ჩერნოგორია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩერნოგორიის რესპუბლიკა
Република Црна Гора
ჩერნოგორია
ჩერნოგორიის
დროშა გერბი
ჰიმნი: "Oj, svijetla majska zoro"
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
პოდგორიცა
42°47′ ჩ. გ. 19°28′ ა. გ. / 42.783° ჩ. გ. 19.467° ა. გ. / 42.783; 19.467
ოფიციალური ენა ჩერნოგორული
მთავრობა საპარლამენტო რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი ფილიპ ვუიანოვიჩი
 -  პრ.-მინისტრი მილო ჯუკანოვიჩი
ფართობი
 -  სულ 13,812 კმ2 (161-ე)
 -  წყალი (%) 1.5
მოსახლეობა
 -  2011 შეფასებით 625,266 (164)
 -  2003 აღწერა 620,145 
 -  სიმჭიდროვე 50 კაცი/კმ2 (121-ე)
მშპ (მუპ) 2011 შეფასებით
 -  სულ $7,316 მილიარდი[1] 
 -  ერთ მოსახლეზე $11,545[1] 
აგი (2011) 0.771[2] (<მაღალი) (54)
ვალუტა ევრო (EUR)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CEST (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი MNE
Internet TLD .me (.yu)
სატელეფონო კოდი 382

ჩერნოგორიის ან მონტენეგროს რესპუბლიკა (სერბულ-ხორვატული ენის კირილურ ვარიანტზე Црна Гора / ლათინურ ვარიანტზე Crna Gora. წარმოითქმის როგორც [ცრნაგორა]) — ქვეყანა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში; დასავლეთით ესაზღვრება ადრიატიკის ზღვასა და ხორვატიას, ჩრდილოეთით კი ბოსნიასა და ჰერცეგოვინას, ხოლო აღმოსავლეთით — სერბეთს და სამხრეთით — ალბანეთს.

გვიანდელი შუა საუკუნეებიდან 1918 წლამდე დამოუკიდებელი სამეფო იყო. შემდეგ იუგოსლავიის, მისი დაშლის შემდეგ, ყველაზე გვიან კი სერბეთისა და ჩერნოგორიის კავშირის წევრი. 2006 წლის 21 მაისის რეფერენდუმის შედეგების მიხედვით მონტენეგრომ 2006 წლის 3 ივნისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

სახელმწიფოს დედაქალაქი და უდიდესი ქალაქია პოდგორიცა, მისი ისტორიული და კულტურული ცენტრი კი — ცეტინიე.

ეტიმოლოგია[რედაქტირება]

ქვეყნის ორივე სახელწოდება (მონტენეგროცა და ჩერნოგორიაც) ერთსა და იმავეს, — „შავ მთას“ აღნიშნავს. ფორმა „ჩერნოგორია“ კი რუსული ენის საშუალებით შემოვიდა და დამკვიდრდა ქართულში.

XIV საუკუნეში Crna Gora მხოლოდ ერთი ტომის პაშტროვიჩების ტერიტორიას ეწოდებოდა. XV საუკუნეში ზეტას სათავადოს ხელისუფლებაში ჩერნოევიჩების გვარის მოსვლის შემდეგ უკვე დღევანდელი მონტენეგროს დიდი ნაწილის დასახელებად გამოპიყენებოდა.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩერნოგორიის ისტორია.

ჩერნოგორია როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ჩამოყალიბდა XVIII საუკუნეში. იგი იყო პირველი ბალკანური სახელმწიფო, რომელიც გამოეყო ოსმალეთის იმპერიას. ქვეყნის დედაქალაქი იყო ცეტინე. ამ ფორმით არსებობდა პირველ მსოფლიო ომამდე, რომლის შემდეგაც იგი შევიდა სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფოს შემადგენლობაში. 1992 წლიდან, იუგოსლავიის დაშლის შემდეგ სერბეთთან ერთAდ 2003 წლამდე შედიოდა იუგოსლავიის სამოკავშირეო რესპუბლიკის შემადგენლობაში. 2003-2006 წლებში შედიოდა სერბეთი და ჩერნოგორიის შემადგენლობაში, ხოლო 2006 წლის 21 მაისის დამოუკიდებლობის რეფერენდეუმის საფუძველზე 3 ივნისს დამოუკიდებლობა გამოაცხადა. ამჟამად დედაქალაქია პოდგორიცა, მთავარი ქალაქია ცეტინიე.

მოსახლეობა[რედაქტირება]

მონტენეგროს ეთნიკური ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).
მონტენეგროს ენობრივი ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).
მონტენეგროს რელიგიური ჯგუფები მუნიციპალიტეტების მიხედვით (2011).
Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩერნოგორიის დემოგრაფია.

2003 წლის აღრიცხვა[რედაქტირება]

2003 წლის აღრიცხვის მიხედვით ჩერნოგორიაში დაახლოებით ცხოვრობს 620 145 ადამიანი.

მოსახლეობის შემადგენლობა:

ენები:

რელიგიები:

2011 წლის აღრიცხვა[რედაქტირება]

2011 წლის აღრიცხვის მიხედვით ჩერნოგორიაში დაახლოებით ცხოვრობს 626 ათასი ადამიანი.

მოსახლეობის შემადგენლობა:

ენები:

ეკონომიკა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : ჩერნოგორიის ეკონომიკა.

მონტენეგროს ეკონომიკა არის ძირითადად მომსახურებაზე დაფუძნებული გარდამავალი პერიოდის ეკონომიკა. ბალკანეთის ნახევარკუნძულის პატარა ქვეყნის ეკონომიკა ცდილობს თავი დააღწიოს იუგოსლავიის ომებით გამოწვეულ უარყოფით შედეგებს. იუგოსლავიის დაშლის შემდეგ მონტენეგროს ეკონომიკამ დაღმასვლა განიცადა.

2012 წელს მონტენეგრომ მოახდინა 182,3 მილიონი ევროს ღირებულების საქონლის ექსპორტი (ძირითადად მეტალი). მისი ექსპორტის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორებია: ხორვატია (47,2 მილიონი €), სერბეთი (36,8), ბოსნია და ჰერცოგოვინა და უნგრეთი (12,7). იმპორტმა შეადგინა 864,9 მილიონი ევრო (ძირითადად საკვები, ბენზინი და ელექტრონიკა). უმსხვილესი იმპორტიორები არიან: სერბეთი (249,2 მილიონი €), საბერძნეთი (73), ბოსნია და ჰერცოგოვინა (59,8).[3]

ლიტერატურა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Montenegro. International Monetary Fund. წაკითხვის თარიღი: 19 September 2012.
  2. Human Development Report 2011. United Nations (2011). წაკითხვის თარიღი: 5 November 2011.
  3. B92, Crna Gora najviše uvozi iz Srbije, 26.07.2012