Microsoft

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Microsoft Corporation
Microsoft building 17 front door.jpg
ტიპი: საზოგადო/სააქციო
დაფუძნდა: 4 აპრილი, 1975. აშშ, ალბუკერკე
დამაარსებელი: ბილ გეიტსი, პოლ ალენი
მდებარეობა: აშშ, ვაშინგტონის შტატი, ქალაქი რედმონდი
მფლობელი:
დარგი: კომპიუტერული პროგრამები, მოწყობილობები
პროდუქცია:
ბრუნვა:
საწარმოო შემოსავალი: US$26.76 მილიარდი Increase2.svg (2013)
სუფთა მოგება: US$21.86 მილიარდი Increase2.svg (2013)
თანამშრომელი: 97,000 (2013)
შვილობილები: Microsoft-ის შვილობილი კომპანიების სია

Microsoft Corporation (მაიკროსოფტის კორპორაცია) — მულტინაციონალური კომპიუტერული ტექნოლოგიების კორპორაცია, რომლის სათავო ოფისი ვაშინგტონში, რედმონდში მდებარეობს. კომპანია ამზადებს, აპატენტებს და ლობირებს კომპიუტერული მოწყობილობებისთვის განკუთვნილი პროგრამული უზრუნველყოფის ფართო სპექტრს. ბოლო დროს კი, ის აპარატულ უზრუნველყოფის წარმოებაც დაიწყო. კომპანია 1975 წლის 4 აპრილს ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ იქნა დაარსებული. დღესდღეისობით Microsoft-ი მსოფლიოს უდიდესი პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიათა სიაში პირველ ადგილს იკავებს, ასევე ის მოწინავე ადგილს იკავებს მსოფლიოს გიგანტებს შორის როგორებიც არიან Apple Inc., ExxonMobil და IBM. 2005 წლის მონაცემებით Microsoft-ის წლიურმა შემოსავალმა 39,79 მილიარდ ამერიკულ დოლარს გადააჭარბა. 2011 წელის მაისში, Microsoft-ის კომპანიამ შეიძინა Skype-ის აქციები 8,5 მილიარდ ამერიკულ დოლარად, რაც დღემდე Microsoft-ის უდიდეს შენაძენად ითვლება.

2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ში დასაქმებულთა რაოდენობა, მთელი მსოფლიოს მასშტაბით 97,000 ადამიანს აღემატება, 105 ქვეყანაში.მისი ყველაზე პოპულარული პროდუქტია Microsoft Windows საოპერაციო სისტემა და Microsoft Office პროგრამული პაკეტი – ორივე მათგანი თითქმის შეუცვლელი პროდუქტი გახდა მთელ მსოფლიოში პერსონალური კომპიუტერების ბაზარზე. კომპანია ასევე აწარმოებს ფართო სპექტრის კომპიუტერულ უზრუნველყოფებს, მათ შორის არის საძიებო სისტემა Bing, Xbox და Kinect, რომლებმაც დიდი პოპულარობა ჰპოვეს ვიდეო თამაშების ინდუსტრიაში, ლიდერია ციფრულ მომსახურებაშიც MSN-ს მეშვეობით, ასევე Microsoft Corporation-მა ახლახანს დაიწყო მობილური ტელეფონის საოპერაციო სისტემის, Windows Phone OS-ის წარმოებაც. 2012 წლის ივნისს კომპანია Microsoft-მა განაცხადა, რომ იგი მალე გაყიდვაში ჩაუშვებს პლანშეტურ კომპიუტერს Microsoft Surface-ს. 2013 წლის მონაცემებით Microsoft Corporation-ის შემოსავალი 77.85 მილიარდ ამერიკულ დოლარს შეადგენს, ხოლო კომპანიის დამაარესებელი, ბილ გეითსი, პლანეტის უმდიდრეს ადამიანთა სიაში მეორე ადგილზეა (რამდენიმე წლის განმავლობაში ის იყო პირველ ადგილზე).

სახელი Microsoft შედგება სიტყვებისგან "microcomputer-software". პირველად 1975 წელს, ბილ გეიტსის მიერ პოლ ალენისთვის ერთ-ერთ მიწერილ წერილში იქნა სიტყვა "micro-soft" გამოყენებული. ამჟამინდელი სახელწოდება "Microsoft"-ი იქნა დადგენილი 1976 წლის 26 ნოემბერს ნიუ-მექსიკოს შტატში. 2010 წლის 27 მაისიდან, მაიკროსოფტი არის NASDAQ-ის მეორე კაპიტალიზაცია Apple-ის შემდეგ. კომპანიაში დასაქმებულია დაახლოებით 97 ათასი ადამიანი მთელს მსოფლიოში. 2014 წლის 4 თებერვლიდან მას ხელმძღვანელობს სატია ნადელა.

ისტორია[რედაქტირება]

კომპანია მაიკროსოფტი შეიქმნა 1975 წლის 4 აპრილს, ქალაქ ალბუკერკეში, ნიუ-მექსიკოს შტატში, ორი ამერიკელი სტუდენტის, ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ. მათ შექმნეს მთელს ინფორმატიკის ისტორიაში პირველი პროგრამული ენა მიკრო კომპიუტერებისთვის. ბრენდი Microsoft-ი (თავდაპირველად Micro-soft-ი ერქვა, რამდენიმე წლის შემდეგ კი ტირე მოშორდა) იქნა რეგისტრირებული 1976 წლის 26 ნოემბერს. იმ დროის სხვა პროგრამისტებისგან განსხვავებით, რომლებიც ყიდიდნენ თავიანთ შექმნილ პროგრამებს ინფორმატიკულ კომპანიებზე, ბილ გეიტსმა და პოლ ალენმა მიაქირავეს თავიანთი Altair Basic-ის ლიცენზია 3 ათას დოლარად MITS-ს, კონტრაქტში შედიოდა, რომ MITS-ს უნდა გადაეხადა 35 დოლარი თითოეულ გაყიდულ ეგზემპლარზე. მაიკროსოფტის ლიცენზია წარმოადგენდა თითოეულ გაყიდულ მიკრო კომპიუტერის ფასის 8.8%-ს. 1977 წელს მაიკორსოფტის BASIC-ი მოხვდა ორ პოპულარულ მიკრო კომპიუტერში, Commodore-ის PET-ში და Tandy-ის TRS-80-ში. თავდაპირველად, მაიკროსოფტი დაარსდა იმისთვის, რომ შეექმნა და გაეყიდა ინფორმატიკული პროგრამები, მათ შორის BASIC-ი Altair 8800-სთვის. შემდგომში გახდა IBM-ის ქვემდებარე კომპანია. 1980-იან წლებში მაიკროსოფტმა შეძლო დომინირება პერსონალური კომპიუტერების საოპერაციო სისტემების ბაზარზე, თავის MS-DOS-ის საოპერაციო სისტემით. მას შემდეგ მაიკროსოფტი გამოეყო IBM-ს. კომპანიის საფონდო ბირჟაზე შესვლამ და მისი საფონდო ბირჟის აქციების ფასების ზრდამ, გაამდიდრა მაიკროსოფტი.

მაიკროსოფტის ბიზნეს სტრატეგიამ, რომელიც გულისხმობს კომპიუტერების გაყიდვას თანდართული Windows-ის საოპერაციო სისტემით, მას შესაძლებლობა მისცა მსოფლიოში კომპიუტერების უმეტესობა მუშაობდეს Windows-ით.

საქმიანობა[რედაქტირება]

მაიკროსოფტი მონაწილოებს სხვა დარგებშიც, როგორიცაა ამერიკული საკაბელო ტელევიზია MSNBC, ვებპორტალი MSN, კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები (კლავიატურა, მაუსი), და სახლის გასართობი პროდუქტები, როგორიცაა Xbox და Zune.

ქრონოლოგია[რედაქტირება]

  • 1975 წელს შეიქმნა მაიკროსოფტი ბილ გეიტსისა და პოლ ალენის მიერ.
  • 1979 წლის 1 იანვარს მაიკროსოფტის შტაბ-ბინა გადადის ქალაქ ალბუკერკედან ვაშინგტონში (Bellevue, Washington).
  • 1980 წელს სტივ ბალმერი უერთდება ბილ გეიტს და პოლ ალენს.
  • 1981 წლის 12 აგვისტოს IBM-ი უშვებს პერსონალურ კომპიუტერს, რომელიც მუშაობს მაიკროსოფტის 16-bit-იან საოპერაციო სისტემა MS-DOS 1.0-ზე.
  • 1983 წლის მაისში მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველ მაუსს, რომელსაც Apple-ის მაუსთან შედარებით ორი ღილაკი აქვს.
  • 1983 წლის სექტემბერში გამოუშვა MS-DOS-ისთვის Word-ის პირველი ვერსია, Office Word-ის წინაპარი.
  • 1986 წლის 26 თებერვალს მაიკროსოფტის შტაბ-ბინა გადადის ქალაქ რედმონდში.
  • 1986 წლის 13 მარტს მაიკროსოფტი შედის საფონდო ბირჟაზე, რომლის აქციების საწყისი ფასია 21 დოლარი და დღეს ამთავრებს 28 დოლარით.
  • 1987 წლის აპრილში გამოუშვა Windows 2.0-ი, რომელიც მუშაობს MS-DOS-ზე და აქვს ახალი დიზაინი.
  • 1987 წლის ივლისში მაიკროსოფტი ყიდულობს Forethought Inc-ს რომელიც აწარმოებს PowerPoint-ს.
  • 1987 წლის ოქტომბერში გამოუშვა Excel-ი Windows-ისთვის, რომელიც იყო პირველი პროდუქტი, რომელიც მუშაობდა მარტო ვინდოუსზე.
  • 1989 წლის 1 გავისტოს მაიკროსოფტი უშვებს თავის პირველ Office suite-ს.
  • 1990 წლის 22 მაისს მაიკროსოფტი უშვებს Windows 3.0-ს.
  • 1995 წლის 24 აგვისტოს მიარკოსოფტი უშვებს Windows 95-ს.
  • 1995 წლის 7 დეკემბერს ბილ გეიტსი ისახავს მიზნად ინტერნეტი გააუმჯობესოს მაიკროსოფტით.
  • 1998 წლის 25 ივნის მაიკროსოფტი უშვებს Windows 98-ს.
  • 2000 წლის 13 იანვარს სტივ ბალმერი იქნა დანიშული მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე.
  • 2000 წლის 17 თებერვალს მაიკროსოფტი უშვებს Windows 2000-ს.
  • 2001 წლის 31 მაისს მაიკროსოფტი უშვებს Office XP-ს.
  • 2001 წლის 25 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებს Windows XP-ს.
  • 2001 წლის 15 ნომებერს მაიკროსოფტი უშვებს Xbox-ს.
  • 2002 წლის 7 ნოემბერს მაიკროსოფტი თავის პარტნიორებთან ერთად უშვებს პირველ Tablet PC-ს.
  • 2003 წლის 24 აპრილს მაიკროსოფტი უშვებს Windows Server 2003-ს.
  • 2003 წლის 21 ოქტომბერს მაიკროსოფტი უშვებს Office System-ს.
  • 2005 წლის 22 ნოემბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Xbox 360-ი.
  • 2007 წლის 30 იანვარს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows Vista და Microsoft Office 2007-ი.
  • 2008 წლის 27 თებერვალს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows Server 2008, SQL Server 2008 და Visual Studio 2008.
  • 2009 წლის 3 ივნისს მაიკროსოფტმა გამოუშვა საძიებო სისტემა Bing-ი.
  • 2009 წლის 22 ოქტომბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows 7-ი.
  • 2010 წლის 15 ივნისს მაიკროსოფტმა გამოუშვა Microsoft Office 2010-ი.
  • 2010 წლის 4 ნოემბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Kinect-ი, რომელიც მუშაობს Xbox 360-ზე.
  • 2010 წლის 10 ნოემბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows Phone 7-ი.
  • 2011 წლის 28 ივნისს მაიკროსოფტმა გამოუშვა Microsoft Office 365-ი.
  • 2011 წლის 13 ოქტომბერს მაიკროსოფტმა შეიძინა Skype-ი.
  • 2012 წლის 4 სექტემბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows Server 2012-ი.
  • 2012 წლის 12 სექტემბერს მაიკროსოფტმა გამოუშვბა Visual Studio 2012-ი.
  • 2012 წლის 26 ოქტომბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows 8 და Microsoft Surface-ი.
  • 2012 წლის 29 ოქტომბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Windows Phone 8.
  • 2013 წლის 29 იანვარს მაიკროსოფტმა გამოუშვა Microsoft Office 2013-ი.
  • 2013 წლის 18 თებერვალს მაიკროსოფტმა გამოუშვა Outlook.com-ი.
  • 2013 წლის 21 მარტს მაიკროსოფტმა გამოუშვა Xbox One.
  • 2013 წლის 23 აგვისტოს მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი სტივ ბალმერი აცხადებს რომ იგი დატოვებს თავის თანამდებობას დაახლოებით ერთ წელიწადში.
  • 2013 წლის 3 სექტემბერს მაიკროსოფტი აკეთებს განცხდებას კომპანია Nokia-ს მობილური ქვედანაყოფის შეძენის შესახებ.
  • 2013 წლის 22 ოქტომბერს მაიკროსოფტმა გამოუშვა Surface 2 და Surface Pro 2.

პროდუქცია[რედაქტირება]

Windows 8 logo and wordmark.svg

Windows[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის საოპერაციო სისტემა რომელმაც დიდი წარმატება მოიუტანა მას. ამ საოპერაციო სისტემით მუშოაბს თითქმის მსოფლიოს კომპიუტერების 90%.

Microsoft Office[რედაქტირება]

შეიცავს შემდეგ პროგრამბეს Word-სა, Excel-სა, PowerPoint-სა, Outlook-სა და Access-სა.

Windows Phone[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის სმარტფონის საოპერაციო სისტემა.

Microsoft Expression Studio[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის პროგრამა გრაფიკის შესაქმნელად.

=

Windows Internet Explorer =[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის ინტერნეტ ბრაუზერი.

Windows Media Player[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის პროგრამა რომლის მეშვეობით Windows-ი კითხულობს ვიდეობებს.

Skype[რედაქტირება]

არის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით.

Games for Windows[რედაქტირება]

არის ბრენდი რომლის სახელითაც მაიკროსოფტი უშვებს ვიდეო თამაშებს რომელთაგან არიან Flight Simulator, Age of Empires და GTA IV.

Microsoft Security Essentials[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის ანტივირუსი.

Xbox[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტრის ვიდეო თამაშის კონსოლი.

Zune[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის iPod-ის ვარიანტი.

Surface[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის iPad-ის ვარიანტი.

კომპიუტერული პერიფერია და აქსესუარები[რედაქტირება]

ესენი არიან კლავიშები და თაგვი.

MSN[რედაქტირება]

(The Microsoft Network) მაიკროსოფტის საინფორმაციო და გასართობი საიტი.

OneDrive[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის ვებ გვერდი რომლის საშუალებითაც მის მომხმარებელს შეუძლია ფაილების ვებ გვერდზე ატვირთვა და შენახვა.

Outlook.com[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის ელექტრონული ფოსტის ვებ სერვისი.

Bing[რედაქტირება]

არის მაიკროსოფტის მიერ შექმნილი საძიებო სისტემა.

Windows Live Messenger[რედაქტირება]

არის მაირკოსოფტის პროგრამა რომლის საშუალებითაც შესაძლებელია საუბარი როგორც პერსონალური კომპიუტერების, ასევე ინტერნეტთან კავშირის მქონე სხვა მოწყობილობების საშუალებით. მაიკროსოფტი 2013 წლის 1 მიასიდან Windows Live Messenger-ი შეცვალა Skype-ით.

MSNBC[რედაქტირება]

არის სატელევიზიო არხი. 2012 წლიდან იგი აღარ ეკუთვნის მაიკროსოფტს.

განათლება[რედაქტირება]

მაიკროსოფტს აქვს საგამანათლებლო პროგრამები რომლებიც არიან Microsoft certified systems engineer, Microsoft certified solution developer და Microsoft Certified Professional.

ხელმძღვანებლობა[რედაქტირება]

  • ბილ გეიტსი : ერთ-ერთი მაიკროსოფტის დამაარსებელი. 1975 წლიდან 2000 წლამდე იგი იყო მიაკროსოფტის თავმჯდომარე და აღმასრულებელი დირექტორი, მან თავის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობა დაუთმო სტივ ბალმერს.

დღეს დღეობით ბილ გეიტსი რჩება მაიკროსოფტის თავმჯდომარე და მრჩეველი.

  • სტივ ბალმერი : არის მაიკროსოფტის თანამშრომელი 1980 წლიდან და მაიკროსოფტის აღმასრულებელი დირექტორი 2000 წლიდან.

მან განაცხადა რომ დაახლოებით ერთ წელიწადში დატოვებს Microsoft-ის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას.

ფინანსები[რედაქტირება]

ეს გრაფიკი ასახავს ბოლო 5 წლის განმავლობაში საფონდო ბირჟაზე მაიკორსოფტის აქციის ფასის ცვლილებას [1]

ბრუნვა[რედაქტირება]

2005 წელს მაიკროსოფტის წლიური ბრუნვა იყო 40 მილიარდი დოლარი, იგი 8%-ით გაიზარდა 2004 წელთან შედარებით. 2006 წელს მაიკროსოფტის წლიური ბრუნვა გაიზარდა და შეადგენდა 45 მილიარდ დოლარს, 2007 წელს კი 52 მილიარდ დოლარამდე ავიდა. 2008 წელს მისმა წლიურმა ბრუნვამ 60 მილიარდ დოლარს მიღწია, 2009 წელს 58 მილიარდ დოლარამდე ჩამოვიდა, 2010 წელს 62,5 მილიარდ დოლარს, 2011 წელს 70 მილიარდ დოლარს და 2012 წელს კი მისი წლიური ბრუნვა შეადგენდა 73,73 მილიარდ დოლარს.

საფონდო ბირჟა[რედაქტირება]

საფონდო ბირჟაზე მაიკროსოფტის ამჟამინდელი აქციის ფასია 37.571 დოლარი. 1986 წლის 13 მარტს როცა მაიკროსოფტი პირველად შევიდა საფონდო ბირჟაზე, მისი დასაწყისი აქციის ფასი იყო 21 დოლარი.

Microsoft-ის ლოგოები[რედაქტირება]

მაიკროსოფტის პირველი ლოგო 1975 წლიდან 1981 წლამდე
მაიკროსოფტის ლოგო 2012 წლამდე
მაიკროსოფტის ლოგო 2012 წლიდან

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Microsoft&oldid=2946087“-დან