შპიცბერგენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სვალბარდი
Svalbard
Шпицберген
შპიცბერგენი
შპიცბერგენის
დედაქალაქი
(და უდიდესი ქალაქი)
ლონგირი
78°07′ ჩ. გ. 16°54′ ა. გ. / 78.117° ჩ. გ. 16.900° ა. გ. / 78.117; 16.900
ოფიციალური ენა ნორვეგიული, რუსული
რელიგია ლუთერანობა, მართლმადიდებლობა
მთავრობა ნორვეგიის გარე ტერიტორია
ფართობი
 -  სულ 61 022 კმ2 
მოსახლეობა
 -  2012 შეფასებით 2 642 
აგი (2007) 0.967 
ვალუტა ნორვეგიული კრონა (NOK)
დროის სარტყელი EET (UTC +2სთ.)
Internet TLD .no
სატელეფონო კოდი +47

შპიცბერგენი იგივე სვალბარდი (ნორვ. Svalbard, რუს. Шпицберген, გერმ. Spitzbergen) — ჩრდილოეთის ყინულოვან ოკეანეში მდებარე ფართო პოლარული არქიპელაგი ჩრდილოეთის განედის 76°26' და 80°50' და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს შორის 10° და 32°. ნორვეგიის სამეფოს ყველაზე ჩრდილოეთი მხარე. ადმინისტრაციული ცენტრი ლონგირი. არქიპელაგი და მიმდებარე წყლები დემილიტარიზებული ზონაა.

შპიცბერგენი ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე ტერიტორიაა, სადაც მუდმივი მოსახლეობა ცხოვრობს, რაც 2012 წლის მონაცემებით 2 642 ადამიანს შეადგენდა, რომლებიც ქვეყნის ორ ქალაქში არიან გადანაწილებული: ლონგირში (~2000) და ბარენცბურგში (~500), სხვა დასახლებულ პუნქტებში მუდმივი მოსახლეობა ან არ არის ან რამდენიმე ადამიანითაა წარმოდგენილი.

ეთნიკური შემადგენლობის მხრივ შპიცპერგენი არაერთეროვანია, ლონგირში ძირითადად ნორვეგიელები (ქვეყნის მოსახლეობის 72%) და მცირე ოდენობით შვედები, დანიელები, გერმანელები და ტაილანდელები, ხოლო ბარენცბურგში რუსები და რუსულენოვანი უკრაინელები და პოლონელები ცხოვრობენ (საერთო რაოდენობით 449, ქვეყნის მოსახლეობის 17%).

გეოგრაფია[რედაქტირება]

სვალბარდი 1920 წლის ხელშეკრულების თანახმად მოიცავს ყველა იმ კუნძულს, რაც მოქცეულია ჩრდილოეთის განედის 74° და 81° შორის და გრინვიჩიდან აღმოსავლეთის გრძედს 10° და 32° შორის. ეს ტერიტორია 93-ზე მეტ კუნძულს მოიცავს, რომელთა საერთო ფართობი 61 723 კმ²-ია.

შპიცბერგენის რუკა

ყველაზე მსხვილი კუნძულები:

  • ეჯი (ეჯეია) — 5 074 კმ²
  • ყველა სხვა — 621 კმ²

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: