პალადიუმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პალადიუმი / Palladium (Pd)Pd-TableImage.png
ელემენტის რიგითი ნომერი 46
მარტივი ნივთიერების გამოსახულება
Palladium.jpg
გარდამავალი, მოვერცხლისფრო თეთრი, რბილი, ბლანტი და ჭედადი ლითონი
ატომის თვისებები
ატომური მასა
(მოლური მასა)
106,42 მ. ა. ე. (/მოლი)
ატომის რადიუსი 137 პმ
იონიზაციის ენერგია
(პირველი ელექტრონი)
1): 803,5(8,33) 2): 1870 3): 3177 კჯ/მოლი (ევ)
ელექტრონული კონფიგურაცია [Kr] 4d10
ქიმიური თვისებები
კოვალენტური რადიუსი 128 პმ
იონური რადიუსი (+4e) 65 (+2e) 80 პმ
ელექტროუარყოფითობა
(პოლინგის თანახმად)
2,20
ელექტროდული პოტენციალი 0
ჟანგვის ხარისხი 0, +1, +2 (ყველაზე ხშირად), +3, +4 (ხშირად), +5, +6 (ძალიან იშვიათად)
მარტივი ნივთიერებების თერმოდინამიკური თვისებები
ნივთიერების სიმკვრივე 12,02 /სმ³
ხვედრითი თბოტევადობა 25,8[1] /(·მოლი)
თბოგამტარობა 71,8 ვტ/(·კ)
დნობის ტემპერატურა 1827
დნობის სითბო 17,24 კჯ/მოლი
დუღილის ტემპერატურა 2940
აორთქლების სითბო 372,4 კჯ/მოლი
მოლური მოცულობა 8,9 სმ³/მოლი
მარტივი ნივთიერების კრისტალური მესერი
მესრის სტრუქტურა კუბური წახნაგცენტრირებული
მესრის პერიოდი 3,890 Å
შეფარდება n/
დებაის ტემპერატურა 274
პალადიუმის ატომის სქემა
Pd 46
106,42
[Kr] 4d10
პალადიუმი

პალადიუმი — დიმიტრი მენდელეევის პერიოდული სისტემის მეხუთე პერიოდის მერვე ჯგუფის თანაური ქვეჯგუფის ქიმიური ელემენტი, ატომური ნომერია 46. აღინიშნება სიმბოლოთი Pd (ლათ. Palladium). მარტივი ნივთიერება პალადიუმი (CAS-ნომერი: 7440-05-3) — პლასტიკური გარდამავალი მოვერცხლისფრო-თეთრი ფერის კეთილშობილი ლითონი. პლატინის ჯგუფის ლითონი.

ისტორია[რედაქტირება]

პალადიუმი აღმოჩენილია ინგლისელი მეცნიერის უილიამ ჰაიდ ვოლასტონის (William Hyde Wollaston) მიერ 1803 წელს. ვოლასტონმა ის გამოჰყო პლატინის მადნიდან, რომელიც ჩამოტანილი იყო სამხრეთ ამერიკიდან.

უილიამ ჰაიდ ვოლასტონი (1766—1828) — პალადიუმის პირველაღმომჩენი

ელემენტის გამოსაყოფად ვოლასტონმა მადანი გახსნა სამეფო წყალში (aqua regia) მჟავა გაანეიტრალა NaOH-ის ხსნარით, შემდეგ პლატინა დალექა ამონიუმის ქლორიდის NH4Cl ხსნარის მოქმედებით (ილექება ამონიუმის ქლორპლატინატი). შემდგმომ ხსნარს დაამატა ვერცხლისწყლის ციანიდი, ამ დროს წარმოიქმნებოდა პალადიუმის ციანიდი. სუფთა პალადიუმი ციანიდიდან გამოყოფილი იქნა გახურებით.

სახელწოდების წარმომავლობა[რედაქტირება]

სახელწოდება მიეცა პალადის ასტეროიდის მიხედვით, რომელიც აღმოაჩინა გერმანელმა ასტრონომმა ოლბერტსონმა 1802 წელს, ანუ პალადიუმის აღმოჩენამდე სულ ცოტა ხნით ადრე. თავის მხრივ ასტეროიდს სახელი ათენა პალადისის (ძველბერძნული მითოლოგია) პატივსაცემად დაერქვა. პალადიუსი — ათენას ლეგენდარული ხის გამოსახულებაა, რომელიც ციდან ჩამოვარდა. იყო ტროას სიმტკიცისა და დაუმარცხებლობის ერთ ერთი გარანტი. ტროა დაეცა მას შემდეგ, რაც ქალღმერთი მოპარული იქნა ოდისევსისა და დიომედეს მიერ ღამით.

მიღება[რედაქტირება]

უმთავრესად პალადიუმს იღებენ ნიკელის, ვერცხლის და სპილენძის სულფიდური მადნების გადამუშავებით.

ფიზიკური თვისებები[რედაქტირება]

პალადიუმი — მოვერცხლისფრო თეთრი ფერის გარდამავალი ლითონია, აქვს Cu-ის ტიპის წახნაგცენტრირებული კუბური მესერი (a = 0,38902 ნმ; Z = 4; სივრცული ჯგუფია Fm3m).

პალადიუმი პლასტიკურია, ნიკელის, კობალტის, როდიუმის ან რუთენიუმის მიკროდანამატები აუმჯობესებენ Pd-ის მექანიკურ თვისებებს, ზრდიან სიმაგრეს.

პალადიუმის ძირითადი ფიზიკური და მექანიკური თვისებები:

წყალში არ იხსნება; სიმკვრივეა — 12,02 (20 °C, გრ/სმ³); განსაკუთრებულ პირობებში წარმოქმნის კოლოიდურ პალადიუმს და პალადიუმის შავს. დნობის ტემპერატურაა — 1554 °C (ზოგ წყაროში 1552 °C); დუღილის ტემპერატურაა მიახლოებით 2940 °C. დნობის სითბოა — 37,8 კალ./გრ; კუთრი თბოტევადობა 20 °C-ზე არის — 0,0586 კალ./(გრ·გრად); კუთრი ელექტრო წინაღობა 25 °C-ზე არის — 9,96 მკომი/სმ; თბოგამტარობაა — 0,161 კალ./(სმ·წმ·გრად), სიმაგრე ბრეილის მიხედვით არის 52 კგს/მმ2.

ქიმიური თვისებები[რედაქტირება]

პალადიუმი არ რეაგირებს წყალთან, გაზავებულ მჟავეებთან, ტუტეებთან, ამიაკის ხსნართან. რეაგირებს კონცენტრირებულ გოგირდმჟავასთან აზოტმჟავასთან, «სამეფო წყალთან», ჰალოგენებთან, გოგირდთან. იჟანგება კალიუმის ჰიდროსულფატთან KHSO4 შედნობის შელღვობის დროს:

Pd + 2HCl(к)+ 2Cl2= H2[PdCl6]
Pd + 2KCl + Cl2 = K2[PdCl4];
Pd + 4HNO3(к)= Pd(NO3)2+ 2NO2↑ + 2H2O

გამოყენება[რედაქტირება]

კატალიზატორები[რედაქტირება]

პლადიუმს ხშირად გამოიყენებენ როგორც კატალიზატორს, ძირითადად ცხიმების ჰიდროგენიზაციის და ნავთობის კრეკინგის დროს.

პალადიუმის ქლორიდი გამოყენება როგორც კატალიზატორი ჰაერში და აირის ნარევებში მიკრორაოდენობის ნახირჟანგის აირის აღმოსაჩენად.

წყალბადის გაწმენდა[რედაქტირება]

  • რადგანაც წყალბადი კარგად დიფუნდირებს პალადიუმში გავლით, პალადიუმს გამოიყენებენ წყალბადის ღრმა გაწმენდისათვის. ასევე პალადიუმს შეუძლია წყალბადის განსაკუთრებულად ეფექტური უკუაკუმულირება. ძვირადღირებული პალადიუმის ეკონომიისათვის წყალბადის გასაწმენდი მემბრანებისათვის შემუშავებულია მისი შენადნობები სხვა ლითონებთან (ყველაზე ეფექტურია იტრიუმთან შენადნობი).

გალვანოტექნიკა[რედაქტირება]

პალადიუმის ქლორიდი გამოიყენება დიელექტრიკების გალვანური მეტალიზაციის დროს როგორც მააქტივიზირებელი ნივთიერება.

ელექტრო კონტაქტები[რედაქტირება]

პალადიუმი და მისი შენადნობები ელექტროტექნიკაში გამოიყენებიან — სულფიდების მიმართ მედეგი საფარებისათვის (უპირატესად ვერცხლის).

კერძოდ კი პალადიუმი მუდმივად გამოიყენება მაღალი სიზუსტის რეოქორდების წარმოებაში (სამხედრო და აეროკოსმოსური ტექნიკა), მათ შორის ვოლფრამთან ერთად შენადნობში. მისი გამოყენება განპირობებულია მაღალი ცვეთამედეგობით, რაც იდეალურად მიესადაგება კონტაქტურ ჯგუფებში მის გამოყენებას.

ასევე პალადიუმი შედის კერამიკული კონდენსატორების შემადგენლობაში (ტიპი КМ), რადიომაუწყებლობაში,ტელევიზიაში, რადიოკავშირში მაღალსიხშირიან აპარატურებში [2].

საიუველირო ნაკეთობები და ზარაფხანა[რედაქტირება]

25 მანეთიანი ნომინალის სამახსოვრო მონეტა «ივანე III» (სსრკ, 1989 წ.). დამზადებულია 999 სინჯიანი პალადიუმისაგან.
  • პალადიუმი შენადნობებში გამოიყენება სიუველირო საქმეში (მაგალითად, ოქრო-პალადიუმის შენადნობის მისაღებად — ე. წ. «თეთრი ოქრო»), საერთოდ პალადიუმს უმნიშვნელო რაოდენობასაც (1%) შეუძლია ოქროს მკვეთრად შეუცვალოს ფერი მოვერცხლისფრო-თეთრად. პალდიუმისა და ვერცხლის ძირითად შენადნობს საიუველირო საქმეში აქვს 500 და 850 სინჯი (უფრო მეტად ტექნიკური და მიმზიდველია).
  • პალადიუმისაგან ზოგჯერ შეზღუდული რაოდენობით ჭრიან სამახსოვრო მონეტებსе[3].

მედიცინაში[რედაქტირება]

პალადიუმის გამოყენების სხვა დარგები[რედაქტირება]

  • გამოიყენება სპეციალური ქიმიური ჭურჭელის და ზეზუსტი საზომი ხელსაწყოების დეტალების დასამზადებლად, რომლებიც მედეგნი არიან კოროზიის მიმართ;
  • პალადიუმის გარკვეული რაოდენობა გამოიყენება ფტორწყალბადმჟავის წარმოებისათვის საჭირო ქიმიური აპარატურის დასამზადებლად (ჭურჭლები, ტუმბოების ნაწილები, გამოხდის კუბები, რეტორტები);
  • პალადიუმის საფარი გამოიყენება ელექტრო კონტაქტებისათვის ნაპერწკლების თავიდან ასაცილებლად;

წარმოებისა და მოხმარების მაჩვენებლები[რედაქტირება]

პალადიუმის მოპოვების ძირითადი რაიონები

პალადიუმის მსხვილი საბადოები მდებარეობენ ურალში, ალიასკაზე, ავსტრალიაში, კოლუმბიაში, ტრანსვაალში (აფრიკა) და კანადაში. მსოფლიოში პალადიუმის მიწოდებამ 2007 წ. შეადგინა 267 ტონა (მათ შორის რუსეთი — 141 ტონა, სარ — 86 ტონა, აშშ და კანადა — 31 ტონა, სხვა ქვეყნები — 9 ტონა). პალადიუმის მოხმარებამ 2007 წ. შეადგინა მანქანათმშენებლობაში 107 ტონა, ელექტრონიკის წარმოებაში — 40 ტონა, ქიმიურ მრეწველობაში — 12 ტონა[4].

ლონდონის კვლევითი კომპანიის GFMS შეფასებით, 2009 წ. რფ-იამ მიახლოებით გაყიდა 1100 ათასი უნცია პალადიუმი, 2010—800 ათ. უნცია, 2011 წელს ექსპორტი ანალოგიური იყო[5].

საინტერესო ფაქტები[რედაქტირება]

  • პალადიუმი ძვირფას ლითონს წარმოადგენს და იყიდება ბირჟებზე და ბაზრებზე. ზოგ ქვეყნებში, იურიდიულ და ფიზიკურ პირებს კანონით დართული აქვთ ნება ბანკებში «ლითონური ანგარიშის» გახსნისა პალადიუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]

  1. რედკოლ.:ზეფიროვი (მთ. რედ.) ქიმიური ენციკლოპედია: 5 ტომად. — მოსკოვი: დიდი საბჭოთა ენციკლოპედია, 1992. — ტომი: 3. — გვ. 639. — 50 000 ეგზ. — ISBN 5—85270—039—8
  2. «Методика проведения работ по комплексной утилизации вторичных драгоценных металлов из отработанных средств вычислительной техники» (УТВ. ГОСТЕЛЕКОМОМ РФ 19.10.1999)
  3. ახალი ამბები სბერბანკის საიტზე.
  4. უცხოური კომერციული ინფორმაციის ბიულეტენი, № 95, 23.08.08წ., ფ.12.
  5. http://www.gfms.co.uk/Presentations/2011/Platinum_Palladium_Survey_2011_Presentation.pdf