სერბეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სერბეთის რესპუბლიკა
Република Србија
Republika Srbija
სერბეთი
სერბეთის
დროშა გერბი
ჰიმნი: 
სერბეთის ნაციონალური ჰიმნი
Bože Pravde

დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ბელგრადი
44°48′ ჩ. გ. 20°28′ ა. გ. / 44.800° ჩ. გ. 20.467° ა. გ. / 44.800; 20.467
ოფიციალური ენა სერბული1
მთავრობა საპარლამენტო დემოკრატია
 -  პრეზიდენტი ტომისლავ ნიკოლიჩი
 -  პრ.-მინისტრი ალეკსანდარ ვუჩიჩი
ფართობი
 -  სულ 88,361 კმ2 (112-ე)
მოსახლეობა
 -   შეფასებით 7,498,001 
 -  სიმჭიდროვე 107,46 კაცი/კმ2 (94-ე)
მშპ (მუპ) 2005 შეფასებით
 -  სულ $28.37 მილიარდი (95-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $3,200 (123-ე)
აგი  0.811 (მაღალი
ვალუტა დინარი2 (CSD)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი SRB
Internet TLD .yu (.cs რეზერვ.)
სატელეფონო კოდი 381

1სერბო-ხორვატული სერბიის კონსტიტუციის მიხედვით; ვოევოდინაში შემდეგი ოფიც. ენებია: რუმინული, რუსინული, უნგრული, სლოვაკური, და ხორვატული; კოსოვო-მეტოხიაში ასევე: ალბანური.
2კოსოვო-მეტოხიაში გამოიყენება ევრო.

სერბეთი, (სერბ. Србија, Srbija) — ქვეყანა, ცენტრალურ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება უნგრეთი ჩრდილოეთით; რუმინეთი და ბულგარეთი — აღმოსავლეთით; მაკედონია და ალბანეთი — სამხრეთით; ხოლო მონტენეგროს, ხორვატიასა და ბოსნია-ჰერცეგოვინას — დასავლეთით. სერბეთის ტერიტორიაზე მდებარეობს თვითაღიარებული სახელმწიფო კოსოვო, რომლის მოსახლეობის უმეტესობას ეთნიკური ალბანელები შეადგენენ. სერბეთის დედაქალაქია ბელგრადი.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სერბეთის ტერიტორიის 80 % განლაგებულია ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. სახელმწიფო საზღვრის სიგრძე შეადგენს 2 027 კმ-ს (რუმინეთთან — 476კმ, ბულგარეთთან — 318, მაკედონიასთან — 221, ჩერნოგორიასთან — 203, ალბანეთთან — 115, ბოსნია და ჰერცეგოვინასთან — 302, ხორვატიასთან — 241 უნგრეთთან — 151 კმ). სერბეთი მიეკუთვნება დუნაის აუზს, რომელშიც ჩაედინება ქვეყნის დიდი მდინარეები.

ისტორია[რედაქტირება]

სერბეთის ისტორია ათვლას იწყებს VI საუკუნიდან, სლავებით დასახლების მომენტიდან, დასავლეთ ბალკანეთის ნახევარკუნძულზე. VIII-IX საუკუნეებში შეიქმნა სერბეთის პირველი სახელმწიფოებრივი წარმონაქმნი. XII საუკუნის დასასრულს სერბეთი გათავისუფლდა ბიზანტიისგან და XIV საუკუნეში ჩამოყალიბდა დიდ ძალად, რომელიც მოიცავდა ბალკანეთის თითქმის მთელ დასავლეთ ნაწილს. სერბეთს აყვავების ხანა დაუდგა სტეფან დუშანის მმართველობის დროს (1331-1355). მაგრამ მისი გარდაცვალების შემდეგ, სახელმწიფო დანაწევრებულ იქნა. 1389 წელს სერბი მთავრები დამარცხდნენ თურქებთან ბრძოლაში კოსოვოს ველზე. საბოლოოდ, თურქებმა სერბეთი 1459 წელს დაიპყრეს. შემდგომი 350 წლის განმავლობაში, სერბეთს მართავს ოსმალთა იმპერია, ხოლო ჩრდილოეთ ტერიტორიები XVII საუკუნის მეორე ნახევრიდან ავსტრიის იმპერიის ნაწილი იყო.

სერბეთის სამეფო შეიქმნა სერბების პირველი აჯანყების (1804-1813) შედეგად ოსმალების წინააღმდეგ. უმაღლეს ლიდერად, ამბოხებულებმა აირჩიეს გიორგი პეტროვიჩი, მეტსახელად „კარაგიორგი“, რომელიც ადრე ავსტრიის არმიაში მსახურობდა. 1811 წელს ბელგრადში კარაგიორგი გამოაცხადes სერბეთის მემკვიდრეობით მმართველად. თუმცა 1813 წელს ამბოხება ჩახშობილ იქნა, კარაგიორგი ავსტრიაში გაიქცა. 1815 წელს დაიწყო სერბეთის მეორე ამბოხება, რომელსაც ხელმძღვანელობდა პირველი აჯანყების წევრი მილოშ ობრენოვიჩი. აჯანყებამ წარმარტებით ჩაიარა, თუმცა მხოლოდ თხუთმეტი წლის შემდეგ სულთანმა აღიარა ოფიციალურად სულთანმა მილოშ ობრენოვიჩი სერბეთის მმართველად. 1817 წელს კარაგიორგი დაბრუნდა სერბეთში, თუმცა მილოშ ობრენოვიჩის ბრძანებით მოკლულ იქნა. 1878 წელს სერბეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, ხოლო 1882 წელს გამოაცხადა სამეფო. XX საუკუნის დასაწყისში სერბეთი კონსტიტუციურ მონარქიად გარდაიქმნა, მონარქიას სწრაფი ზრდის ტემპები ჰქონდა ეკონომიკისა და კულტურის სფეროებში. ორი გლეხური წარმოშობის დინასტია – კარაგიორგის და ობრენოვიჩის მემკვიდრეები ერთმანეთს ცვლიდნენ სერბეთის ტახტზე 1903 წლამდე. 1903 წელს მეფე ალექსანდრე ობრენოვიჩი და მისი ცოლი დრაგა მოკლეს სასახლის გადატრიალების შედეგად. 1912-1913 წლებში ბალკანეთის ომების დროს სერბეთმა შემოიერთა კოსოვო და მაკედონია. პირველ მსოფლიო ომში, სერბეთი „ანტანტის“ მხარეზე იბრძოდა. ომის შედეგად, სერბეთმა დაკარგა მოსახლეობის მესამედი. ომის შემდეგ, სერბეთი გახდა ბირთვი სერბების, ხორვატიის და სლოვენიის სამეფოსი. მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941 წლის აპრილში სერბეთი დაიპყრო ჰიტლერულმა გერმანიამ. ტერიტორიების ნაწილი გადაეცა გერმანიის სატელიტ ქვეყნებს – უნგრეთს, ბულგარეთს და ალბანეთს. 1944-1945 წლებში სერბეთი გათავისუფლდა საბჭოთა არმიისა და იუგოსლავიის პარტიზანული და რეგულარული სახალხო განმათავისუფლებელი ჯარების მიერ.

1945 წელს გამოცხადდა იუგოსლავიის ფედერაციული სახალხო რესპუბლიკა (1963 წლიდან – იუგოსლავიის სოციალისტური ფედერაციული რესპუბლიკა), რომლის შემადგენლობაშიც სერბეთის სოციალისტური რესპუბლიკაც შევიდა. 1990 წლის დასაწყისში დაიწყო იუგოსლავიური ომები, რაც საბოლოოდ, მისი დაშლით დასრულდა. სოციალისტების სერბეთის ხელისუფლების სათავეში ყოფნის ხანგრძლივი პერიოდი დასრულდა 1999 წელს ნატო-ს მიერ სერბული ქალაქების დაბომბვისა და გაეროს სამშვიდობო ძალების კოსოვოში შესვლის შემდეგ. 2006 წელს ჩატარებული რეფერენდუმის შედეგად, არსებობა შეწყვიტა სერბეთისა და ჩერნოგორიის სახელმწიფოების კავშირმა და სერბეთმა დაკარგა ზღვაში გასასვლელი.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
  • მეშველიანი, კ.: სამხრეთ და დასავლეთ სლავების ისტორია : (სერბეთი) XIX-1917 წ. ოქტომბერი - თბილისი: თბილ. უნ-ტის გამ-ბა, 1985