პარაგვაი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
List2.svg მდინარე პარაგვაისთვის, იხილეთ პარაგვაი (მდინარე).
პარაგვაის რესპუბლიკა
República del Paraguay
Tetã Paraguái
პარაგვაი
პარაგვაის
დროშა გერბი
დევიზი: Paz y justicia (ესპანური)
„მშვიდობა და სამართალი“
ჰიმნი: Paraguayos, República o Muerte (ესპანური)
„პარაგვაელებო, რესპუბლიკა ან სიკვდილი“
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ასუნსიონი
25°16′ ს. გ. 57°40′ დ. გ. / 25.267° ს. გ. 57.667° დ. გ. / -25.267; -57.667
ოფიციალური ენა ესპანური, გუარანი[1][2]
მთავრობა საპრეზიდენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო
 -  ვიცე-პრეზიდენტი ფრედერიკო ფრანკო
ფართობი
 -  სულ 406 752 კმ2 (60-ე)
 -  წყალი (%) 2,3
მოსახლეობა
 -  2009 შეფასებით 6 454 548[3] (103-ე)
 -  სიმჭიდროვე 14,2 კაცი/კმ2 (204-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $35 346 მილიარდი[4] 
 -  ერთ მოსახლეზე $5,412 
აგი (2011) 0,665 (საშუალო) (107-ე)
ვალუტა გუარანი (PYG)
დროის სარტყელი (UTC -4სთ.)
 -  ზაფხულის (DST) (UTC -3სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი PRY
Internet TLD .py
სატელეფონო კოდი 595

პარაგვაი , ოფიციალურად პარაგვაის რესპუბლიკა (ესპ. República del Paraguay, გუარანი: Tetã Paraguái) — ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყანა სამხრეთ ამერიკაში. სამხრეთით და სამხრეთ-დასავლეთით ესაზღვრება არგენტინა, აღმოსავლეთით და ჩრდილო-აღმოსავლეთით ბრაზილია ხოლო ჩრდილო-დასავლეთით ბოლივია. მდებარეობს მდინარე პარაგვაის ორივე ნაპირზე, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მიედინება ჩრდილოეთიდან სამხრეთის მიმართულებით. სამხრეთ ამერიკაში მისი ცენტრალური მდებარეობის გამო მას ხანდახან „ამერიკის გულსაც“ (Corazón de América) უწოდებენ.[5]

XVI საუკუნეში ევროპელთა მოსვლამდე, სანამ პარაგვაი ესპანეთის კოლონიური იმპერიის შემადგენელი ნაწილი გახდებოდა, მის ტერიტორიაზე გუარანის ხალხი სახლობდა. 1811 წელს ქვეყანამ ესპანეთისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა. ამის შემდეგ პარაგვაის მართავდა დიქტატორთა მთელი რიგი, რასაც მოჰყვა იზოლაციონიზმისა და პროტექციონიზმის პოლიტიკა. განვითარებას ბოლო მოუღო პარაგვაულმა ომმა (1864–1870), რომელშიც ქვეყანამ მოსახლეობის 60%-70% და ტერიტორიის საკმაოდ დიდი ნაწილი დაკარგა. მეოცე საუკუნის საკმაოდ დიდი პერიოდის მანძილზე პარაგვაის მართავდა ალფრედო სტრესნერი, რომელმაც დაამყარა ერთ-ერთი ყველაზე გრძელი სამხედრო დიქტატურა სამხრეთ ამერიკაში. 1989 წელს სტრესნერი დაამხეს და 1993 წელს გაიმართა თავისუფალი არჩევნები. 1994 წელს, პარაგვაიმ არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ერთად დააარსა მერკოსური.

2009 წლისთვის პარაგვაის მოსახლეობა დაახლოებით 6,3 მლნ ადამიანს შეადგენდა. დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია ასუნსიონი. ოფიციალური ენებია ესპანური და გუარანი. მოსახლეობის 92% საუბრობს ესპანურად, 98% კი გუარანზე.

მიუხედავად იმისა, რომ რეგიონის ერთ-ერთ ყველაზე უღარიბეს და ნაკლებ განვითარებულ ქვეყნად რჩება, 2010 წელს პარაგვაის ეკონომიკას 14,5%-იანი ზრდა ჰქონდა, რაც უდიდესი მაჩვენებელი იყო მთელს ლათინურ ამერიკაში და მესამე უსწრაფესი მსოფლიოში, კატარისა და სინგაპურის შემდეგ.[6] 2011 წლისთვის, ეკონომიკის ზრდამ იკლო, მაგრამ 6,4% შეადგინა.[7]

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

მდინარე პარაგვაის სახელი სავარაუდოდ მომდინარეობს გუარანის სიტყვებიდან: para რაცნიშნავს „მრავალფეროვანს“ და gua — „მდინარისეულს“.

თუმცა, არ არსებობს სახელ პარაგვაის წარმოშობის რაიმე საბოლოო ახსნა.

გეოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : პარაგვაის გეოგრაფია.
Paraguay-map KA.png

მდებარეობს სამხრეთი ამერიკის ცენტრალურ ნაწილში, არ გააჩნია ზღვაზე გასასვლელი. პარაგვაის ჩრდილოეთ–აღმოსავლეთიდან და აღმოსავლეთიდან ესაზღვრება ბრაზილია, სამხრეთ–აღმოსავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ–დასავლეთიდან არგენტინა, ჩრდილოეთ–დასავლეთიდან კი ბოლივია.

ქვეყნის საერთო ფართობია 406 752 კმ².

მდინარე პარაგვაი ქვეყანას ყოფს ორ არათანაბარ ნაწილად. მდინარის დასავლეთით მდებარეობს უდაბნოს ლანდშაფტებიანი ჩაკოს ოლქი, რომელიც მოიცავს ქვეყნის ფართობის დაახლოებით 60 %–ს. აღმოსავლეთ ნაწილში, სადაც თავმოყრილია მოსახლეობის ძირითადი ნაწილი, მდებარეობს ნოყიერი დაბლობი და სუბტროპიკული ტყე.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა : რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური : პრეზიდენტი ფერნანდო ლუგო.
  • საკანონმდებლო ორგანო : ორპალატიანი პარლამენტი (45+80 წევრი).
  • ადმინისტრაციული დაყოფა : 17 დეპარტამენტი (departamento) და ფედერალური ოლქი (distrito federal).

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ისტორია[რედაქტირება]

1811 წელს დამოუკიდებლობა მოიპოვა ესპანეთისაგან. 1865-70 არგენტინასთან, ბრაზილიასთან და ურუგვაისთან ომის შედეგად ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკარგა. ნაწილი ტერიტორიისა დაიბრუნა ბოლივიასთან ომში (1932-35). 1940 წლიდან პოლიტიკური არასტაბილურობის გამო ხშირად იცვლიდა პრეზიდენტებს. პირველი თავისუფალი მრავალპარტიული არჩევნები 1993 წელს ჩატარდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. (translator's note)
  2. 8 LIZCANO
  3. Department of Economic and Social Affairs Population Division (2009). „World Population Prospects, Table A.1“ (PDF). წაკითხვის თარიღი: 2009-03-12. 
  4. Paraguay. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 2012-04-20.
  5. Paraguay, corazón de América (1961)
  6. CIA <<GDP - Real Growth Rate>> Accessed on 19 September 2011.
  7. Paraguay. State.gov (2012-03-15). წაკითხვის თარიღი: 2012-10-05.