უფა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
უფა
ბაშკ. Өфө
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ფედერაციის სუბიექტი ბაშკირეთი
საქალაქო ოკრუგი ქალაქი უფა
კოორდინატები 54°44′00″ ჩ. გ. 55°58′00″ ა. გ. / 54.73333° ჩ. გ. 55.96667° ა. გ. / 54.73333; 55.96667
დაარსდა 1574
პირველი ხსენება 1586
ფართობი 707,93 კმ²
ცენტრის სიმაღლე 150
მოსახლეობა 1 077 719 კაცი (2013)
სიმჭიდროვე 1466 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
რუსები, თათრები, ბაშკირელები, უკრაინელები და სხვა.
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლობა, მუსლიმანობა და სხვა.
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი 7 347
საფოსტო ინდექსი 450000—450999
საავტომობილო კოდი 02, 102
ოფიციალური საიტი http://ufacity.info/
უფა (რუსეთი)
Red pog.svg

უფა (რუს.: Уфа́; ბაშკ.: Өфө; თათრ.: Ufa, Öfä; ჩუვაშ.: Ӗпхӳ) — ბაშკირეთის (ბაშკორთოსტანი) დედაქალაქი, რუსეთი. მოსახლეობა: 1,036,026 (2005 დაახ.); 1,042,437 (2002 ცენზი). გეოგრ. კოორდ.: 54°45′N 55°58′E.

უფა დასავლეთ ურალის ერთ-ერთი ინდუსტრიული ცენტრია და მდინარეების ბეალაია და უფას შესართავთან მდებარეობს. ქალაქი პირველად მოხსენიებულია ციხე-სიმაგრის სახით 1574 წელს, რომელიც ივანე IV-ის ბრძანებით ააგეს და თავდაპირველად მისი ადგილმდებარეობის სახელი "ტურა-ტაუ" ერქვა. ქალაქს "უფა" (თურქ. "მცირე") ადგილობრივი მოსახლეობა უწოდებდა და შერჩა კიდეც. 1802 წელს უფა ბაშკირეთის მთავარი ქალაქი გახდა.

დემოგრაფია[რედაქტირება]

2010 წლის აღწერის მიხედვით, ქალაქის მოსახლეობის ეთნიკური შემადგენლობა იყო შემდეგი:

ეთნოსი პროცენტულობა
რუსები 36.1%
თათრები 28.3%
ბაშკირები 17.1%
ჩუვაშები 2.7%
მარიელები 2.6%
უკრაინელები 1.0%
მორდვინები 0.5%
უდმურტები 0.5%

ასევე არიან: სომხები (2,822 ადამიანი), გერმანელები (2,213 ადამიანი), ებრაელები (2,082 ადამიანი) და აზერბაიჯანელები (2,075 ადამიანი).[1]

სქოლიო[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  1. Ethnic composition of population of the Republic of Bashkortostan (according to the All-Russia population census of 2002). Statistical handbook. Bashkortostanstat. Ufa. p. 198
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=უფა&oldid=2597483“-დან