ესპანეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ესპანეთის სამეფო
Reino de España
ესპანეთი
ესპანეთის
დროშა გერბი
დევიზი: „Plus Ultra“
„Further Beyond“
ჰიმნი: „Marcha Real“
ესპანეთის მდებარეობა ევროპაში
ესპანეთის მდებარეობა ევროპაში
დედაქალაქი
და უდიდესი ქალაქი
მადრიდი
40°26′ ჩ. გ. 3°42′ დ. გ. / 40.433° ჩ. გ. 3.700° დ. გ. / 40.433; -3.700
ოფიციალური ენა ესპანური [ა]
აღიარებული რეგიონული ენები
ნაწილობრივ აღიარებული ენები
ეთნიკური ჯგუფები (2011)
ეთნოქორონიმი ესპანელი
მთავრობა უნიტარული საპარლამენტო კონსტიტუციური მონარქია
 -  მონარქი ფილიპე VI
 -  პრემიერ-მინისტრი მარიანო რახოი
საკანონმდებლო ორგანო გენერალური კორტესები
 -  ზედა პალატა სენატი
 -  ქვედა პალატა დეპუტატთა კონგრესი
ფორმირება
 -  დინასტიური 1479 
 -  დე ფაქტო 1516 
 -  დე იურე 1715 
 -  ეროვნული სახელმწიფო 1812 
 -  საკონსტიტუციო დემოკრატია 1931 
 -  ამჟამინდელი დემოკრატია 1978 
 -  დაარსდა ევროპული
თანამეგობრობა

(ამჟამად ევროკავშირი)
1 იანვარი, 1986 
ფართობი
 -  სულ 504 645[1] კმ2 (52-ე)
 -  წყალი (%) 1.04
მოსახლეობა
 -  2014 შეფასება 46 464 053[2] (30-ე)
 -  2011 აღწერა 46 815 916[3]
 -  სიმჭიდროვე 92 კაცი/კმ2 (106-ე)
მშპ (მუპ) 2014 შეფასება
 -  სულ $1.425 ტრილიონი[4] (მე-14)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $30 637[4] (33-ე)
მშპ (ნომინალი) 2014 შეფასება
 -  სულ $1.415 ტრილიონი[4] (მე-13)
 -  ერთ სულ მოსახლეზე $30 432[4] (28-ე)
ჯინი (2013) 33.7[5]
საშუალო
აგი (2013) Steady2.svg 0.869[6]
ძალიან მაღალი · 27-ე
ვალუტა ევრო () (EUR)
სასაათო სარტყელი CET (UTC+1)
 -  ზაფხული (DST) CEST (UTC+2 [გ])
თარიღის ფორმატი დდ.თთ.წწწწ
მოძრაობა მარჯვენა
სატელეფონო კოდი +34
ISO 3166 კოდი ES
ინტერნეტ-დომენი .es [დ]
ა. ^  1978 წლის ესპანეთის კონსტიტუციის მე-3 მუხლით სახელმწიფო ენად განისაზღვრება კასტილიური.[7] ზოგიერთ ავტონომიურ გაერთიანებებში, კატალანური, გალისიური და ბასკური ოფიციალურთან გათანაბრებული ენებია. არაგონულსა და ასტურიულს ოფიციალური აღიარების გარკვეული დონე გააჩნიათ.
ბ. ^  87% შეიძლება მოიცავდეს იმიგრანტ ესპანელებსაც.
გ. ^  კანარის კუნძულების გარდა, რომელიც მდებარეობს UTC+0 (WET) და ზაფხულში UTC+1.
დ. ^  ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებთან ერთად, აგრეთვე გამოიყენება დომენი .eu. აგრეთვე .cat დომენი გამოიყენება კატალანურად მოლაპარაკე რეგიონებში.

ესპანეთი (ესპ. España), ოფიციალურად ესპანეთის სამეფო (ესპ. Reino de España) — სახელმწიფო ევროპის სამხრეთ-დასავლეთით, პირენეის ნახევარკუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ესპანეთი კონსტიტუციური მონარქიაა, საკანონმდებლო ორგანოა გენერალური კორტესები, რომელიც შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი), სახელმწიფოს მეთაურია მეფე ფილიპე VI. ესპანეთის სამეფოს შემადგენლობაში შედის 17 ავტონომიური რეგიონი, აგრეთვე ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროზე მდებარე ორი ავტონომიური ქალაქი. ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია. ესპანეთის ეროვნული დღესასწაული არის ესპანელი ერის დღე, რომელიც ქრისტეფორე კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის დღეს, 12 ოქტომბერს აღინიშნება.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად — ესპანეთის სამეფო; ესპანურად — Reino de España.
  • ეტიმოლოგია — სავარაუდოდ სახელს სემიტური წარმომავლობა აქვს და ნიშნავს „დამალულს“. სხვა ვერსიით იგი ფინიკიურისგან წარმოსდგება და ნიშნავს „კურდღლების სანაპიროს“.
  • ქვეყნის კოდი — ES.

გეოგრაფია და ბუნება[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის გეოგრაფია.
Sp-map KA.png
ესპანეთის ფიზიკური რუკა

ქვეყანა დასავლეთ ევროპაში მდებარეობს და პირენეის ნახევარკუნძულის 84% უკავია. მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, ანდორა, პორტუგალია. ეკუთვნის კუნძულები ატლანტის ოკეანესა და ხმელთაშუა ზღვაში, ასევე ტერიტორიები ჩრდილოეთ აფრიკაში. რელიეფში ჭარბობს დაბალი და საშუალო სიმაღლის პლატოები და მთები. ქვეყანა მდიდარია სასარგებლო წიაღისეულით (მათ შორის ნახშირითა და ვერცხლისწყლით).

ესპანეთის სანაპირო ზოლის მნიშვნელოვან ნაწილში ჰავა ხმელთაშუა ზღვიურია, შიგა რაიონებში კი უფრო კონტინენტური. ტყეებს ტერიტორიის მხოლოდ 10% უკავია.

ესპანეთი შვეიცარიის შემდეგ ყველაზე მაღალმთიანი ქვეყანაა ევროპაში. მთები და მთაგრეხილები მისი ტერიტორიის 90%–ს შეადგეს. მესეტის მთაგრეხილი იკავებს ქვეყნის თითქმის 1/2-ს. მესეტის დასავლეთ ნაწილში ტექტონიკური კანიონები და მდინარეების კალაპოტებია, აღმოსავლეთით ის უფრო მოსწორებულია. ცენტრალური კორდილიერები მესეტას ყოფენ ჩრდილოეთ და სამხრეთ ნაწილებად. მესეტის ჩრდილოეთით ბისკაის ყურის სანაპიროზე გადაჭიმულია კანტაბრიის მთები, რომლებიც წარმოადგენენ ესპანეთის ყველაზე ძნელად მისადგომ მთათა სისტემის — პირინეის გაგრძელებას, რამდენიმე პარალელური სისტემა აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გადაჭიმულია 450კმ. პირინეის მთების საშუალო სიმაღლე დაახლოებოთ 2500 მეტრია. ყველაზე მაღალი წერტილია ანეტო (3404მ). პირენეების სამხრეთ ფერდობი წარმოადგენს სამთო ტურიზმის მსხვილ საერთაშორისო ცენტრს. მესეტის ჩრდილო-აღმოსავლეთით გადაჭიმულია იბერიის მთები: სიგრძით 250კმ და სიმაღლით 2313მ (პიკი მონკაო). იბერიის მთებში იღებს სათავეს ესპანეთის ყველაზე მსხვილი მდინარეები. აღმოსავლეთ პირინეებსა და იბერიის მთებს შორის ხმელთაშუა ზღვამდე გადაჭიმულია არც თუ ისე მაღალი კატალონიის მთები. ქვეყნის სამხრეთ აღმოსავლეთში განლაგებულია კორდილიერა – ბეტიკას მთათა სისტემა. ცენტრში — სიერა–ნევადას მთები.

ტერიტორიის დარჩენილი 10% უკავია ანდალუზიის დაბლობს სიერა-მორენასა და კორდილიერა-ბეტიკას შორის (სადაც მიედინება მდინარე გვადალკვივირი), არაგონის დაბლობი მდინარე ებროს ხეობაში და რამდენიმე პატარა დაბლობი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე. ესპანეთის სანაპიროები ძალიან მრავალფეროვანია დიუნებით, ქვიშიანი და სილიანი სანაპიროებით. გალისიის სანაპიროს ნაწილი ნორვეგიის ფიორდების მსგავსია, ხოლო ჩრდილო სანაპირო ცნობილია მცირე ზომის გამოქვაბულებით. ხმელთაშუა ზღვის სანაპიროებზე გვხვდება უდაბური ლაგუნები და ჭაობები.

  • ფართობი — 504.782 კვ.კმ.
  • ბუნება — გეოგრაფიული რაიონები – ცენტრალური ესპანეთი (el Centro) მესეტის პლატოთი, ჩრდილოეთი (el Norte), აღმოსავლეთი (el Este) ხმელთაშუა ზღვის სანაპირო ზოლში, სამხრეთი (el Sur) ხმელთაშუა ზღვასა და ატლანტის ოკეანეს შორის მოქცეული არე. მთათა სისტემები - პირენეები, სიერა მორენა, იბერიისა და კანტაბრიის მთები; უმაღლესი მწვერვალები (მ) - პიკო დე ტეიდე 3.718 (კანარის კ-ებზე), მულასენი 3.478, პიკო დე ანეტო 3.404; მთავარი მდინარეები (კმ) - ებრო 910, ტახო (ტეჟუ) 790 (სულ 1.007), გვადიანა 778, დუერო 700 (სულ 895), გვადალკვივირი 657; უდიდესი ტბა - ემბალსე დე ალკანტარა (ხელოვნური); მთ. კუნძულები (კვ.კმ) - კანარის 7.447 (მათ შორის: ტენერიფე 2.034, ფუენტევენტურა 1.660, დიდი კანარი 1.560, ლანზაროტე 846, ლა-პალმა 708), ბალეარის 4.992 (მათ შორის: მაიორკა 3.640);
  • ბუნებრივი რესურსები — ქვანახშირი, რკინის მადანი, ურანი, ვერცხლისწყალი, პირიტი, თაბაშირი, თუთია, ტყვია, ვოლფრამი, სპილენძი, ჰიდროენერგია, სასოფლო-სამეურნეო მიწები.

ჰავა[რედაქტირება]

ესპანეთისთვის დამახასიათებელია სუბტროპიკული ხმელთაშუაზღვიური ჰავა ცხელი, მწველი ზაფხულითა და რბილი, წვიმიანი ზამთრით. საშუალო ტემპერატურა იანვარში მერყეობს +8 °C-დან +12 °C-მდე, ივლისში +18 °C–დან + 28 °C–მდე. ესპანეთის მრავალფეროვანი და კონტრასტული ჰავა აიხსნება რელიეფის სირთულით, ატლანტის ოკეანისა და აფრიკის კონტინენტის კლიმატის ზემოქმედებით. ყველაზე მეტი ნალექი მოდის ჩრდილოეთში და ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში (წლიური ნალექის რაოდენობა აქ 1000 მმ-ზე მეტია, მთიან რაიონებში კი — 1500-2000 მმ), ცენტრალური და სამხრეთ აღმოსავლეთი რაიონები უფრო მშრალია (წლიური ნალექიანობა 500მმ-ზე ნაკლებია). გამოიყოფა მაღალმთიანი რაიონები ცივი ზამთრით, უხვი თოვლიანობითა და გრილი ზაფხულით, რომელიც მშრალია სამხრეთში, ნესტიანი და წვიმიანი — ჩრდილოეთ ესპანეთი. პირინეებში თოვლის ხაზი 2800 მეტრზეა. ესპანეთში, საბერძნეთისა და იტალიიის მსგავსად, ევროპაში ყველაზე ბევრი მზიანი დღეა.

მდინარეები და ტბები[რედაქტირება]

ესპანეთში საკმაოდ ბევრი, მაგრამ მცირეწყლოვანი მდინარეთა სისტემაა, რომლებიც როგორც ატლანტის ოკეანის, ასევე ხმელთაშუა ზღვის აუზსაც მიეკუთვნებიან. განსაკუთრებით მნიშვნელოვან მდინარეთა სისტემებს წარმოადგენს ატლანტის ოკეანის აუზში შემავალი მდინარეები დუერო (780კმ), ტეჟო (1010კმ), გვადიანა (820კმ), გვადალკვივირი (680კმ) და ასევე ებრო (928კმ), რომელიც ხმელთაშუა ზღვაში ჩაედინება. ესპანეთის სხვა მსხვილი მდინარეებიდან გამოიყოფა მინო (340კმ), ატლანტიკისაუტი, ხუკარი (498კმ) და სეგურა (341კმ).

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

თუ არ ჩავთვლით კანარის კუნძულებს, ესპანეთში ითვლიან დაახლოებით 8000 ჯიშის მცენარეს. ოდესღაც ვრცელი ტყეებისაგან მხოლოდ მცირე ნაწილი დარჩა, ძირითადად ჩრდილოეთში. მცენარეების საფარი ჩრდილოეთის ნესტიან და დანარჩენ მშრალ ნაწილში მკვეთრად არის განსხვავებული. ჩრდილოეთისათვის დამახასიათებელია ფართოფოთლოვანი ტყეები, ასევე არის ფოთოლმცვენი მუხა. „მშრალი“ ესპანეთი ღარიბია ტყეებით, აქ გავრცელებულია მარადმწვანე მუხის ჯიშები, ასევე ხმელთაშუა ზღვის მცენარეები. ქვეყნის ცენტრალურ ნაწილსა და სამხრეთის მთებში, გვხვდება შავი ფიჭვის ტყეები. „მშრალ“ ესპანეთში ყველაზე მეტადა გავრცელებულია მარადმწვანე ხმელთაშუაზღვის ტიპის ბუჩქები და ნახევრად ბუჩქოვანი (გარიგები), ქვეყნის აღმოსავლეთში გარიგებს ენაცვლებამაღალი ბალახები. ესპანეთი ძალიან მდიდარი და მრავალფეროვანი ფაუნით გამოირჩევა, ჩრდილოეთში ფაუნა შუაევროპულია (ბევრია ირემი, შველი და ტახი), მთის რაიონებში შემორჩა წმინდა სისხლის ირემი და პირინეის მთის თხები. კანტაბრიისა და ლეონის მთებში გვხვდება მურა დათვი, მტაცებლებიდან მგელი და მელა. ესპანეთი ევროპაში ყველაზე მდიდარ ქვეყნად ითვლება ფრინველთა ჯიშის რაოდენობით. ზაფხულში აქ შეგვიძლია ვნახოთ 25 სახეობის მტაცებელი ფრინველი (ქორი,არწივი, შავარდენი). ბევრია წყალმცურავი სახეობები ( იხვი, ბატი, ფლამინგო, წერო ), ქვეწარმავლებიდან კუ, გველი,ქამელეონი, მორიელი, ასევე მდიდარია თევზებით.

სახელმწიფო[რედაქტირება]

ესპანეთის მონარქის ოფიციალური რეზიდენცია
  • პოლიტიკური სისტემა — კონსტიტუციური მონარქია.
  • სახელმწიფოს მეთაური — მეფე ფილიპე VI.
  • მთავრობის მეთაური — პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო — გენერალური კორტესები, შედგება სენატისა (256 წევრი) და კონგრესისაგან (350 წევრი).
  • ეროვნული დღესასწაული12 ოქტომბერი — ესპანელი ერის დღე (ქ.კოლუმბის მიერ ამერიკის აღმოჩენის თარიღი).

დემოგრაფია[რედაქტირება]

სამეფოს მოსახლეობა მრავალფეროვანია. ეროვნულ უმცირესობაში გამოირჩევიან ბასკები, გალისიელები და კატალონიელები. სიმჭიდროვე მაღალია ცენტრსა და სანაპირო ზოლში. მოსახლეობის 80% ცხოვრობს ქალაქებში. გაბატონებული რელიგია კათოლიციზმია.

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის ეკონომიკა.

ქვეყნის ეკონომიკურ ცხოვრებაში, მსგავსად სხვა პოსტინდუსტრიული ქვეყნებისა, წამყვანი პოზიცია უკავია მომსახურების სფეროს. უდიდესია ტურიზმის როლი. მრეწველობაში, ძირითადად უცხოური კაპიტალის დახმარებით ვითარდება ულტრათანამედროვე დარგები, მიმდინარეობს ტრადიციული დარგების მოდერნიზაცია. მნიშვნელოვანია აგრობიზნესის როლი, რაშიც წამყვანია მემცენარეობა. ესპანეთი ზეთისხილისა და მეციტრუსეობის კლასიკური ქვეყანაა. ზეთისხილის მოყვანით ესპანეთი პირველია მსოფლიოში. 50 პროვინციიდან ზეთისხილი მოჰყავთ 34-ში. ზეთისხილის ნარგავებს უკავია დამუშავებული მიწების 10%. ციტრუსების ექსპორტით ესპანეთს ბადალი არ ჰყავს მსოფლიოში.

ესპანეთში ასევე განვითარებულია ეკონომიკის შემდეგი დარგები: საფეიქრო მრეწველობა, აგრობიზნესი, ქიმიური მრეწველობა, გემთმშენებლობა, მსუბუქი მანქანების წარმოება, მძიმე მანქანათმშენებლობა, მსუბუქი მანქანათმშენებლობა, თევზის რეწვა და სხვ.

ესპანეთი ინდუსტრიულ-აგრარული ქვეყანაა, ერთობლივი ეროვნული პროდუქტის მოცულობით (570 მლრდ $) მსოფლიოში მე-10 ადგილი უკავია.

  • ე.ე.პ. სტრუქტურა (%) — სოფლის მეურნეობა — 3, მრეწველობა — 33, მომსახურება — 63;
  • ე.ე.პ. (1 სულზე) — 14.490 $.
  • უდიდესიკომპანიები — მარჩეი, ფიერო, ურკიხო, გარიჩესო, რუის-მატეოსი.
  • ექსპორტი — ავტომობილები, ღვინო, ხილი, ბოსტნეული, ქიმიკატები, ფოლადი.
  • ბიუჯეტი — 105,000 მლნ $.
  • ვალუტაევრო (EUR); 2002 წლამდე ესპანური პესეტა.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ესპანეთში ფართოდაა გავრცელებული საავტომობილო მაგისტრალების ქსელი, რომელიც დაახლოებით 340 ათასი კმ–ს შეადგენს, ამასთან, 7 ათასი კმ დიდი გამტარობის მქონე მაგისტრალებია. მაღალსიჩქარიანი გზების მეშვეობით უპრობლემოდ შეგიძლიათ გადაადგილდეთ პირინეის მთებიდან ანდალუზიამდე როგორც ხმელთაშუა ზღვის გასწვრივ, ასევე მადრიდის გავლით, რომელიც ყველა სატრანსპორტო არტერიის მთავარ კვანძს წარმოადგენს. საერთაშორისო საავტობუსო მარშუტები მოსახერხებელი და ეფექტურია. არსებობს ავტობუსის მომსახურება, როგორც შორეულ ისე ახლო მარშუტებზე. ესპანეთის სარკინიგზო ხაზი გადაჭიმულია დაახლოებით 15 ათას კმ-ზე, რომლიდანაც 471კმ შეადგენს სწრაფმავალ გზას მადრიდი–სევილია (მოძრაობის სიჩქარე 250კმ/სთ), ასევე სწრაფი მატარებელი ტალგო(200 კმ/სთ) დადის მარშუტებზე მადრიდი-მალაგა და მადრიდი-კადისი. როგორც საავტომობილო, სარკინიგზო ქსელი რადიალურად იტოტება გადის მადრიდიდან ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე. მგზავრების გადაყვანა საზღვაო გზებით თანდათან მნიშვნელოვან მაჩვენებელს აღწევს ისეთ პორტებში, როგორიცაა ალხესირას პორტი (3,8 მილიონი ადამიანი), სეუტა (2,2 მილიონი) სანტა კრუს დე ტენერიფე (2,6 მილიონი). ხმელთაშუაზღვის კომპანია „ტრანსმედიტერია“ რეგულარულად ასრულებს მარშრუტებს პირინეის ნახევარკუნძულისა და აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს შორის. საზღვაო ტრანსპორტში ჩართულია დაახლოებით 430 გემი. უცხოელი ტურისტების თითქმის მესამედი ესპანეთში სამოგზაუროდ ირჩევს საჰაერო ტრანსპორტს. ესპანეთის აეროპორტებში ყოველწლიურად დაახლოებით 50 მილიონი მგზავრი მოძრაობს (გადის). 42 აეროპორტიდან 34 ასრულებს რეგულარულ გადაზიდვებს ყველაზე მსხვილია მადრიდის აეროპორტი. 2009 წელს ბარახას აეროპორტით დაახლოებით 32,383,191 მგზავრმა ისარგებლა.

ტურიზმი[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ტურიზმი ესპანეთში.

2008 წლის მონაცემებით ესპანეთში 58,7 მილიონი ტურისტი ჩავიდა. ესპანეთი მსოფლიოს ყველაზე მონახულებად ქვეყნებს შორის მესამე ადგილზეა. ესპანეთში მოგზაურობა ნიშნავს შეხვედრას მზესთან, შესანიშნავ სამზარეულოსთან, სტუმართმოყვარეობასა და სიცოცხლის სიხარულთან, ასევე შეხვდებით უძველესი ცივილიზაციის ნაკვალევს, თვალწარმტაც და უნიკალურ პეიზაჟებს. ესპანეთის მრავალფეროვანი ბუნება, გეოგრაფიული, კლიმატური და პეიზაჟების კონტრასტი მის ყველა რაიონში იგრძნობა.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის ისტორია.

მე-20 საუკუნის დასაწყისში ქვეყანაში აქტიური პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობდა, რაც სამოქალაქო ომში გადაიზარდა (1936-1939). 1975 წლამდე ქვეყანას მართავდა დიქტატორი გენერალი ფრანსისკო ფრანკო, რის შემდეგაც აღდგენილ იქნა მონარქია. 1986 წელს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდა.

  • ესპანეთის მმართველები.

1875-1885 : ბურბონების სახლი (ალფონსო XII)
1885-1886 : ბურბონების სახლი (მარია დე-ლას-მერსედესი)
1886-1931 : ბურბონების სახლი (ალფონსო XIII)
1931-1939 : ესპანეთის მეორე რესპუბლიკა
1939-1975 : ფრანკოს დიქტატურა
1975-დღემდე : ბურბონების სახლი (ხუან კარლოს I)

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

  • არქიტექტურა - კორდოვის ისტორიული ცენტრი, ალჰამბრა, ესკორიალის მონასტერი მადრიდში, ძველი ქალაქი სეგოვია და მისი აკვედუკი, ისტორიული ქალაქი ტოლედო, ოვიედოს ასტურიული მონუმენტები, სანტა მარია დე გვადალუპეს სამეფო მონასტერი;
  • ლიტერატურა - ესპანური ეპოსი: სიმღერა ჩემს სიდზე (XII ს.).

კულტურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ესპანეთის კულტურა.

ფლამენკო[რედაქტირება]

ფლამენკო (ესპანურად_Flamenco) არის ესპანური მუსიკისა და ცეკვის ჟანრი,რომელიც წარმოიშვა ანდალუსიაში.საბოლოოდ ჩამოყალიბებული სახე მან XVIII საუკუნეში მიიღო.ფლამენკო ესპანურ,ბოშურ და არაბულ ფოლკლორის ელემენტებს შეიცავს. მისთვის დამახასიათებელია ცეკვა და სიმღერა გიტარის თანხლებით. ცეკვას თან ახლავს შეძახილები, ტაში, თითების ტკაცუნი, მამაკაცები ცეკვას ასრულებენ ფეხების ძლიერი რიტმული მოძრაობით, ქალები ხელებისა და ტანის ცეცხლოვანი მოძრაობით.

კორიდა[რედაქტირება]

კორიდა სათავეს იღებს ბრინჯაოს ხანიდან და უკავშირდება პირინეის ნახევარკუნძულის მცხოვრებ იბერიელებს, რომლებიც ხარებს წმინდა ცხოველებად აღიქვამდნენ. თავიდან ხარის მოკვლა სპეციალური რიტუალი იყო. უკვე ესპანეთის ერთიან სახელწიფოდ ჩამოყალიბების შემდეგ კორიდა მოსახლეობის ელიტარული ნაწილის გასართობი გახდა. თანამედროვე კორიდა გაჩნდა ანდალუზიაში. მასში მონაწილეობას იღებს ხარი 4-დან 6 წლამდე, მისი წონა არ უნდა იყოს 450 კგ-ზე ნაკლები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Anuario estadístico de España 2006. 1ª parte: entorno físico y medio ambiente. წაკითხვის თარიღი: 5 June 2014.
  2. Population Figures at 1 January 2013. Instituto Nacional de Estadística (INE). წაკითხვის თარიღი: 13 August 2013.
  3. Censos de Población y Viviendas de 2011. Instituto Nacional de Estadística (INE). (ესპანური)
  4. 4.0 4.1 4.2 4.3 Spain. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 27 June 2014.
  5. Gini coefficient of equivalized disposable income (source: SILC). Eurostat Data Explorer. წაკითხვის თარიღი: 22 July 2014.
  6. 2014 Human Development Report pp. 21–25 (14 March 2013). წაკითხვის თარიღი: 27 July 2014.
  7. The Spanish Constitution. Lamoncloa.gob.es. წაკითხვის თარიღი: 26 April 2013.