ბოტსვანა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოტსვანის რესპუბლიკა
Lefatshe la Botswana
Republic of Botswana
ბოტსვანა
ბოტსვანის
დევიზი: Pula
ჰიმნი: Fatshe leno la rona
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
გაბორონე
24°40′ ს. გ. 25°55′ ა. გ. / 24.667° ს. გ. 25.917° ა. გ. / -24.667; 25.917
ოფიციალური ენა სეცვანა, ინგლისური
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი იან კჰამა
ფართობი
 -  სულ 600,370 კმ2 (46-ე)
 -  წყალი (%) 2.5
მოსახლეობა
 -  2006 შეფასებით 1,639,833 (147-ე)
 -  სიმჭიდროვე 3.0 ად კაცი/კმ2 (220-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $25.676 მილიარდი (104-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $16,450 (49-ე)
აგი (2007) 0.654 (საშუალო) (124-ე)
ვალუტა პულა (BWP)
დროის სარტყელი CAT (UTC +2სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CAT (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი BWA
Internet TLD .bw
სატელეფონო კოდი 267

ბოტსვანა (ინგლ. Botswana) — სახელმწიფო სამხრეთ აფრიკაში. დედაქალაქი გაბორონე. ქვეყანას ჩრდილოეთიდან და დასავლეთიდან ნამიბია, სამხრეთიდან – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, ხოლო აღმოსავლეთიდან — ზამბია და ზიმბაბვე ესაზღვრება. ზღვაზე გასასვლელი არ აქვს. ქვეყნის ტერიტორიის 70 % უკავია კალაჰარის უდაბნოს.

ბუნება[რედაქტირება]

ბოტსვანას უკავია კალაჰარის ვრცელი დამრეცი გაუდინარი ღრმული და მისი მოსაზღვრე პლატოები. საშუალო სიმაღლეა 800-1000 მ, დასავლეთ ნაწილში - 1 200 მ-მდე. რელიეფი ვაკეა, აღმოსავლეთში ოდნავ დაბორცვილი. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია ქვანახშირი, მანგანუმის მადანი, აზბესტი, სპილენძ-ნიკელის მადანი, ალმასი. არის აგრეთვე მარილისა და ბუნებრივი სოდის ბუდობები. ჰავა სუბტროპიკულია, ჩრდილოეთში - ტროპიკული. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 21-27 °C, ივლისის - დაახლოებით 16 °C. ნალექები - 500-600 მმ წელიწადში. განსაკუთრებით მშრალია სამხრეთ-დასავლეთი და ცენტრალური რაიონები (250 მმ-ზე ნაკლები წელიწადში), სადაც გაუდაბნოებული სავანაა. ბოტსვანის აღმოსავლეთ ნაწილში, რომელსაც მდინარე ლიმპოპოს შენაკადები რწყავს, წითელ-მურა ნიადაგზე განვითარებულია სავანა. ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილი უკავია მდინარე ოკავანგოს დელტას. ბოტსვანას ცხოველთა სამყარო მრავალფეროვანია. გვხვდება ლომი, ჯიქი, ტურა, აფთარი, ზებრა, ანტილოპა. ბევრია ქვეწარმავალი.

ისტორია[რედაქტირება]

ბოტსვანის ისტორია XIX საუკუნემდე ნაკლებადაა შესწავლილი. ქვეყნის ტერიტორიაზე მცხოვრები ბეჩუანები მოვიდნენ ტრანსვაალიდან (სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პროვინცია). 1820 წელს ევროპელებმა დაარსეს პირველი ქრისტიანული მისია. XIX საუკუნის 50-იან წლებში ბეჩუანების მიწები ბურებმა დაიპყრეს. 1885 წელს ბეჩუანების მიწების დიდი ნაწილი შეუერთდა ინგლისის სამფლობელოებს სამხრეთ აფრიკაში. ბრიტანეთის მთავრობამ ბეჩუანების ჩრდილოეთი მიწები (თანამედროვე ბოტსვანას ტერიტორია) პროტექტორატად გამოაცხადა და ბეჩუანლენდი უწოდა. ინგლისმა ხელუხლებელი დატოვა ტომობრივი სტრუქტურა, ტომის ბელადებს რჩებოდათ საშინაო მმართველობის უფლებები, უზენაესი ბელადები ექვემდებარებოდნენ ბეჩუანლენდის ბრიტანელ კომისარს. ბეჩუანების ანტიკოლონიური ბრძოლა გამწვავდა XX საუკუნის 20-30-იან წლებში. მეორე მსოფლიო ომში 10 000 ბეჩუანი მონაწილეობდა. ომის შემდეგ აფრიკაში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობამ დიდი გავლენა მოახდინა ბეჩუანლენდის განმათავისუფლებელ მოძრაობაზე. 1960 წელს შეიქმნა პირველი პოლიტიკური პარტია - ბეჩუანლენდის სახალხო პარტია. 1962 წელს ბამანგვატოს ტომის ბელადმა სერეტსე კჰამამ შექმნა ბეჩუანლენდის დემოკრატიული პარტია. 1965 წელს ბეჩუანლენდს მიანიჭეს საშინაო თვითმმართველობა. 1966 წლის 30 სექტემბერს ბეჩუანლენდი გამოცხადდა ბოტსვანას დამოუკიდებელ სახელმწიფოდ.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: