პრაღა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პრაღა
Praha
Prague Montage.jpg
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ჩეხეთის დროშა ჩეხეთი
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 50°05′ ჩ. გ. 14°25′ ა. გ. / 50.083° ჩ. გ. 14.417° ა. გ. / 50.083; 14.417
ფართობი 496 კმ²
სიმაღლე 179-399
მოსახლეობა 1,223,368 კაცი (2008)
სიმჭიდროვე 2,466 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 2
საფოსტო ინდექსი 100 00 - 199 00
საავტომობილო კოდი A
ოფიციალური საიტი http://www.cityofprague.cz
პრაღა (ჩეხეთის რესპუბლიკა)
Red pog.svg

პრაღა (ჩეხ.: Praha) — ჩეხეთის რესპუბლიკის დედაქალაქი და მისი უდიდესი ურბანული ცენტრია. მდებარეობს მდინარე ვლტავაზე ცენტრალურ ბოჰემიაში და დაახლოებით 1.2 მილიონი ადამიანის საცხოვრებელ ადგილად ითვლება (თუმცა სამუშაო ძალების სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ქალაქში დამატებით დაახ. 300.000 ადამიანი რეგისტრაციის გარეშე ცხოვრობს). პრაღა მსოფლიოს ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქადაა მიჩნეული.

ქალაქს რამდენიმე მეტსახელი აქვს დროისა და კონტექსტის მიხედვით, მათ შორის: „ოქროს ქალაქი“, „ოთხმოცდაათიანების მარცხენა სანაპირო“, „ქალაქთა დედა“ და „ევროპის გული“. 1992 წლიდან პრაღის ისტორიული ცენტრი იუნესკოს მიერ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაშია შეტანილი.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

პრაღის მთავარი სატრანსპორტო სისტემაა მეტროპოლიტენი, რომელიც შედგება სამი ხაზისაგან (წითელი, ყვითელი, მწვანე). მეტროპოლიტენის საშუალებით თქვენ შეგიძლიათ მიხვიდეთ ქალაქის თითქმის ყველა ღირშესანიშნაობამდე. ქალაქში ასევე კარგად არის განვითარებული ტრამვაის და ავტობუსების სისტემა. ასევე განვითარებულია სანაოსნო სისტემა მდ. ვლტავაზე (არის ძირითადად ტურისტული მარშრუტები). პრაღაში არის ვაცლავ ჰაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება]

კარლის ხიდი და ძველი ქალაქი (მარჯვნივ კარლის ხიდი, მარცხნივ რუდოლფინუმი)


იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 616
რუს.ინგლ.ფრ.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პრაღა&oldid=2838227“-დან