სომხეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სომხეთის რესპუბლიკა
Հայաստանի Հանրապետություն
სომხეთი
სომხეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: Մեր Հայրենիք (ჩვენი სამშობლო)
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ერევანი
40°16′ ჩ. გ. 44°34′ ა. გ. / 40.267° ჩ. გ. 44.567° ა. გ. / 40.267; 44.567
ოფიციალური ენა სომხური
მთავრობა უნიტარული რესპუბლიკა
 -  პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი
 -  პრ.-მინისტრი ვაკანტური
ფართობი
 -  სულ 29,800 კმ2 (141-ე)
 -  წყალი (%) 4.71
მოსახლეობა
 -  2007 შეფასებით 3,229,900 (135-ე)
 -  2001 აღწერა 3,002,594 
 -  სიმჭიდროვე 101 ად კაცი/კმ2 (77-ე)
მშპ (მუპ) 2007 შეფასებით
 -  სულ $16.83 მილიარდი 
 -  ერთ მოსახლეზე $5,700 
აგი (2007) 0.775 (საშუალო) (83-ე)
ვალუტა სომხური დრამი (AMD)
დროის სარტყელი (UTC +4)
 -  ზაფხულის (DST) (UTC +5) (UTC)
ქვეყნის კოდი ARM
Internet TLD .am
სატელეფონო კოდი 374

სომხეთის რესპუბლიკა (სომხ. Հայաստանի Հանրապետություն Hayastani Hanrapetutyun) — სახელმწიფო სამხრეთ კავკასიაში. აღმოსავლეთით ესაზღვრება აზერბაიჯანს, სამხრეთით ირანს, დასავლეთით თურქეთს და ჩრდილოეთით საქართველოს. დედაქალაქი - ერევანი.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ეტიმოლოგია: ქვეყნის სახელის სხვადასხვა ფორმები მომდინარეობს ძველსომხური ტომებისაგან - ჰაიასა, სუხმე, არმე. პირველი მათგანისგან მიღებულია სახელწოდება სომხურ ენაზე (ჰაიასტან), მეორისაგან - ქართულ ენაზე (სომხეთი), მესამისაგან - ევროპულ ენებზე (Armenia).
  • ქვეყნის საერთაშორისო კოდი: AM.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სომხეთის რესპუბლიკა
  1. არაგაწოტნი (სომხ. Արագածոտնի մարզ) — ქ. აშტარაკი.
  2. არარატი (სომხ. Արարատի մարզ) — ქ. არტაშატი.
  3. არმავირი (სომხ. Արմավիրի մարզ) — ქ. არმავირი.
  4. გეღარქუნიქი (სომხ. Գեղարքունիքի մարզ) — ქ. გავარი.
  5. კოტაიქი (სომხ. Կոտայքի մարզ) — ქ. რაზდანი.
  6. ლორე (სომხ. Լոռու մարզ) — ქ. ვანაძორი.
  7. შირაკი (სომხ. Շիրակի մարզ) — ქ. გიუმრი.
  8. სიუნიქი (სომხ. Սյունիքի մարզ) — ქ. კაპანი.
  9. ტავუში (სომხ. Տավուշի մարզ) — ქ. იჯევანი.
  10. ვაიოცძორი (სომხ. Վայոց Ձորի մարզ) — ქ. ეღეგნაძორი.
  11. ერევანი (სომხ. Երևան) — ქ. ერევანი.

სომხეთი უმთავრესად მდებარეობს სამხრეთ კავკასიის ვულკანურ მთიანეთში, სადაც ერთმანეთს ენაცვლება ნაოჭა, ნაოჭა-ლოდა ვულკანური მთეი,ლავური პლატოები და ვაკეები. ტერიტორიის 90% მდებარეობს 1000 მ-ზე მაღლა (საშუალო სიმაღლეა 1830 მ). უმაღლესი წერტილი მთა - არაგაწი (4090 მ).

გეომორფოლოგიური თავისებურებების მიხედვით სომხეთს 4 ნაწილად ყოფენ:

  • ჩრდილო-აღმოსავლეთი ნაოჭა-ლოდა მხარე მოიცავს მცირე კავკასიონის ცენტრალურ ქედებს (ლოქის, ბაზუმის, ბამბაკის, გუგარაცის, მურღუზის, შაჰდაღის);
  • ცენტრალურ ვულკანურ მხარეს უკავია ტერიტორიის 1/3-ზე მეტი (მთა არაგაწი, გეღამის, ვარდენისის ქედები, შირაკის, აშოცის, სევანის ქვაბულები);
  • სამხრეთი მხარე მოიცავს ნაოჭა-ლოდა ზანგეზურის ქედის შტოქედებსა და ხეობების ქსელს;
  • შუა არაქსის მთათაშორისი ღრმული, რომლის ჩრდილოეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარეობს არარატის ვაკე (სიმაღლე 800-1000 მ).

სომხეთის ტერიტორია მოქცეულია ხმელთაშუა ზღვის ნაოჭა-გეოსინკლინური სარტყლის შიგა ნაწილში. აქ გვხვდება თითქმის ყველა სისტემისა და ასაკის ნალექები. განსაკუთრებით ფართოდაა გავრცელებული იურული და პალეოგენური ვულკანური დანალექი წყებები. სომხეთის ტერიტორიის 1/3 დაფარულია ბაზალტით, ტუფით, პემზით, პერლიტითა და ვულკანური მოქმედების სხვა პროდუქტებით.

სასარგებლო წიაღისეულთა შორის გამოირჩევა სპილენძ-მოლიბდენის (ქაჯარანი, აგარაკი, დასტაკერტი და სხვა), სპილენძის ალმადანის (ღაფანი, ალავერდი, შამლუღი და სხვა), ოქროს (ზოდი, მეღრაძორი), რკინის (რაზდენი, სვარანაცი და სხვა), პოლიმეტალების, ნეფელინიანი სიენიტებისა და ქვამარილის საბადოები. ბევრია საშენი მასალა (მარმარილო, ტუფი, დოლომიტი, პემზა, ბაზალტი, პერლიტი), ბენტონიტური თიხები და სხვა. სომხეთი მდიდარია მინერალური წყლებით.

ფართობი შეადგენს 29.800 კვ.კმ-ს. მნიშვნელოვანი მდინარეები - არაქსი, რაზდანი; ტბა - სევანი. პროვინციები შედგება საქალაქო და სასოფლო კრებებისგან. გუბერნატორები (მაზრპეტები) ინიშნებიან და თავისუფლდებიან მთავრობის მიერ.

ისტორია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთის ისტორია.

სახელმწიფო[რედაქტირება]

  • სახელმწიფო სისტემა: განვითარებადი დემოკრატიული რესპუბლიკა.
  • სახელმწიფოს მეთაური: პრეზიდენტი.
  • მთავრობის მეთაური : პრემიერ-მინისტრი.
  • საკანონმდებლო ორგანო: ერთპალატიანი პარლამენტი (131 წევრი).

ტერიტორიული მოწყობა[რედაქტირება]

ქვეყანა ადმინისტრაციულად იყოფა 11 ოლქად (მარზი). 10 მარზი + დედაქალაქი, რომელსაც ასევე მარზის სტატუსი აქვს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ეკონომიკა[რედაქტირება]

ქვეყანას აქვს ოქროს მცირე რეზერვი, სპილენძის, მოლიბდენის, თუთიის, ალუმინის რესურსები. საექსპორტოდ აწარმოებენ ქიმიკატებს, კვების პროდუქტებს, მანქანათმშენებლობის პროდუქციას. ეროვნული ვალუტა სომხური დრამია (AMD). მნიშვნელოვანი კურორტები: არზნი, დილიჟანი, წახკაძორი, სევანი, ჯერმუკი.

უახლესი ისტორია[რედაქტირება]

1988 წლიდან ჩართულია სერიოზულ კონფლიქტში აზერბაიჯანთან მთიანი ყარაბაღის გამო. 1991 წელს გამოაცხადა დამოუკიდებლობა. 1992 წლიდან დსთ-ს წევრია.

კულტურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : სომხეთის ტურიზმი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: