ტყვია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ტყვია მყარიდან თხევად მდგომარეობაში გადასვლისას
Pb 82
207.2
[Xe]4f145d106s26p2
ტყვია

ტყვიაქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Pb (ლათ. Plumbum - სახელწოდების წარმოშობა უცნობია[1]) და მისი ატომური ნომერია 82. იმყოფება ლითონთა მთავარი ჯგუფის მეთოთხმეტე ჯგუფში ქიმიურ ელემენტთა პერიოდულ სისტემაში. ტყვიას აქვს ყველაზე დიდი ატომური ნომერი მდგრად ელემენტებს შორის, თუმცა მომდევნო უმძიმეს ელემენტს, ბისმუტს, გააჩნია ნახევრად დაშლის პერიოდი, რომელიც ისეთი ხანგრძლივია, რომ შეიძლება ჩაითვალოს მდგადად. ტყვიის ოთხ მდგრად იზოტოპს გააჩნია 82 პროტონი, "მაგიური რიცხვი" ატომის ბირთვის ღრუბელისებურ მოდელში.

ტყვია რბილი და ძლიერ პლასტიკური მძიმე ლითონია.[2] მყარ მდგომარეობაში მონაცრისფრო-მოცისფრო ფერი აქვს, გამდნარი ტყვია ელვარებს მოვერცხლისფრო-ქრომის ფრად, ხოლო აირად მდგომარეობაში გადასვლისას იგი ბუნდოვან ნაცრისფერ ნისლად იქცევა. ტყვიას ფართო გამოყენება აქვს სხვადასხვა სფეროში. მისგან მზადდება აკუმულიატორები, ვაზნები, გირები, ტოლჩები და სხვა. გამომდინარე იქიდან, რომ ტყვია რადიაციას არ ატარებს, მისგან მზადდება რადიაციასაწინააღმდეგო ფენები. კალისა და ტყვიის შენადნობი ადვილად ლღვება დაბალ ტემპერატურაზე და გამოიყენება სადენების ერთმანეთზე მისარჩილავად.

ორგანიზმში მოხვედრისას ტყვია მომწამვლელია ცხოველებისთვის. იგი აზიანებს ნერვულ სისტემას და იწვევს უწესრიგობას ტვინში. მეტისმეტად მაღალი კონცენტრაცია იწვევს ასევე სისხლის მიმოქცევის დარღვევას ძუძუმწოვრებში. ისევე როგორც ვერცხლისწყალი, კიდევ ერთი მძიმე ლითონი, ტყვიაც ძლიერი ნეიროტოქსინია და აზიანებს როგორც კან-კუნთოვან, ასევე ძვლოვან ქსოვილებს. ტყვიისგან მოწამვლა დოკუმენტირებულია ჯერ კიდევ ძველი რომის, ძველი საბერძნეთისა და ძველი ჩინეთის პერიოდიდან. მოწამვლა, ჩვეულებრივ, ტყვიის შემცველი საკვებისა და წყლის მიღებით ხდება, მაგრამ შესაძლოა ასევე გრუნტის, მტვერისა და ტყვიაზე დაფუძნებული საღებავის შემთხვევითი შესუნთქვითაც მოხდეს.

სქოლიო[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ტყვია&oldid=2833733“-დან