სურინამი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სურინამის რესპუბლიკა
Republiek Suriname
სურინამი
სურინამის
დროშა
დევიზი: "Justitia - Pietas - Fides" (სამართლიანობა, მოვალეობა, ერთგულება)
ჰიმნი: God zij met ons Suriname
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პარამარიბო
5°50′ ჩ. გ. 55°10′ დ. გ. / 5.833° ჩ. გ. 55.167° დ. გ. / 5.833; -55.167
ოფიციალური ენა ჰოლანდიური ენა, ჰინდი, ინგლისური ენა და სხვ.
მთავრობა კონსტიტუციური დემოკრატია
 -  პრეზიდენტი დეზი ბაუტერსე
ფართობი
 -  სულ 163 821 კმ2 (91-ე)
 -  წყალი (%) 1,1
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 560 157[1] (167-ე)
 -  2004 აღწერა 492 829 
 -  სიმჭიდროვე 2,9 კაცი/კმ2 (231-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $5 060 მილიარდი[2] 
 -  ერთ მოსახლეზე $9,475[2] 
აგი (2007) 0,716 (მაღალი) (85-ე)
ვალუტა სურინამის დოლარი (SRD)
დროის სარტყელი UTC -3სთ.
Internet TLD .sr
სატელეფონო კოდი 597

სურინამი, ოფიციალურად სურინამის რესპუბლიკა (ნიდერლ. Republiek Suriname) — სახელმწიფო სამხრეთ ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში. სურუნამი ერთ-ერთია იმ ოთხი სამხრეთამერიკული ქვეყნიდან (ბრაზილია, გაიანა, საფრანგეთის გვიანა), სადაც სახელმწიფო ენა ესპანური არ არის.

სურინამი ადრე ცნობილი იყო როგორც ნიდერლანდების გაიანა, ნიდერლანდების გვიანა ან ჰოლანდიის გვიანა. მდებარეობს საფრანგეთის გვიანისა და გაიანას შორის. სამხრეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, ხოლო ჩრდილოეთიდან ატლანტის ოკეანე. ქვეყნის საზღვრის სამხრეთი ნაწილი საფრანგეთის გვიანასთან მდინარე მარონზე სადავო ტერიტორიაა. 165,000 კმ² ფართობით, სურინამი ყველაზე პატარა სუვერენული სახელმწიფოა ფართობისა და მოსახლეობის (560 000) მიხედვით სამხრეთ ამერიკაში. მათი უდიდესი ნაწილი თავმოყრილია ჩრდილოეთ სანაპირო ზოლში, სადაც მდებარეობს დედაქალაქი პარამარიბო. სურინამი ერთადერთი ჰოლანდიურენოვანი ქვეყანაა დასავლეთ ნახევარსფეროში, რომელიც არ შედის ნიდერლანდების სამეფოს შემადგენლობაში. მისი საზღვრების შიგნით ცხოვრობს პროცენტულად ბევრად მეტი მუსლიმი, ვიდრე მთელს დასავლეთ ნახევარსფეროში.

ისტორია[რედაქტირება]

ევროპიდან ამ ტერიტორიების დაზვერვა ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაიწყეს ჰოლანდიელმა, ფრანგმა, ესპანელმა და ინგლისელმა მოგზაურებმა. XVII საუკუნეში პირველი ჰოლანდიური და ბრიტანული კოლონიები გაჩნდა მრავალი მდინარის სანაპიროებზე. ყველაზე ადრინდელ დოკუმენტურ მასალაში პირველ კოლინიალისტად მოხსენიებულია ინგლისელი ვინმე მარშალ კრიკი, რომელმაც გააშენა პირველი კოლონია გაიანაში მდინარე სურინამის მახლობლად.

სურინამის კოლონიაცია პირველად დიდმა ბრიტანეთმა მოახდინა, 1667 წელს კი ის ჰოლანდიელებმა აიღეს, რომლებიც მას 1954 წლამდე ჰოლანდიის გაიანის სახელით მართავდნენ. 1975 წლის 25 ნოემბერს სურინამმა ნიდერლანდის სამეფოსგან დამოუკიდებლობა მოიპოვა.

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Central Intelligence Agency. (2012)Suriname. The World Factbook. წაკითხვის თარიღი: 22 May 2012.
  2. 2.0 2.1 Suriname. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 22 April 2012.
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: