მთავარი გვერდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ამჟამად ქართულ ენაზე ხელმისაწვდომია 98,357 სტატია.

გეოგრაფია · ისტორია · მეცნიერება · რელიგია · საზოგადოება · სამართალი · სპორტი · ხელოვნება · საქართველო

მეგზური · ხშირი შეკითხვები · ქართული კლავიატურის დაყენება · ფორუმი · მოთხოვნილი სტატიები

თვის მიმდინარე პროექტის მთავარი თემაა სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთი კორეა. აირჩიეთ შემდეგი თვის პროექტი.

HSutvald2.svg

რჩეული სტატია

პლანეტური ზომის ობიექტები

პლანეტაციური სხეული, რომელიც ვარსკვლავის ან ვარსკვლავური ნარჩენის ირგვლივ ბრუნავს და რომელიც/რომელმაც: საკმარისად მასიურია, რომ საკუთარი გრავიტაციით მრგვალი ფორმა მიიღოს; იმდენად მასიური არაა, რომ თერმობირთვული სინთეზი შეძლოს; თავისი სამეზობლო გაასუფთავა პლანეტოშენადედებისაგან.

ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს ის.

მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტური სხეული აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით, ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა (თითოეული ობიექტი მზის სისტემის ასტეროიდულ სარტყელშია) და პლუტონი (პირველად აღმოჩენილი ტრანს-ნეპტუნისეული ობიექტი), რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.

პლანეტები ძირითადად ორ მთავარი ტიპად იყოფა: დაბალი სიმკვრივის დიდი გაზური გიგანტები და მცირე კლდოვანი პლანეტები. საერთაშორისო ასტრონომიული კავშირის განმარტებით, მზის სისტემაში 8 პლანეტაა. მზიდან მანძილის ზრდის მიხედვით, ოთხი მათგანი კლდოვანია: მერკური, ვენერა, დედამიწა და მარსი; შემდეგი ოთხი გაზური გიგანტია: იუპიტერი, სატურნი, ურანი და ნეპტუნი. აქედან 6 პლანეტას ერთი ან მეტი ბუნებრივი თანამგზავრი ჰყავს.

HSSubpages.svg

დღის სტატია

Google-ს ლოგო

Google (ზოგჯერ ქართული ასოებით — გუგლი) — ამერიკული კორპორაციის Google Inc, მისი საიტისა და საძიებო სისტემის სახელი. დაარსდა 1996 წლის 4 სექტემბერს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს Google არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია თითქმის ყველა ენაზე (მათ შორის ქართულადაც). მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა, შეიქმნა სან მაიკროსისტემსის მიერ.

„Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლარი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „Google“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „Google“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით.



W-circle.svg

სიახლეები

დენალი

HSDagensdatum.svg

4 სექტემბერი — ამ დღეს...

ჯერონიმო

HSVissteduatt.svg

იცით თუ არა, რომ?

ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
კენ დოერტი