2007

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
საუკუნე: XX · XXI · XXII
წლები: 2004 · 2005 · 2006 
2007
2008 · 2009 · 2010

მოვლენები[რედაქტირება]

საქართველოში[რედაქტირება]

პოლიტიკა[რედაქტირება]

  • პრეზიდენტმა სააკაშვილმა ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები დანიშნა 2008 წლის 5 იანვრისთვის, ქვეყანაში მოცული პოლიტიკური კრიზისის დასაძლევად.
  • რუსეთის ელჩი დაბრუნდა თბილისში: რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოში რუსეთის ელჩი გაიწვია საქართველოს მიერ ოთხი რუსეთის მოქალაქის 2006 წელს შპიონაჟის ბრალდებით დაპატიმრების გამო. ურთიერთობა რუსეთთან კვლავ მწვავე რჩება.
  • რუსეთმა დაასრულა სამხედრო შენაერთების გაყვანა საქართველოდან ბათუმისა და ახალქალაქის ბაზების დახურვით, თუმცა რუსეთის სამხედრო შენაერთები კვლავ რჩებიან აფხაზეთში სამშვიდობების სახით.
  • საქართველომ ახალი გზა გაიყვანა კოდორში, რითაც განმტკიცდა კონტროლი ზემო აფხაზეთზე.
  • სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკის ალტერნატიული მთავრობა შეიქმნა საქართველოს ხელისუფლების მხადაჭერით, რომელსაც სათავეში დიმიტრი სანაკოევი ჩაუდგა.
  • 1993 წელს ჩეჩნეთში გაურკვეველ ვითარებაში დაკრძალული ყოფილი პრეზიდენტი ზვიად გამსახურდიას ნეშთი დააბრუნეს საქართველოში და მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს.
  • საქართველომ გაზარდა სამხედრო მოსამსახურეების რაოდენობა ერაყში 2000-მდე, რითაც სამხედროების რაოდენობით მესამე სახელმწიფო გახდა აშშ-სა და ბრიტანეთის შემდეგ ამ ქვეყანაში.
  • აგვისტოში რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნაღმი გადმოაგდო საქართველოს ტერიტორიაზე სოფელ წითელუბანთან (სამაჩაბლო). ნაღმი არ აფეთქებულა და რუსეთსაც ამ ინციდენტისთვის პასუხისმგებლობა არ აუღია.
  • აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოს ბუნებრივი აირი შემოვიდა საქართველოში, რამაც შესაძლებლობა მისცა ქვეყანას რუსეთის ენერგიის იმპორტზე დამოკიდებულება შეემცირებინა.

ბიზნესი[რედაქტირება]

  • საქართველო, აზერბაიჯანი და თურქეთი იწყებენ ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიზგის მშენებლობას ნოემბრის ბოლოს. გახსნის ცერემონია ჩატარდა მარაბდასთან სამი ქვეყნის პრეზიდენტის მონაწილეობით.
  • აღმოსავლეთ-დასავლეთ ავტოსტრადის მშენებლობის მეორე ეტაპი დასრულდა, რომელმაც შეაერთა თბილისი-სენაკი-ლესელიძის ჩქაროსნული გზატკეცილის ორი მონაკვეთი ნოემბრის ბოლოს.
  • თბილისის ახალი საერთაშორისო აეროპორტი გაიხსნა თებერვალში თურქული კომპანია TAV LLC-ის მონაწილეობით, რომელმაც მასში $100 მილიონი დოლარი დააბანდა (ბათუმის აეროპორტთან ერთად).
  • საქართველოს ენერგიის სექტორის პრივატიზება დასრულდა ივნისში. საერთო შემოსავლებმა $500 მილიონ დოლარს გადააჭარბა.
  • ნოემბერში საქართველომ და თურქეთმა ხელი მოაწერეს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას, რითაც თურქეთის ბაზარი გაიხსნა ქართული პროდუქციისა და ქართველი მეწარმეებისთვის.
  • საქართველოში შემოვიდა ბრიტანული საბანკო გიგანტი HSBC.
  • სასტუმროების ქსელების გიგანტები "კემპინსკი" და "ჰაიატი" თბილისში მაღალი კლასის სასტუმროების მშენებობას იწყებენ.

სპორტი[რედაქტირება]

  • ქართველი ძიუდოისტები ევროპის ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ.
  • საქართველოს სამი მსოფლიო ჩემპიონი ჰყავს: ორი ჭიდაობაში (დავით ბედინაძე და რამაზ ნოზაძე) და ერთი ჭიდაობაში (ირაკლი ცირეკიძე). ეს არის პირველი შემთხვევა ბოლო 18 წელიწადში, როდესაც საქართველო ჩემპიონი გახდა თითოეულ ამ სპორტის სახეობაში.

კულტურა[რედაქტირება]

დაიბადნენ[რედაქტირება]

იანვარი[რედაქტირება]

თებერვალი[რედაქტირება]

მარტი[რედაქტირება]

აპრილი[რედაქტირება]

მაისი[რედაქტირება]

ივნისი[რედაქტირება]

ივლისი[რედაქტირება]

აგვისტო[რედაქტირება]

სექტემბერი[რედაქტირება]

ოქტომბერი[რედაქტირება]

ნოემბერი[რედაქტირება]

დეკემბერი[რედაქტირება]

გარდაიცვალნენ[რედაქტირება]

იანვარი[რედაქტირება]

თებერვალი[რედაქტირება]

მარტი[რედაქტირება]

აპრილი[რედაქტირება]

მაისი[რედაქტირება]

ივნისი[რედაქტირება]

ივლისი[რედაქტირება]

აგვისტო[რედაქტირება]

სექტემბერი[რედაქტირება]

ოქტომბერი[რედაქტირება]

ნოემბერი[რედაქტირება]

დეკემბერი[რედაქტირება]

ნობელის პრემიის ლაურეატები[რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=2007&oldid=2728732“-დან