შვედეთი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
შვედეთის სამეფო
Konungariket Sverige
შვედეთი
შვედეთის
დროშა გერბი
დევიზი: För Sverige i tiden
ჰიმნი: Du gamla, Du fria
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
სტოკჰოლმი
59°21′ ჩ. გ. 18°04′ ა. გ. / 59.350° ჩ. გ. 18.067° ა. გ. / 59.350; 18.067
ოფიციალური ენა შვედური (დე ფაქტო)
მთავრობა საპარლამენტო მმართველობა კონსტიტუციური მონარქია
 -  მეფე კარლ XVI გუსტავი
 -  პრ.-მინისტრი სტეფან ლევენი
ფართობი
 -  სულ 449,964 კმ2 (55-ე)
 -  წყალი (%) 8.7
მოსახლეობა
 -  2013 შეფასებით 9,644,864 (88-ე)
 -  1990 აღწერა 8,587,353 
 -  სიმჭიდროვე 20.6 ად კაცი/კმ2 (192-ე)
მშპ (მუპ) 2006 შეფასებით
 -  სულ $336 მილიარდი (35-ე)
 -  ერთ მოსახლეზე $34,735 (მე-15)
აგი (2004) 0.956 (მაღალი) (მე-10)
ვალუტა შვედური კრონი (SEK)
დროის სარტყელი CET (UTC +1სთ.)
 -  ზაფხულის (DST) CET (UTC +2სთ.) (UTC)
ქვეყნის კოდი SWE
Internet TLD .se1
სატელეფონო კოდი 46

1ასევე .eu, როგორც ევროპის კავშირის წევრი.

შვედეთი (შვედ. Sverige), ოფიციალურად შვედეთის სამეფო (შვედ. Konungariket Sverige) — ქვეყანა ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიის ნახევარკუნძულზე. ესაზღვრება ნორვეგია დასავლეთიდან და ფინეთი ჩრდილო-აღმოსავლეთიდან. ზღვით ესაზღრება დანია, გერმანია და პოლონეთი. სამხრეთიდან და ესტონეთი, ლატვია, ლიტვა და რუსეთი აღმოსავლეთიდან. ასევე დაკავშირებულია დანიასთან ორესუნის ხიდით.

449,964 კმ² ფართობით შვედეთი მესამე უდიდესი ქვეყანაა ევროპის კავშირში. მოსახლეობა – 9,644,864 კაცი. დაბალია მოსახლეობის სიმჭიდროვე – 20,6 ად/კმ² (192-ე მსოფლიოში). დედაქალაქია სტოკჰოლმი.

სახელწოდება[რედაქტირება]

  • ოფიციალური: ქართულად - შვედეთის სამეფო; შვედურად - Konungariket Sverige.
  • ეტიმოლოგია - შვედურად Sverige ანუ Svea-rike - „სვეას სახელმწიფო“. თვით ხალხის ეთნონიმი შესაძლოა ძველნორვეგიული წარმოშობისა იყოს - Svithjoth, სადაც Svi-ის მნიშვნელობა უცნობია, ხოლო გერმანიკულ ენაზე thjod „ხალხს“ შეესატყვისება.
  • ქვეყნის კოდი - SE.

გეოგრაფია[რედაქტირება]

სახელმწიფო[რედაქტირება]

დემოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შვედეთის მოსახლეობა.

ეკონომიკა[რედაქტირება]

შვედეთი განვითარებული ინდუსტრიული ქვეყანაა, ე.ე.პ. მოცულობით (232 მლრდ $) მსოფლიოში 21-ე ადგილი უკავია.

შვედეთის რუკა

უპირატესობანი: მსოფლიო მნიშვნელობის ფირმები: სააბი, ვოლვო, ერიქსონი, ელექტროლუქსი და SKF. მაღალგანვითარებული და მუმდმივად მოდერნიზებადი ინფრასტრუქტურა. სამრეწველო ინფრასტრუქტურა მშვენიერი მდგომარეობით, ხოლო პერსონალი დიდი პროფესიონალიზმითა და ინგლისური ენის კარგი ცოდნით გამოირჩევა.

მე-20 საუკუნეში ნეიტრალიტეტის შენარჩუნებით, შვედეთმა მოახერხა მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება, რასაც მოწინავე ტქენოლოგიებმაც შეუწყო ხელი. ქვეყანას უმღლეს დონეზე განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს როგორც შიდა საკომუნიკაციო, ასევე საგარეო კომუნიკაციების თვალსაზრისით. შვედეთი ის იშვიათი ქვეყანაა, რომელსაც ყველა დარგში მაღალ დონეზე განვითარებული სამუშაო ძალები გააჩნია. ეკონომიკის ბურჯად მაინც ტყე, ჰიდროენერგია და ტკინის მადანი მოიაზრება. მრეწველობა ორიენტირებულია საგარეო ვაჭრობაზე. პროდუქციის თითქმის 90% კერძო მეწარმეების მიერ იქმნება.

შვედეთის ელექტროსადგურები:

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

სტოკჰოლმი — ისტორიული ცენტრი, სამეფო სასახლე, რიქსდაგი, სკანსენი (ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ); სამხრეთ ოლანდის აგრარული პეიზაჟები, გამელსტადის ეკლესიათა სოფელი, ჰანზას ქალაქი ვისბიუ, ლაპლანდია.

ისტორია[რედაქტირება]

მყინვარების დნობის დაწყების შემდეგ სკანდინავიის ნახევარკუნძულის მიწების ათვისება ადამიანმაც დაიწყო. სკანდინავიის პირველი მცხოვრებნი მონადირენი და შემგროვებლები იყვნენ. დასახლება ნახევარკუნძულის სამხრეთიდან დაიწყო, რომელიც შემდგომ რამდენიმე მხარედ დაიყო, მათ შორის კი ყველაზე ძლევამოსილი სველანდი აღმოჩნდა. სამეფო ხელისუფლება XIV საუკუნეში გაძლიერდა, რასაც ჩრდილოეთის ქვეყნების კალმარის უნიით გაერთიანება მოჰყვა. კავშირი მომხრეებსა და დანიის ოლდენბურგების დინასტიას შორის ხანგრძლივი ომის შემდეგ დაიშალა, შვედეთის სამეფო ტახტზე კი გუსტავ ვაზა ავიდა.

XVII საუკუნეში შვედეთი ევროპაში მნიშვნელოვანი ძალის მქონე სახელმწიფოდ მიიჩნეოდა თავისი გამოცდილი და ეფექტური არმიის წყალობით. მომდევნო ასწლეულში სამეფომ ფართო ტერიტორიებზე გაშლილი დაპყრობილი მიწები ვეღარ შეინარჩუნა. რუსეთთან ჩრდილოეთის დიდი ომის შემდეგ, 1809 წელს შვედეთმა თავისი აღმოსავლური ტერიტორიები დათმო. ამავე წელს, ქვეყანაში მიიღეს კონსტიტუცია, რომელიც 1975 წლამდე მოქმედებდა.

XIX საუკუნის ინდუსტრიალიზაცია შვედეთში საკმაოდ გვიან დაიწყო. 1860-იან წლებში რკინიგზის მშენებლობა ქვეყნის აღმშენებლობის საწინდარი გახდა. თანდათან პირველი საწარმოები გაჩნდა ელექტროტექნიკისა და ქიმიის დარგში. 1876 წელს დაარსდა საქვეყნოდ ცნობილი კომპანია ერიქსონი. პირველი მსოფლიო ომის დროს შვედეთმა ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა. 1921 წელს ხმის მიცემის საყოველთაო უფლების შესახებ კანონი იქნა მიღებული და ხელისუფლებაში სოციალ-დემოკრატები მოვიდნენ. შვედეთმა მეორე მსოფლიო ომის დროსაც მოახერხა ნეიტრალიტეტის შენარჩუნება იმის მიუხედავად, რომ ჩრდილოეთის სხვა ქვეყნები ფაშისტურ აგრესიას ვერ ასცდნენ (დანია, ნორვეგია). გერმანული ჯარები შევიდნენ საბჭოთა კავშირის ფინეთის ტერიტორიაზეც. ომის შემდგომ, 1950-60-იან წლებში ხელისუფლებამ არაერთი სოციალური და შრომითი საკითხის რეფორმა გაატარა. ამ დროის ეკონომიკურმა ზრდამ ქვეყანაში ცხოვრების დონის ამაღლება გამოიწვია. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა იმ იდეით იკვებებოდა, რომ მშვიდობიანობის პერიოდში ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ყოველგვარ სამხედრო ალიანსებში გაწევრიანებისგან, რათა ომიანობისას თავი აარიდოს სხვა სახელმწიფოთა აგრესიას. ამის მიუხედავად, ოდნამ მოგვიანებით, შვედეთის სამხედრო სტრუქტურები მჭიდრო კონტაქტში შევიდა ნატოსთან. 1970-იან წლებში შვედეთში ეკონომიკური მდგომარეობა გაუარესდა, განსაკუთრებით საპრობლემო შეიქმნა ენერგეტიკული საკითხი. ბირთვული ენერგეტიკის კრიტიკამ ახალი რეაქტორების შენება დაბლოკა. 1989 წელს ბერლინის კედლის დანგრენის შემდეგ შვედეთის სრული ნეიტრალიტეტის პოლიტიკა გადაიხედა და ხელისუფლებამ ევროკავშირში შესვლის სურვილი გამოხატა. შვედეთი 1995 წელს ევროკავშირის წევრი გახდა.

ფლორა და ფაუნა[რედაქტირება]

შვედეთში ძუძუმწოვრები მრავარფეროვანი სახით არ არიან წარმოდგენილნი, თუმცა, მათი რაოდენობა მეტად მაღალია. ლაპლანდიაში ჩრდილოეთის ირემის ნახვა შეიძლება. ტყეებში ასევე ბინადრობენ ცხენირმები, შვლები, ციყვები, კურდღლები, მელიები, კვერნები, ჩრდილოეთ ტაიგაში — ფოცხვერები, მურა დათვები, სამურავები. ფრინველები 340 სახეობამდეა, თევზები 160 სახეობაა. 1964 წელს გარემოს დაცვის შესახებ კანონი შევიდა ძალაში და ევროპაში რეგულარულად დაიწყო ეროვნული პარკების გაჩენა. პირველი ეროვნული პარკი შვედეთში ჯერ კიდევ 1909 წელს იყო შექმნილი. ახლა ქვეყანაში 16 ეროვნული პარკი და 900 ნაკრძალია.

ლიტერატურა[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : შვედეთის კულტურა.

შვედეთის ლიტერატურა ვითარდება შვედურ ენაზე. ძველი ლიტერატურის ძეგლები შემორჩენილია ქვაზე რუნების წარწერების სახით. X—XI საუკუნეებში ფეოდალიზმის ჩამოყალიბებასა და ქრისტიანობის გავრცელებასთან დაკავშირებით წარმოიშვა რელიგიური ლიტერატურა ლათინურ ენაზე. იქმნებოდა ისტორიის ქრონიკები და კურტუაზული პოეზია, პარალელურად — ხალხური ბალადები და სიმღერები. XV საუკუნეში პოპულარული იყო პატრიოტული პოეზია. XVI საუკუნეში ევროპის აღორძინებისა და რეფორმაციის გავლენით განმტკიცდა ჰუმანისტური პრინციპები. დიდი ისტორიულ-ლიტერატუტურული მნიშვნელობა მოიპოვა შვედეთის რეფორმავიის ბელადის, თანამედროვე შვედური ლიტერატურის ფუძემდებლის ოლაუს პეტრის (1493—1552) ნაწარმოებებმა.

ცნობილი შვედები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: