ანდორა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ანდორის სამთავრო
Principat d'Andorra
ანდორა
ანდორის
დროშა გერბი
დევიზი: Virtus Unita Fortior
ჰიმნი: El Gran Carlemany, Mon pare
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ანდორა-ლა-ველა
42°30′ ჩ. გ. 1°31′ ა. გ. / 42.500° ჩ. გ. 1.517° ა. გ. / 42.500; 1.517
ოფიციალური ენა კატალანური[1]
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
 -  თავადი ფრანსუა ოლანდი
 -  თავადი ჟოან ენრიკ ვივეს სისილია
 -  მთავრობის თავმჯდომარე ალბერ პინტა
 -  პრემიერ-მინისტრი ჟაუმე ბარტუმეუ
ფართობი
 -  სულ 468 კმ2 (193-ე)
 -  წყალი (%) 0.26[2][3]
მოსახლეობა
 -  2014 შეფასებით 78 115[4] 
 -  2006 აღწერა 85 458 
 -  სიმჭიდროვე 179,8 კაცი/კმ2 (71-ე)
მშპ (მუპ) 2008 შეფასებით
 -  სულ $4,22 მილიარდი (155-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $44 900 (9)
აგი  0.838 (32)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი AND
Internet TLD .ad
სატელეფონო კოდი 376

ანდორა (ოფიციალურად — ანდორის სამთავრო) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, პირენეებში; საფრანგეთსა და ესპანეთს შორის.

სახელწოდება[რედაქტირება]

ოფიციალური — ანდორის სამთავრო. ეროვნული – Andorra, Principat d'Andorra (კატალონიურად); Andorra, Principado de Andorra (ესპანურად); Andorre, Principaute d'Andorre (ფრანგულად). ოფიციალური ვერსიით, სახელი მიღებულია ორი იბერიული სიტყვის შერწყმით: ando - „ზემო“ და ore - „რკინა“. მართლაც, ქვეყანა მდიდარია რკინის მადნით. მეორე ვერსია მას კელტური სიტყვებით ხსნის: an - „ქროლა“ და dor - „კარი“. ეს განმარტებაც სინამდვილეს შეეფერება.

ანდორა

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს პირენეის მთებში, საფრანგეთსა და ესპანეთს შორის. ფართობი - 450 კვ.კმ.

სახელმწიფო[რედაქტირება]

სახელმწიფო სისტემა - განვითარებადი დემოკრატია - საპარლამენტო სამთავრო, ესპანეთისა და საფრანგეთის პროტექტორატის ქვეშ. სახელმწიფოს მეთაური - ჟოან ენრიკ ვივეს სისილია (Joan Enric Vives SICILIA, ურხელის ეპისკოპოსი) და ფრანსუა ოლანდი (François Hollande, საფრანგეთის პრეზიდენტი). საკანონმდებლო ორგანო - ერთპალატიანი გენერალური საბჭო (Consell General de las Valls, 28 წევრი). ადმინისტრაციული დაყოფა - 7 რაიონი (parroquia).

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობა - 71,8 ათასი (2003), მათ შორის ესპანელები - 43 %, ანდორელები - 33 %, ფრანგები - 7 %. სახელმწიფო ენა - კატალანური. გავრცელებული ენები - ესპანური და ფრანგული. რელიგია - კათოლიციზმი. დედაქალაქი - ანდორა ლა ველა (16 ათასი).

ეკონომიკა[რედაქტირება]

თამბაქოს ექსპორტი და ტურისტული ინდუსტრია. რესურსები - ჰიდროენერგია, მინერალური წყალი, საშენი ხე-ტყე, რკინის მადანი, ტყვია. ვალუტა - ევრო (EUR).

ისტორია[რედაქტირება]

დამოუკიდებელი სამთავროა 1278 წლიდან. 1976 წელს - შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია, პირველი პრემიერ-მინისტრი დაინიშნა 1981 წელს. 1993 წელს რეფერენდუმით მიღებულ იქნა ქვეყნის პირველი კონსტიტუცია.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

II ს-ის ორი მოქმედი რომაული თაღოვანი ხიდი, არაბული ციხის ნანგრევები (VIII ს.), გრაფ დე ფუას ციხე-კოშკი (XII ს.), მთავრობის რეზიდენცია - «ველების სახლი».

ცნობილი ანდორელები[რედაქტირება]

ბორის დე სკოსირევი (რუსი ემიგრანტი, 1934 წელს თავი გამოაცხადა ანდორის მეფედ), რენე ბალარი (საპატიო მოქალაქე, ანდორაში აღადგინა წესრიგი 1933 წელს), ფილიპ ვოლფი (მელიევალისტი, საფრანგეთის აკადემიის წევრი).

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Constitution of Andorra (Article 2.1)
  2. Girard P & Gomez P (2009), Lacs des Pyrénées: Andorre. (ფრანგული)
  3. Andorra en xifres 2007: Situació geogràfica, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.
  4. Dades de població any 2009: 1- Població per parròquies al 31 de desembre del 2011, Departament d'Estadística, Govern d'Andorra. Retrieved on 6 June 2010.