 2009-03-24.
  48. რიჩარდსი, ჯონათან. იუთუბი დაიხურა მაროკოში. The Times. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  49. ტაილანმა დაბლოკა იუთუბთან მისაწვდომობა. BBC. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  50. როზენი, ჯეფრი. “Google’s Gatekeepers“, The New York Times, 2008-11-30. წაკითხვის თარიღი: 2008-12-01. 
  51. დოგანის სიახლეების სააგენტო. Ban on YouTube proves virtual. Hürriyet. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  52. Censorship fears rise as Iran blocks access to top websites (November 4, 2006). წაკითხვის თარიღი: 2006-12-17.
  53. Mobile phones, Facebook, YouTube cut in Iran. American Free Press. Google (July 13, 2009). დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-06-18-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-07-08.
  54. პაკისტანმა დაბლოკა იუთუბის საიტი. BBC. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  55. პაკისტანმა მოხსნა ბლოკი იუთუბს. BBC. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  56. Pakistan web users get round YouTube ban. Silicon Republic. წაკითხვის თარიღი: 2008-11-30.
  57. კოლი, ენდრიუ. “States still hold out on YouTube“, ავსტრალიური IT, 2007-03-06. 
  58. ატვუდი, ჯეფ. Did YouTube Cut the Gordian Knot of Video Codecs?. Coding Horror. წაკითხვის თარიღი: 2008-12-04.
  59. Adobe Flash Player Version Penetration. Adobe Systems. წაკითხვის თარიღი: 2008-12-04.
  60. Baker, Loren. “YouTube 10 Minute Limit Deters Copyrighted Video Uploads“, Search Engine Journal, 2006-03-31. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  61. YouTube doubles video file size to 2G. AFP. დაარქივებულია ორიგინალიდან 2009-07-09-ში. წაკითხვის თარიღი: 2009-07-03.
  62. ფიშერი, კენ. YouTube caps video lengths to reduce infringement. Ars Technica. წაკითხვის თარიღი: 2008-12-04.
  63. Account Types: Longer videos. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2008-12-04.
  64. How do I upload a video longer than ten minutes?. YouTube. წაკითხვის თარიღი: 200-08-21.
  65. Video Formats: File formats. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2008-12-04.
  66. Market Deamnd for Sorenson Media's Sorenson Spark Video Decoder Expands Sharply. Sorenson Media (2009-06-02). წაკითხვის თარიღი: 2009-07-31.
  67. YouTube Blog - YouTube Videos in High Quality. YouTube (2008-03-24). წაკითხვის თარიღი: 2009-04-04.
  68. Bigger Isn't Always Better... But in This Case, We Believe It Is. YouTube Blog. YouTube (2008-11-25). წაკითხვის თარიღი: 2009-04-04.
  69. What's bigger than 1080p? 4K video comes to YouTube“, Official YouTube Blog, July 9, 2010. წაკითხვის თარიღი: July 10, 2010. 
  70. Lowensohn, Josh. “YouTube now supports 4k-resolution videos“, CNET, July 9, 2010. წაკითხვის თარიღი: July 10, 2010. 
  71. This format is part of the HTML5 trial. Youtube.com. წაკითხვის თარიღი: August 8, 2010.
  72. McFarland, Patrick. (May 24, 2010)Approximate Youtube Bitrates. წაკითხვის თარიღი: August 12, 2010.
  73. Bigger and Better: Encoding for YouTube 720p HD (December 2008). წაკითხვის თარიღი: August 12, 2010.
  74. Greenfield, Trevor. (November 22, 2009)Youtube’s 1080p – Failure Depends on How You Look At It. წაკითხვის თარიღი: August 12, 2010.
  75. Biggs, Billy. (November 12, 2009)1080p HD Is Coming to YouTube. წაკითხვის თარიღი: August 12, 2010.
  76. შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს.. YouTube (2009-07-21). წაკითხვის თარიღი: 2009-08-03.
  77. Marquit, Miranda. “YouTube in 3D?“, Physorg, 2009-07-23. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  78. Dsouza, Keith. “YouTube 3D Videos“, Techie Buzz, 2009-07-20. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  79. Sobti, Kshitij. “YouTube adds a dimension, 3D goggles not included“, thinkdigit, 2009-07-21. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  80. Watch this YouTube Video without the Flash Player. წაკითხვის თარიღი: 2009-11-30.
  81. HTML5 YouTube viewer: close, but not quite there. წაკითხვის თარიღი: 2009-11-30.
  82. YouTube HTML5 Video Player. წაკითხვის თარიღი: 2010-01-21.
  83. YouTube. Sharing YouTube Videos. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  84. Terms of Use, 6.1. YouTube. წაკითხვის თარიღი: 2009-02-20.
  85. CNET. “(Some) YouTube videos get download option“, 2009-01-16. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17. 
  86. მილიანი, მარკ. “YouTube looks out for content owners, disables video ripping“, Los Angeles Times, 2009-02-19. წაკითხვის თარიღი: 2009-02-21. 
  87. YouTube Hopes To Boost Revenue With Video Downloads“, Washington Post, 2009-02-12. წაკითხვის თარიღი: 2009-02-19. 
  88. YouTube Mobile.
  89. Google Operating System. (2007-06-15)Mobile YouTube. წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  90. YouTube Live on Apple TV Today; Coming to iPhone on June 29. Apple (2007-06-20). წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  91. TiVo Getting YouTube Streaming TODAY“, Gizmodo, 2007-07-17. წაკითხვის თარიღი: 2009-02-17. 
  92. YouTube video comes to Wii and PlayStation 3 game consoles. Los Angeles Times (2009-01-15). წაკითხვის თარიღი: 2009-01-17.
  93. Coming Up Next... YouTube on Your TV. YouTube Blog (2009-01-15). წაკითხვის თარიღი: 2009-05-10.
  94. Experience YouTube XL on the Big Screen. YouTube Blog. YouTube (2009-06-02). წაკითხვის თარიღი: 2009-06-20.
  95. 95.0 95.1 95.2 95.3 95.4 95.5 95.6 95.7 95.8 95.9 Sayer, Peter. “Google launches YouTube France News“, PC Advisor, 2007-06-19. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  96. 96.0 96.1 Nicole, Kristen. “YouTube Launches in Australia & New Zealand“, Mashable, 2007-10-22. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  97. Nicole, Kristen. “YouTube Canada Now Live“, Mashable, 2007-11-06. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  98. Bokuvka, Petr. “Czech version of YouTube launched. And it’s crap. It sucks.“, The Czech Daily Word, Wordpress.com, 2008-10-12. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  99. Ostrow, Adam. “YouTube Germany Launches“, Mashable, 2007-11-08. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 
  100. 100.0 100.1 Chita • 檢視主題 - YouTube 台灣版推出.
  101. Joshi, Sandeep. “YouTube now has an Indian incarnation“, The Hindu, 2008-05-08. წაკითხვის თარიღი: 2009-08-03. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

(ინგლისური) YouTube.com

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=YouTube&oldid=2832739“-დან