ბენედიქტე XVI

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბენედიქტე XVI

ბენედიქტე XVI (ლათ. Benedictus Sextus Decimus) ერისკაცობაში იოზეფ ალოის რაცინგერი (გერმ. Joseph Alois Ratzinger) (დ. 16 აპრილი 1927, მარკტლ-ამ-ინი, ბავარია, გერმანია) — რომის პაპი 2005 წლის 19 აპრილიდან 2013 წლის 28 თებერვლამდე, კათოლიკე თეოლოგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

მღვდლად ეკურთხა 1951 წელს. უკვე 31 წლის ასაკში გახდა ფრაიზინგის ფილოსოფიურ-თეოლოგიური უმაღლესი სასწავლებლის პროფესორი. იყო დოგმატიკის პროფესორი ბონის, მიუნსტერის, ტიუბინგენისა და რეგენსბურგის უნივერსიტეტებში. ვატიკანის II მსოფლიო კრების დროს რაცინგერი იყო კიოლნის კარდინალის იოზეფ ფრინგსის მრჩეველი. მისი შედგენილი ტექსტებით, რომელსაც იგი კარდინალის მოხსენებებისთვის ადგენდა, გაითქვა მსოფლიო კრებაზე სახელი. 1977 წელს პავლე VI-ს დანიშნულ იქნა მიუნხენისა და ფრაინზინგის არქიეპისკოპოსად და იმავე წელს მიენიჭა კარდინალის წოდება. 1981 წლიდან ვიდრე პაპად არჩევამდე იყო რწმენის კონგრეგაციის თავკაცი. ამ მაღალი უფლემოსილებით მთელი ამ წლების განმავლობაში იცავდა კათოლიკურ ეკლესიის ქრისტიანული მოძღვრების სიწმინდეს ლიბერალიზმის მომძლავრებისგან (განსაკუთრებით დასავლეთ ევროპაში) და შიდაგამთიშველური გამოვლინებებისგან, ასევე წინ აღუდგა გარკვეულ მღვდელთა პოლიტიკურ (სოციალისტურ) აქტიურობებს ლათინურ ამერიკაში.

2013 წლის 11 თებერვალს პაპმა ბენედიქტე XVI-მ განაცხადა, რომ 28 თებერვალს ტახტიდან გადადგება „მენტალური და ფიზიკური მდგომარეობის გაუარესების გამო“ 2013 წლის 28 თებერვალს, 20:00 ბენედიქტე XVI გადადგა. 28 თებერვლიდან 13 მარტამდე,ახალი პაპის, ფრანცისკე I არჩევამდე ვატიკანი იმყოფებოდა ე.წ. ,,სედე ვაკანტეს" მდგომარეობაში.[1][2]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

წინამორბედი:
იოანე-პავლე II
რომის პაპი

2005-2013
შემდეგი:
ფრანცისკე