გაეროს ბავშვთა ფონდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Unicef-ის ლოგო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბავშვთა ფონდი
United Nations Children's Emergency Fund
ორგანიზაციის ტიპი ფონდი
შემოკლებით unicef (იუნისეფი)
თავმჯდომარე ენტონი ლეიკი
სტატუსი აქტიური
დაარსებულია დეკემბერი 1946
ვებ-საიტი UNICEF official site
პარტნიორი ორგანიზაცია ECOSOC

გაეროს ბავშვთა ფონდი (ინგლ. United Nations Children’s Fund, UNICEF) — გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ 1946 წელს შექმნილი ორგანიზაც. ჩამოყალიბდა, როგორც დროებითი ორგანიზაცია ომით განადგურებული ევროპის ქვეყნების ბავშვთათვის დახმარების გაწევის მიზნით. 1950 წლიდან დიდ ყურადღებას უთმობს ბავშვთა მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხებს განვითარებად ქვეყნებში. 1953 წელს გახდა გაეროს ერთ-ერთი ორგანო. ფონდის ხელმძღვანელი ორგანოა 41-წევრიანი გამგეობა, რომელსაც ირჩევს ეკონომიკური და სოციალური საბჭო 3 წლით. გამგეობის სამდივნო განთავსებულია ნიუ-იორკში, აქვს ევროპის და სხვა რეგიონული განყოფილებები, აგრეთვე წარმომადგენლობები მსოფლიოს 100-მდე ქვეყანაში. ფონდის დაფინანსების წყაროებია სახელმწიფოთა მთავრობების ყოველწლიური შენატანები, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო პირების შემოწირულობები, აგრეთვე შემოსავლები, რომელსაც იგი იღებს ბეჭდვითი პროდუქციის გაყიდვით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: