პოზნანი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
პოზნანი
Poznań
Collage of views of Poznan.PNG
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა პოლონეთის დროშა პოლონეთი
სავოევოდო დიდი პოლონეთი
კოორდინატები 52°24′ ჩ. გ. 16°55′ ა. გ. / 52.400° ჩ. გ. 16.917° ა. გ. / 52.400; 16.917
დაარსდა VIII საუკუნე
ფართობი 261,85 კმ²
სიმაღლე ზღვის დონიდან 154
მოსახლეობა 556 022 კაცი (2009)
სიმჭიდროვე 2 100 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი +48 61
საფოსტო ინდექსი 60-001 to 61-890
ოფიციალური საიტი http://www.poznan.pl/
პოზნანი (პოლონეთი)
Red pog.svg

პოზნანი (პოლ. Poznań /ˈpɔznaɲ/, გერმ. Posen) — ერთ-ერთი უძველესი და უდიდესი ქალაქი პოლონეთში, მდინარე ვარტის ნაპირზე. იგი დიდი პოლონეთის სავოევოდოს რეგიონის ადმინისტრაციული დედაქალაქია. წარმოადგენს სიდიდით მეხუთე — მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით (556 022 ათასი კაცი, 2009 წ.) და პოლონეთის ერთ-ერთ უძველეს ქალაქს. აღმოცენდა IX საუკუნის დამდეგს. დაახლოებით 968 აქ შეიქმნა მთელს პოლონეთში პირველი საეპისკოპოსო.

პოზნანი კულტურული, ეკონომიკური, პოლიტიკური, სამეცნიერო და საგანმანათლებლო მნიშვნელობის ქალაქია. იმის გამო, რომ პოზნანში ერთ-ერთი საუკეთესო ვაჟთა და მამაკაცთა გუნდია ჩამოყალიბებული, ყოველ 5 წელიწადში ერთხელ ტარდება ჰენრიკ ვიენავსკის სახელობის მუსიკალური კონკურსი. ამის გამო პოზნანი ხშირად მოიხსენიება, როგორც „პოლონეთის მუსიკალური დედაქალაქი“.

ქალაქი დაყოფილია 5 ნაწილად: ძველი ქალაქი (Stare Miasto), ახალი ქალაქი (Nowe Miasto), იეჟიცე (Jeżyce), გრუნვალდი (Grunwald) და ვილდა (Wilda). პოზნანი ერთ-ერთი უმსხვილესი ეკონომიკური მნიშვნელობის და ინვესტორებისათვის მიმზიდველი ქალაქია მთელს ქვეყანაში.

პოზნანში მდებარეობს: ადამ მიცკევიჩის სახელობის უნივერსიტეტი, ეკონომიკური აკადემია, პოზნანის სამედიცინო აკადემია, მუსიკალური აკადემია და სხვა.

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება]

პოზნანი დაძმობილებულია შემდეგ ქალაქებთან:[1]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

  1. Poznań Official Website - Twin Towns. Flag of Poland.svg © 1998–2008 Urząd Miasta Poznania. წაკითხვის თარიღი: 2008-11-29.
  2. Brno - Partnerská města Czech. © 2006-2009 City of Brno. წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.
  3. Hanover - Twin Towns German. © 2007-2009 Hannover.de - Offizielles Portal der Landeshauptstadt und der Region Hannover in Zusammenarbeit mit hier.de. წაკითხვის თარიღი: 2009-07-17.
  4. http://www.raanana.muni.il/English/Topics/My+City/Sister+Cities/
პოზნანის პანორამული ხედი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბნიდან
პოზნანის პანორამული ხედი ქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბნიდან