სოკოტრა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მდებარეობა
სოკოტრას არქიპელაგი
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1263
რუს.ინგლ.ფრ.

სოკოტრა (Socotra ან Sukutra; არაბულად: سقطرى‎ Suqutrā, DMG Suquṭrā) — კუნძულთა ჯგუფი ინდოეთის ოკეანეში (უდიდესი კუნძული - კ. სოკოტრა), იემენის რესპუბლიკის შემადგენლობაში. მდებარეობს გვარდაფუის კონცხის აღმოსავლეთით (აფრიკა). ფართობი - 3,6 ათ. კმ². უმთავრესად აგებულია კრისტალური ქანებით. სიმაღლე - 1503 მეტრამდე (კუნძულ სოკოტრაზე). ჰავა ტროპიკული და მშრალია. იანვრის საშუალო ტემპერატურა 21 °C , ივლისისა - 28 °C. ნალექები 250-300 მმ წელიწადში. მცენარეულობა ნახევარუდაბნოსია. აშენებენ ფინიკის პალმებს, რქოსან საქონელს. 2008 წელს შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: