ნაციონალიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
1821 წელს საბერძნეთის რევოლუცია დაიწყო როგორც ბერძენი ნაციონალების, თურქების წინააღმდეგ აჯანყება

ნაციონალიზმიიდეოლოგია, რომლის მიხედვითაც ერი ანუ "ნაცია" (ლათ.: Nacia) არის საზოგადოების ფუნდამენტური ნაწილი და ქვაკუთხედი. ამასთანავე ერის ინტერესი და ერთგულება ყველა ჯგუფისა და ინდივიდუალის ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. თავდაპირველი ნაციონალისტური (ეროვნული) მოძრაობები ჩამოყალიბდა საფრანგეთში მეფის დასამხობად მოწყობილ 1793 წლის რევოლუციის შემდეგ. მოგვიანებით XIX საუკუნეში ნაციონალისტუმა იდეებმა მოიცვა ევროპის მრავალი ქვეყანა. ამ პერიოდში გერმანიაში ოტო ფონ ბისმარკის ნაციონალური მთავრობა მოვიდა, საფრანგეთში ნაპოლეოონმა გაიმარჯვა, იტალიაში ნაციონალისტების წინსვლის შემდეგ ქვეყანა გაერთიანდა. XX საუკუნის ორი მსოფლიო ომის მიზეზი რადიკალური ნაციონალისტური იდეები გახდა. ამის გამო 1945 წლის შემდეგ ევროპაში რადიკალურმა ნაციონალიზმმა კრახი განიცადა. 1988-1991 წლებში საბჭოთა კავშირის დაშლამ ხელი შეუწყო ნაციონალიზმის გაძლიერებას აღმოსავლეთ ევროპასა და ამიერკავკასიაში.

ნაციონალიზმის მაგალითები საქართველოში გვხვდება ილია ჭავჭავაძისა და თერგდალეულების მოღვაწეობაში.

თანამედროვე ევროპაში, განსხვავებით XIX საუკუნის ევროპისაგან, ნაციონალიზმი აღარ წარმოადგენს გაბატონებულ იდეოლოგიას. მიუხედავად ამისა ის რჩება მრავალი პოლიტიკური პარტიის მთავარი იდეოლოგიად. ისინი უმეტესად ეროვნულ იდენტობაზე დაფუძნებული დემოკრატიის მომხრეებად, ისლამიზაციის წინააღმდეგ და ეროვნული თვითმყოფადობის დასაცავად გამოდიან. ნაციონალისტურ პარტიებს ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოს პარლამენტში ჰყავთ დეპუტატები.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ”პოლიტიკური იდეოლოგიები, შესავალი კურსი”, ენდრიუ ჰეივუდი, ლოგოს პრესი, 2004 წ. ISBN 99928-928-4-6
  • ენტონი დ. სმითი, ნაციონალური იდენტობა. ინგლისურიდან თარგმნა ლ. პატარიძემ. ლოგოს–პრესი, თბ., 2008

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: