ალჟირი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სიტყვას „ალჟირი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ალჟირი (მრავალმნიშვნელოვანი).
ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
الجمهورية الجزائرية الديمقراطية الشعبية
ალჟირი
ალჟირის
დროშა
ჰიმნი: Kassaman
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ალჟირი
36°42′ ჩ. გ. 3°13′ დ. გ. / 36.700° ჩ. გ. 3.217° დ. გ. / 36.700; -3.217
ოფიციალური ენა არაბული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა
 -  პრემიერ-მინისტრი აჰმედ ოუიაჰია
ფართობი
 -  სულ 2,381,740 კმ2 (მე-10)
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 34,895,000 
 -  1998 აღწერა 29,100,867 
 -  სიმჭიდროვე 14.6 ად კაცი/კმ2 (204-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $253.4 მილიარდი (38-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $8,100 (2007) (88-ე)
აგი (2007) 0.733 (საშუალო) (104-ე)
ვალუტა ალჟირული დინარი (DZD)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
ქვეყნის კოდი DZA
Internet TLD .dz
სატელეფონო კოდი 213

ალჟირი (არაბ. الجزائر‎‎), ოფიციალურად ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკაქვეყანა ჩრდილოეთ აფრიკაში. სიდიდით ხმელთაშუა ზღვისა და აფრიკის კონტინენტის პირველი, ხოლო მსოფლიოს — მეათე ქვეყანა.

ალჟირს ჩრდილო-აღმოსავლეთით ესაზღვრება ტუნისი, აღმოსავლეთით ლიბია, დასავლეთით მაროკო, სამხრეთ-დასავლეთით დასავლეთი საჰარა, მავრიტანია და მალი, სამხრეთ-აღმოსავლეთით ნიგერი, ჩრდილოეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. მისი ფართობი დაახლოებით 2,400,000 კვადრატული კილომეტრია. დედაქალაქი – ალჟირი.

ალჟირი არის არაბული ქვეყნების ლიგის, გაეროს, აფრიკის კავშირისა და ოპეკის წევრი ქვეყანა.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ალჟირის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა
  • ეროვნული: الجزائر (al-Jazair), Al Jumhuriyah al Jazairiyah ad Dimuqratiyah ash Shaabiyah; Algérie, République Démocratique Populaire d'Algérie.
  • ეტიმოლოგია: ალჟირი არის ფრანგული ფორმა არაბული სიტყვისა (ალ-ჯაზაირ) ანუ კუნძულები. სახელწოდება თავდაპირველად ქალაქს ეწოდა, რომელიც 4 კუნძულზე იყო გაშენებული, შემდეგ კი მთელ ქვეყანაზე გავრცელდა. სხვა სახელები: Algérie (ფრანგული); Argelia (ესპანური); Tamurt n Ldzayer (ბერბერული).

ისტორია[რედაქტირება]

უძველეს დროში თანამედროვე ალჟირის ტერიტორია დასახლებული იყო ძველილიბიური ტომებით. სანაპიროზე მდებარეობდა ფინიკიური კოლონიები. ძვ. წ. III-ძვ. წ. II საუკუნეებში აქ მდებარეობდა ნუმიდიის სახელმწიფო, რომელიც ძვ. წ. I საუკუნეში დაიპყრო რომმა და ძვ. წ. 47 წელს გადაიქცა მის პროვინციად.

ახ. წ. V საუკუნეში ჩრდილოეთ აფრიკის სანაპირო, მათ შორის ალჟირის ტერიტორია დაიპყრეს ვანდალებმა, რომლებიც VI საუკუნეში განდევნეს ბიზანტიელებმა. VII საუკუნეში ჩრდილოეთ აფრიკას იპყრობენ არაბები და ალჟირის ტერიტორიაც შედის არაბთა სახალიფოს შემადგენლობაში. დაიწყო ალჟირის ისლამიზაცია.

761-909 წლებში ალჟირის ტერიტორიაზე არსებობდა აბადიტების მიერ დაარსებული რუსტამიდების სახელმწიფო.

944 წელს ბერბერების თავადმა ბოლოგინ იბნ ზირიმ დააარსა ქალაქი ელ-ჯაზაირი (თანამედროვე დედაქალაქი ალჟირი). ზირის შთამომავლები ქვეყანას სათავეში ედგნენ 1148 წლამდე. 1148-1269 წლებში ალჟირს ალმოჰადების დინასტია მართავს, მათი მმართველობის შემდეგ ქვეყანა იშლება რამდენიმე წვრილ სახელმწიფოდ.

1492 წელს ქვეყანაში დასახლდნენ ესპანეთიდან დევნილი მავრები და ებრაელები, რომლებიც თავს ირჩენენ მეკობრეობით. ამის გამო არაგონის მეფე ფერდინანდ II თავს დაესხა მათ, 1506 წელს დაიპყრო ქალაქი ბუჟია, ხოლო 1509 წელს ქალაქები ორანი და ალჟირი. 1518 წლისათვის ესპანელებმა ხელში ჩაიგდეს ალჟირის მტელი სანაპირო, ადგილობრივმა მმართველებმა დასახმარებლად ოსმალებს მოუხმეს, შედეგად ალჟირი გახდა ოსმალეთის პროვინცია და მის შემადგენლობაში დარჩა XVIII საუკუნემდე. 1711 წელს ოსმალეთისაგან დამოუკიდებლობას მიაღწია.

XIX საუკუნიდან დაიწყო ფრანგული კოლონიზაცია. 1848 წელს ქვეყანა გამოცხადდა საფრანგეთის ტერიტორიად და დაიყო დეპარტამენტებად, რომელთაც სათავეში პრეფექტები ჩაუდგნენ. პრეფექტები ემორჩილებოდნენ გენერალ-გუბერნატორს.

მეორე მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის კაპიტულაციის შემდეგ ალჟირი გერმანიისა და იტალიისათვის საკვებისა და ნედლეულის წყარო ხდება. ომის შემდეგ ქვეყანაში აქტიურდება განმათავისუფლებელი მოძრაობა. 1954 წელს ჩამოყალიბდა ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა.

საფრანგეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა 1962 წელს. პირველ მთავრობას სათავეში ჩაუდგა აჰმედ ბენ ბელა. 1965 წელს განხორციელდა სამხედრო გადატრიალება და ხელისუფლებაში მოვიდა თავდაცვის მინისტრი ჰუარი ბუმედიენი. ქვეყანაში დამყარდა ერთპარტიული სისტემა. 1979-1992 წლებში პრეზიდენტია შადლი ბენჯედიდი. 1989 წლიდან გამოჩნდა შეზღუდული პოლიტიკური პლურალიზმის ნიშნები. 1990 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ისლამურმა ფუნდამენტალისტურმა ფრონტმა. ისლამისტების გააქტიურებას მოჰყვა სამხედროთა მოსვლა ხელისუფლებაში: ქვეყანას მართავდნენ მუჰამედ ბუდიაფი (1992-1993), ალი ჰუსეინ კაფი (1993-1994), ლიამინ ზერუალი (1994-1999). მას შემდეგ სამხედრო ხელისუფლებისა და ისლამისტი რადიკალების დაპირისპირება, რომელიც ხშირად სისხლიან კონფლიქტებში გადადის, ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების საფუძვლად იქცა. 1999 წლიდან ქვეყნის პრეზიდენტია ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდელაზიზ ბუტეფლიკა. 2001 წლის ოქტომბერში, ბერბერი ახალგაზრდობის მრავალთვიანი გამოსვლების შემდეგ, ოფიციალურად იქნა აღიარებული ბერბერული ენა და ამ ეთნიკური უმცირესობის პოლიტიკური და კულტურული უფლებები.

არაბული გაზაფხულის პერიოდში ქვეყანაში მასობრივი დემონსტრაციები გაიმართა, შედეგად პრეზიდენტმა 2011 წლის 3 თებერვალს განაცხადა 19-წლიანი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების შესახებ[1].

გეოგრაფია[რედაქტირება]

Algeria CIA map.png

ალჟირი აფრიკის კონტინენტის ერთ-ერთი უდიდესი ქვეყანაა, რომელიც ჩრდილოეთ აფრიკაში, მაროკოსა და ტუნისს შორის მდებარეობს. ფართობი: 2.381.740 კვ.კმ. ტერიტორიის 80% უდაბნოს უჭირავს.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი აბდელაზიზ ბუტეფლიკა (Abdelaziz BOUTEFLIKA, 1999 წლიდან). მთავრობის მეთაური: პრემიერ-მინისტრი აჰმედ უიაჰი (Ahmed OUYAHI, 2003 წლიდან).
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (380+144 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 48 ვილაიეთი (Wilayat).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

1950-იან წლებში აღმოჩენილ იქნა ნავთობისა და გაზის საბადოები, რომლის ექპორტით ზღვით ხდება საფრანგეთსა და იტალიაში.

  • რესურსები : ნავთი, ბუნებრივი აირი, რკინის მადანი, ფოსფატები, ურანი, ტყვია, თუთია.
  • ექსპორტი : ნავთობი, ბუნებრივი გაზი, ზეთისხილი, ღვინო.
  • ეროვნული შემოსავალი: ერთ სულზე 1.720 $.
  • ვალუტა : ალჟირული დინარი (DZD).

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • ალჟირი - ძველი ქალაქი, ანტიკური და ძველი ისტორიის მუზეუმი;
  • ორანი - დიდი მეჩეთი და ციტადელი; ბენი ჰამად ალ-კალა (ნაქალაქარი, მე-11 ს.).
  • მზაბის ველის ფორტიფიკაციები, ჯამილას კომპლექსი, ქასბა (ისლამური ქალაქი); ფინიკიური, რომაული და ბიზანტიური ქალაქების ნანგრევები ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე.

გალერეა[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Ageron, Charles-Robert (1991). Modern Algeria – A History from 1830 to the Present. Translated from French and edited by Michael Brett. London: C. Hurst & Co. ISBN 978-0-86543-266-6.
  • Aghrout, Ahmed; Bougherira, Redha M. (2004). Algeria in Transition – Reforms and Development Prospects. Routledge. ISBN 978-0-415-34848-5.
  • Bennoune, Mahfoud (1988). The Making of Contemporary Algeria – Colonial Upheavals and Post-Independence Development, 1830–1987. Cambridge: Cambridge University Press. ISBN 978-0-521-30150-3.
  • Frantz Fanon (1966; 2005 paperback). The Wretched of the Earth. Grove Press. ASIN B0007FW4AW, ISBN 978-0-8021-4132-3.
  • Alistair Horne (1977). A Savage War of Peace: Algeria 1954–1962. Viking Adult. ISBN 978-0-670-61964-1, ISBN 978-1-59017-218-6 (2006 reprint)
  • Laouisset, Djamel (2009). A Retrospective Study of the Algerian Iron and Steel Industry. New York City: Nova Publishers. ISBN 978-1-61761-190-2.
  • Roberts, Hugh (2003). The Battlefield – Algeria, 1988–2002. Studies in a Broken Polity. London: Verso Books. ISBN 978-1-85984-684-1.
  • Ruedy, John (1992). Modern Algeria – The Origins and Development of a Nation. Bloomington: Indiana University Press. ISBN 978-0-253-34998-9.
  • Stora, Benjamin (2001). Algeria, 1830–2000 – A Short History. Ithaca, New York: Cornell University Press. ISBN 978-0-8014-3715-1.
  • Sidaoui, Riadh (2009). "Islamic Politics and the Military – Algeria 1962–2008". Religion and Politics – Islam and Muslim Civilisation (via Google Books). Farnham: Ashgate Publishing. ISBN 0-7546-7418-5.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Algeria to lift emergency powers'. Al-Jazeera (2011-02-03). წაკითხვის თარიღი: 2011-02-03.