შვეიცარია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვეიცარიის კონფედერაცია
ლათ. Confoederatio Helvetica
გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft
ფრანგ. Confédération suisse
იტალ. Confederazione Svizzera
შვეიცარია
შვეიცარიის
დროშა გერბი
დევიზი: Unus pro omnibus, omnes pro uno (ლათ.–ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის)
ჰიმნი: Swiss Psalm
დედაქალაქი ბერნი(დე ფაქტო)
46°57′ ჩ. გ. 7°27′ ა. გ. / 46.950° ჩ. გ. 7.450° ა. გ. / 46.950; 7.450
უდიდესი ქალაქი ციურიხი
ოფიციალური ენა გერმანული, ფრანგული, იტალიური, რეტორომანული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  შვეიცარიის ფედერალური საბჭო ული მაურერი
დიდე ბულკხალტერი
სიმონეტა სუმარეგა
იოხან შნაიდერ-ამანი
ალენ ბერსე
კორინა კაზანოვა
დორის ლოიტჰარდი (პრეზ.)
ეველინე ვიდმერ-შლუმპფი
ფართობი
 -  სულ 41,285 კმ2 (133-ე)
 -  წყალი (%) 4.2
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 7,952,600[1] (96-ე)
 -  2000 აღწერა 7,288,010 
 -  სიმჭიდროვე 188 ად. კაცი/კმ2 (65-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $339.890 მილიარდი[2] (38-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $43,369[2] (მე-6)
აგი (2011) 0.903 (ძალიან მაღალი) (მე-11)
ვალუტა შვეიცარიული ფრანკი (CHF)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი CHE
Internet TLD .ch
სატელეფონო კოდი 41

შვეიცარია (გერმ. die Schweiz, ფრანგ. la Suisse, იტალ. Svizzera, რეტორომანული la Svizra), ოფიციალურად შვეიცარიის კონფედერაცია (ლათ. Confoederatio Helvetica, გერმ. Schweizerische Eidgenossenschaft, ფრანგ. Confédération suisse, იტალ. Confederazione Svizzera) არის დასავლეთ ევროპაში მდებარე ფედერაციული რესპუბლიკა. დედაქალაქი — ბერნი.

სახელწოდება[რედაქტირება]

ოფიციალური — შვეიცარიის კონფედერაცია. ეროვნული — Schweiz; Schweizerische Eidgenossenschaft (გერმანულად); Suisse; Confederation suisse (ფრანგულად); Confederazione Svizzera (იტალიურად); Confederaziun Svizera (რეტორომანულად). ქვეყნის ინგლისური დასახელება Switzerland მომდინარეობს სიტყვიდან Switzer რომელიც შვეიცარიელების მოძველებული ვარიანტია და გამოიყენებოდა 16-19 საუკუნეებში[3], რომელიც თავის მხრივ ძველგერმანულ სიტყვას Schweitz-ს უკავშირდება (მისი მნიშვნელობაა „ჭაობი“) და ერთ-ერთ იმ კანტონს ეწოდება, რომელიც შვეიცარიის ცენტრალურ ნაწილს წარმოადგენს. ტოპონიმი პირველად 972 წელს ზემო ძველგერმანულ ენაში მოიხსენიება როგორც Suittes რაც ნიშნავს ადგილს რომელიც უნდა დაიწვას და შეესაბამება ტყის მასივს რომელიც გადაიწვა მშენებლობებისთვის.[4] სახელი შემდგომში მთელს კანტონზე განივრცო, ხოლო 1499 წელს შვაბიური ომის შემდეგ სახელი მთელს კონფედერაცია ეწოდა.[5][6]

ახალი ლათინური სახელწოდება, Confederatio Helvetica, 1848 წელს შვეიცარიის როგორც ფედერალური სახელმწიფოს ჩამოყალიბების შემდეგ წარმოიქმნა, ეს დასახელება ნაპოლეონური ჰელვეციის რესპუბლიკიდან მოდიოდა. დსახელება გამოსახული ფედერალურ სასახლეზე და ოფიციალურ გერბზე გამოიყენებოდა 1902 წლამდე და 1948 წლის შემდეგ.[7] ჰელვეცია ჰელვეტების გალური ტომისგან მომდინარეობს, რომლების შვეიცარიის ზეგანზე რომაულ პერიოდამდე ცხოვრობდნენ. ჰელვეცია შვეიცარიელებისთვის წარმოადგენს ეროვნული პერსონიფიკაციას, ქვეყნის ამჟამინდელი კოდი CH სწორედ მისი ძველი ოფიციალური სახელწოდებიდანაა ნაწარმოები - Confederatio Helvetica.

შვეიცარია

დედაქალაქი[რედაქტირება]

შვეიცარიას არ აქვს ოფიციალური დედაქალაქი. ბერნი არის ოფიციალურად Bundesstadt (გერმ. ფედერალური ქალაქი), და არა Bundeshauptstadt (გერმ. ფედერალური დედაქალაქი). ბერნში არის ფედერალური მთავრობა, რაც მას ხდის დე ფაქტო დედაქალაქად.

გეოგრაფია[რედაქტირება]

ქვეყანა მდებარეობს ცენტრალურ ევროპაში. ფართობი — 41.300 კვ.კმ. მისი მოსაზღვრე ქვეყნებია: საფრანგეთი, გერმანია, ავსტრია, ლიხტენშტაინი, იტალია. მათგან ყველაზე გრძელი საზღვარი მას აქვს იტალიასთან 741 კმ. ყველაზე მოკლე ლიხტენშტინთან 41 კმ. შვეიცარიის უგრძესი მდინარეა რაინი, რომელიც შვეიცარიის ტერიტორიაზე გაედინება 375 კმ-ზე. უდიდესი მყინვარია ალეჩის მყინვარი, ბერნის ალპები, სიგრძით 24.7 კმ. მნიშვნელოვანი უღელტეხილებია: სენ-გოტარდი - 2108 მ სიმაღლეზე; ლეპონტინის ალპებზე, შვეიცარიის სამხრეთში, სენ-ბერნარი, 2469 მ სიმაღლეზე მდებარეობს შვეიცარიის და იტალიის საზღვარზე.

სახელმწიფო[რედაქტირება]

სახელმწიფო სისტემა - ფედერაციული საპარლამენტო რესპუბლიკა. სახელმწიფოს მეთაური - პრეზიდენტი. საკანონმდებლო ორგანო - ორპალატიანი პარლამენტი (46+200 წევრი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

26 კანტონი (canton; cantone; kanton). შვეიცარიის კანტონები ლინგვისტური არეალების მიხედვით:

დემოგრაფია[რედაქტირება]

მოსახლეობა - 7,4 მლნ (2003), მათ შორის 61,5% გერმანო-შვეიცარიელები, 17,1% ფრანკო-შვეიცარიელები, 6,4% იტალიელები, 3,4% იტალო-შვეიცარიელები, 2,5% გერმანელები. სახელმწიფო ენები - გერმანული (65%), ფრანგული (18%), იტალიური (12%) და რეტორომანული (1%). რელიგია - კათოლიციზმი (50%), პროტესტანტობა (48%). დედაქალაქი - ბერნი (123 ათასი). ქალაქები - ციურიხი (348), ჟენევა (179), ბაზელი (163), ლოზანა (117).

ეკონომიკა[რედაქტირება]

რესურსები - ჰიდროენერგია, საშენი ხე-ტყე, მარილი. ერთობლივი ეროვნული პროდუქტი - 305 მლრდ $. ეროვნული შემოსავალი ერთ სულზე - 40.630 $. ექსპორტი - მანქანათმშენებლობის პროდუქცია, ქიმიკატები, საათები, კვების პროდუქტები, შოკოლადი. ვალუტა - შვეიცარიული ფრანკი (CHF).

ისტორია[რედაქტირება]

1648 წელს საღვთო რომის იმპერიას გამოეყო რამდენიმე კანტონი, რომელთაც დამოუკიდებელი სახელმწიფო შექმნეს. 1815 წელს შვეიცარიამ გამოაცხადა მუდმივი ნეიტრალიტეტი და არ მონაწილეობდა არც ერთ ომში.

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

შუა საუკუნეების ქალაქები ბერნი, ჟენევა, ლუცერნი, ბაზელი; ალპებისა და ლემანის ტბის რაიონები.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Press Release: Provisional findings on population growth in Switzerland in 2011 Demographic growth continues. Swiss Federal Statistical Office. Swiss Federal Statistical Office, Neuchâtel (2011). წაკითხვის თარიღი: 2012-04-26.
  2. 2.0 2.1 Switzerland. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-22.
  3. OED Online Etymology Dictionary etymonline.com. Retrieved on 2009-06-25
  4. Room, Adrian. Placenames of the World. London: MacFarland and Co., Inc., 1997.
  5. Switzerland, the Catholic Encyclopedia newadvent.org. Retrieved on 2010-01-26
  6. On Schwyzers, Swiss and Helvetians, Federal Department of Home Affairs, bar.admin.ch. Retrieved on 2010-01-26
  7. Marco Marcacci, Confederatio helvetica (2002), Historical Lexicon of Switzerland.