სენეგალი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სენეგალის რესპუბლიკა
République du Sénégal
სენეგალი
სენეგალის
დევიზი: ”Un Peuple, Un But, Une Foi”
ჰიმნი: Pincez tous vos koras, frappez les balafons
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
დაკარი
14°40′ ჩ. გ. 17°25′ დ. გ. / 14.667° ჩ. გ. 17.417° დ. გ. / 14.667; -17.417
ოფიციალური ენა ფრანგული
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი მაკი სალი
ფართობი
 -  სულ 196 723 კმ2 (87-ე)
 -  წყალი (%) 2.1
მოსახლეობა
 -  2005 შეფასებით 11 658 000 (72-ე)
 -  სიმჭიდროვე 59 ად კაცი/კმ2 (137-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $20.504 მილიარდი (109-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $1,759 (149-ე)
აგი (2007) 0.499 (დაბალი) (156-ე)
ვალუტა აფრიკული ფრანკი (XOF)
დროის სარტყელი (UTC +0სთ.)
ქვეყნის კოდი SEN
Internet TLD .sn
სატელეფონო კოდი 221

სენეგალი (ოფიციალურად სენეგალის რესპუბლიკა) — სახელმწიფო დასავლეთ აფრიკაში.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: სენეგალის რესპუბლიკა.
  • ეროვნული: République du Sénégal.
  • ეტიმოლოგია: სახელი ეწოდა მდინარე სენეგალის მიხედვით.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Sg-map KA.png

ქვეყანა მდებარეობს დასავლეთ აფრიკაში ატლანტის ოკეანის სანაპიროზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: მავრიტანია, მალი, გვინეა, გვინეა-ბისაუ, გამბია. ფართობი: 196 192 კვ.კმ.

ბუნება[რედაქტირება]

ტერიტორიის დიდი ნაწილი ტალღოვანი ვაკეა. სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია შთენილი მასივები (სიმაღლე 500 მ-მდე). მწვანე კონცხის ნახევარკუნძულის რაიონში არის ჩამქრალი ვულკანები. სანაპირო დაკარის ჩრდილოეთით მოსწორებულია, სამხრეთით დანაწევრებულია მდინარეთა ესტუარებით. სასარგებლო წიაღისეულიდან მოიპოვება ფოსფორიტები, ალუმინფოსფატები, რკინის მადანი, ილმენიტი, რუტილი, ცირკონიუმი, ქვამარილი, ბოქსიტი. შელფურ ზონაში ნავთობის საბადოებია.

ჰავა სუბეკვატორულია. იანვრის საშუალო ტემპერატურაა 23 °C. ნალექები ჩრდილოეთით 250-300 მმ-ია წელიწადში, სამხრეთით დაახლოებით 1 500 მმ. მთავარი მდინარეებია სენეგალი, კაზამანსი, გამბია (ზემო დინება). ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მოწითალო-მურა ნიადაგებზე, გაუდაბნოებული სავანაა. სამხრეთით აქა-იქ ჩნდება ხეები (აკაცია, ბაობაბი), უფრო სამხრეთით, წითელ-მურა ნიადაგებზე, განვითარებულია ტიპიური სავანა, მდინარე კაზამანსის ქვემო დინებაში შერეული ფოთოლმცვივან-მარადმწვანე ტყეა. სავანაში შემორჩენილია ანტილოპები, ჩრდილო-განაპირა რაიონებში და ეროვნულ პარკებში - ტურა, აფთარი, ჯიქი, ავაზა. ბევრია მღრღნელი, ფრინველი ქვეწარმავალი, მწერი. სანაპირო წყლები მდიდარია თევზით (თინუსი, მაკრელი, სარდინი, ქორჭილა და სხვა). გვხვდება ზვიგენიც.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი მაკი სალი (2012-დან).
  • საკანონმდებლო ორგანო : ერთპალატიანი პარლამენტი (120 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 14 რეგიონი.

დემოგრაფია[რედაქტირება]

  • მოსახლეობა - 10 284 929 (2005), ვოლოფი 43%, პულარი 24%, სერერი 15%.
  • სახელმწიფო ენა : სენეგალის ერთადერთი სახელმწიფო ენა ფრანგულია, რომელსაც მშობლიურის დონეზე ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 10% ფლობს[1], 21% კი ფრანგულს ნაწილობრივ იგებს. სენეგალელთა უდიდესი ნაწილი ადგილობრივ ეროვნულ ენებზე საუბრობს[2], მათ შორისაა ვოლოფი, პულაარი, ჟოლა, მანდინკა.
  • რელიგია : ისლამი.
  • ქალაქები : დაკარი (დედაქალაქი, 2 476 ათასი), ტიესი (270), კაოლაკი (234).

ეკონომიკა[რედაქტირება]

  • რესურსები : თევზი, ფოსფატები, რკინის მადანი.
  • ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე : 470 $.
  • ექსპორტი : თევზის პროდუქტები, ქიმიკატები, ფოსფატი.
  • ვალუტა : აფრიკული ფრანკი (XOF).

ისტორია[რედაქტირება]

სენეგალის ტერიტორიაზე XV საუკუნეში პორტუგალიელები მოვიდნენ. მათ აქედან გაჰქონდათ სპილოს ძვალი, გუმიარაბიკი, ოქროს ქვიშა, XVI საუკუნიდან კი მონებით ვაჭრობაც დაიწყეს. XVI-XVII საუკუნეებში სენეგალის ტერიტორიაზე მიმდინარეობდა ბრძოლა ვაჭრობის მონოპოლიისათვის პორტუგალიას, ნიდერლანდს, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთს შორის. 1633 წელს ფრანგებმა დააარსეს სენეგალის კომპანია, 1638 წელს კი მდინარე სენეგალის შესართავთან - ფაქტორია (1659 წლიდან - ქალაქი სენ-ლუი), რომელიც შემდგომი კოლონიური ექსპედიციების დასაყრდენი პუნქტი გახდა.

კოლონიური სენ-ლუი. 1900 წელი

1895 წელს სენეგალის ტერიტორია საფრანგეთის დასავლეთი აფრიკის შემადგენლობაში შევიდა, დაკარი კი მისი ადმინისტრაციული ცენტრი გახდა (1904 წლიდან). სენეგალის ეკონომიკა ცალმხრივად ვითარდებოდა. XIX საუკუნის დასასრულს აშენდა პირველი რკინიგზები, ერთგვარად განვითარდა მოპოვებითი და დამუშავებითი მრეწველობა, გაიზარდა დაქირავებული შრომით დაკავებულ პირთა რიცხვი, ჩამოყალიბდა ეროვნული ინტელიგენცია, ქალაქებში: დაკარში, სენ-ლუიში, რიუფისკსა და კუნძულ გორეზე შეიქმნა „სრულუფლებიანი კომუნები”. კუნძულის მცხოვრებლები საფრანგეთის მოქალაქეებად ითვლებოდნენ და საფრანგეთის პარლამენტში ერთი დეპუტატის არჩევის უფლებით სარგებლობდნენ, სენეგალის დანარჩენ მოსახლეობას პოლიტიკური უფლებები წართმეული ჰქონდა. პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიქმნა პირველი პოლიტიკური ორგანიზაციები; სტიქიური ანტიკოლონისტური გამოსვლების გვერდით ეწყობოდა პირველი გაფიცვები.

მეორე მსოფლიო ომის წლებში სენეგალი და განსაკუთრებით დაკარი, „მებრძოლი საფრანგეთის” ერთ-ერთი საყრდენი ბაზა და მოკავშირეთა სამხედრო-საზღვაო ბაზა იყო. ომის შემდეგ დაიწყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობა. ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტია გახდა 1948 წელს შექმნილი სენეგალის დემოკრატიული ბლოკი, რომლის სათავეში ლ. ს. სენგორი იდგა. 1958 წელს სენეგალი გახდა ავტონომიური სახელმწიფო საფრანგეთის გაერთიანების შემადგენლობაში. 1960 წლის 20 აგვისტოს სენეგალი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. იგი დარჩა საფრანგეთის საფრანგეთის წევრად და საფრანგეთთან დადებული ყველა შეთანხმება აღიარა. 1960 წლის 28 სექტემბერს სენეგალი გაეროში მიიღეს. ჰქონდა ტერიტორიული დავები მავრიტანიასთან.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ბუნებრივი ღირსშესანიშნაობანი:

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Ute Gierczynski-Bocande: Länderbericht Senegal, Konrad-Adenauer-Stiftung vom 30. November 2010
  2. Organisation internationale de la francophonie: Estimation du nombre de francophones dans le monde1 (PDF; 38 kB)
Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: