ზაგრები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ზაგრები
Zagreb
ბან ელაჩიჩის მოედანი, გრადეცი, ზაგრების ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ზაგრების ხელოვნების პავილიონი, ხორვატიის ეროვნული თეატრი, კაპტოლი
ბან ელაჩიჩის მოედანი, გრადეცი, ზაგრების ეროვნული და საუნივერსიტეტო ბიბლიოთეკა, ზაგრების ხელოვნების პავილიონი, ხორვატიის ეროვნული თეატრი, კაპტოლი
დროშა გერბი
დროშა გერბი
ქვეყანა ხორვატიის დროშა ხორვატია
სტატუსი დედაქალაქი
კოორდინატები 45°49′ ჩ. გ. 15°59′ ა. გ. / 45.817° ჩ. გ. 15.983° ა. გ. / 45.817; 15.983
შიდა დაყოფა 17[1]
ქალაქის მერი მილან ბანდიჩი
პირველი ხსენება 1094
ქალაქი 1242  წლიდან
ფართობი 641.29 კმ²
სიმაღლე 122—1035[2]
მოსახლეობა 792,875 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 1,200 კაცი/კმ²
აგლომერაცია 1,110,517
სასაათო სარტყელი UTC+1, ზაფხულში UTC+2
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 10000
საავტომობილო კოდი ZG
ოფიციალური საიტი http://www.zagreb.hr
ზაგრები (ხორვატია)
Red pog.svg

ზაგრები (ხორ. Zagreb) — ხორვატიის დედაქალაქი და ქვეყნის უმსხვილესი დასახლებული პუნქტი. მოსახლეობა — 790,017 კაცი (2011). მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო–დასავლეთში, მდინარე სავას ნაპირებზე, მთა მედვედნიცას დასავლეთ ფერდობებზე. ქალაქი მდებარეობს ზღვის დონიდან დაახლოებით 122—1035 მეტრზე. 2011 წლის აღწერის მიხედვით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 792,875 ადამიანს.[3]

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

ქალაქი გაშენებულია მდინარე სავაზე, დუნაის შესართავთან, ჩრდილოეთის განედის 45,815° და აღმოსავლეთის გრძედის 15,98306°, ზღვის დონიდან 104 მეტრზე მედვედნიცას მთის მასივის ახლოს. კლიმატი კონტინენტური, საშუალო წლიური ტემპერატურა +20 გრადუსი ცელსიუსით, ზამთრის საშუალო +1 გრადუსი ცელსიუსით.

დრო — საშუალოევროპული, გრინვიჩი +1. ფართობი — 641,29 კმ².

ქალაქ ზაგრებს გარეუბნებთან ერთად ჟუპანიის სტატუსი აქვს ხორვატიის შემადგენლობაში, ქალაქის მმართველობას მერი ახორციელებს, რომელსაც ქალაქის ასამბლეა ირჩევს.

ტრანსპორტი[რედაქტირება]

ზაგრებში მდებარეობს ტრანსპორტის დაქსაქსული ცენტრი. ქალაქიდან ოთხივე მიმართულებით გადის მსხვილი საგზაო მაგისტრალები. რკინიგზა ზაგრებს ქვეყნის უმსხვილეს ქალაქებთან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებთან აკავშიკრებს. ქალაქის ცენტრში მსხვილი სარკინიგზო და საავტობუსო სადგურებია განთავსებული. ზაგრების აეროპორტი ქალაქიდან 17 კილომეტრში მდებარეობს. მგზავრთა ნაკადი წლიურად საშუალოდ 2 მლნ ადამიანია.

ქალაქში კარგად არის განვითარებული ტრამვაისა და ავტობუსის ხაზები, ასევე ფუნიკულიორის ხაზი ქალაქის ისტორიულ ნაწილში, რომელიც ქვედა და ზედა ქალაქს აკავშირებს. შემუშავებულია მსუბუქი მეტროპოლიტენის აშენების გეგმა. მშენებლობის კონკრეტული ვადები განსაზღვრული არ არის.

კლიმატი[რედაქტირება]

ზაგრების კლიმატი კონტინენტურია, გამოყოფილია წელიწადის ოთხივე დრო. ზამთრობით საშუალო ტემპერატურაა — 1 °C, ზაფხულობით — 20 °C. როგორც წესი, ზაგრებში ერთობ ცხელი მაისი იცის, განსაკუთრებით თვის ბოლოსკენ — ტემპერატურა 30 °C აჭარბებს. ზამთარში თოვლი იცის; შემოდგომა წვიმიანია.

ისტორია[რედაქტირება]

ზაგრების პირველი ხსენება 1094 წელს მიეკუთვნება, როდესაც უნგრეთის მეფე ლასლო I-მა კაპტოლის ბორცვის დასახლებაში საეიპისკოპოსო დააარსა. იმხანად დასახლებული პუნქტები კაპტოლი და გრადეცი ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამოსახლოები იყო, დღესდღეობით კი ქალაქის ისტორიული ნაწილის ბირთვს წარმოადგენენ.

1242 წელს ზაგრები (გრადეცი) უნგრეთ-ხორვატიის მეფის ბელა IV-ის მიერ ოქროს ბულით სამეფო ქალაქად იწოდა.

XVII საუკუნის დამდეგს გრადეცი და კაპტოლი ერთ ქალაქად ერწყმიან ერთმანეთს და კაპტოლის საეიპისკოპოსოც ზაგრების საარქიეპისკოპოსოდ იწოდება.

1669 წელს იეზუიტები პირველ გიმნაზიასა და აკადემიას აარსებენ. ეს თარიღი მიიჩნევა ზაგრების უნივერსიტეტის დაარსების პერიოდად, რომელიც ევროპის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტია. მოკლე ხანში ზაგრები ხორვატიის კულტურული ცენტრი და პოსადის ხორვატიის უდიდესი ქალაქი ხდება.

1776 წელს ვარაჟდინიდან ზაგრებში ხორვატიის სამეფო სამმართველო გადადის და ქალაქიც ფაქტობრივად დედაქალაქის სტატუსს იძენს.

1851 წელს ბანმა იოსიფ ელაჩიჩმა კაპტოლი და გრადეცი ზაგრებში გააერთიანა.

ავსტრო-უნგრეთის იმპერიის დროს ქალაქს აგრამი ერქვა.

1991 წლის 25 ივლისს ხორვატიის რესპუბლიკის პარლამენტი აცხადებს ქვეყნის დამოუკიდებლობას და დედაქალაქად ზაგრებს.

დემოგრაფია[რედაქტირება]

ზაგრები ხორვატიის უმსხვილესი და ერთადერთი ქალაქია, რომლის მოსახლეობაც (გარეუბნებიანად) 1 მლნ ადამიანს აჭარბებს, რაც ქვეყნის საერთო მოსახლეობის 20%-ს შეადგენს. საქალაქო აგლომერაციაში 1 088 841 მცხოვრებია.

ქალაქის ეროვნული შემადგენლობა საკმაოდ ერთგვარია: 2001 წლის მონაცემებით, ზაგრების 91,94 % ხორვატები შეადგენდნენ. იმავე მონაცემებით, ქალაქში 40 066 ეროვნული უმცირესობაა. ამათგან უმსხვილესია (18 811 ად., 2,41 %) სერბები, (6 204 ად., 0,80 %) ბოსნიელები, (3 389 ად., 0,43 %) ალბანელები, (3 225 ად., 0,41 %) სლოვენები, (1 946 ად, 0,25 %) ბოშები, (1 131 ად., 0,17 %) მონტენეგროელები და (1 315 ად., 0,17 %) მაკედონელები.

ქალაქის დიდი უმეტესობა (დაახლ. 90 %) კათოლიკეა, აგრეთვე არსებობს მცირერიცხოვანი მართლმადიდებლური და მუსულმანური წარმომადგენლობებიც.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Cresswell, Peterjon; Atkins, Ismay; Dunn, Lily (10 July 2006) Time Out Croatia, First, London, Berkeley & Toronto: Time Out Group Ltd & Ebury Publishing, Random House Ltd. 20 Vauxhall Bridge Road, London SV1V 2SA. ISBN 978-1-904978-70-1. წაკითხვის თარიღი: 10 March 2010. 

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. City of zagreb 2006. City of Zagreb, Statistics Department. წაკითხვის თარიღი: 2008-01-25.
  2. (2007) „Statistički ljetopis Grada Zagreba 2007.“ (Croatian and English) (PDF). ISSN 1330-3678. წაკითხვის თარიღი: 2008-11-12. 
  3. KONTINGENTI STANOVNIŠTVA PO GRADOVIMA/OPĆINAMA, POPIS 2011.