ნარუჯა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დაბა
ნარუჯა
Ozurgeti.png
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე გურიის მხარე
მუნიციპალიტეტი ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 41°54′25″ ჩ. გ. 41°57′15″ ა. გ. / 41.90694° ჩ. გ. 41.95417° ა. გ. / 41.90694; 41.95417
დაარსდა 1949
დაბა  1987  წლიდან
ფართობი 12 კმ²
მოსახლეობა 2718 კაცი (2010)
სიმჭიდროვე 221 კაცი/კმ²
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები 90 %
სატელეფონო კოდი +995 496[1]
საფოსტო ინდექსი 3500[2]
ნარუჯა (საქართველო)
Red pog.svg
ნარუჯა (გურიის მხარე)
Red pog.png

ნარუჯადაბა ოზურგეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს მდინარეების ჩოლოქისა და ნატანების შუამდინარეთში, ქალაქ ოზურგეთიდან სამხრეთ-დასავლეთით, 10 კმ დაშორებით, ლაითურის აღმოსავლეთით. ნარუჯაში არის საჯარო სკოლა[3] და საბავშვო ბაღი.

ისტორია[რედაქტირება]

ნარუჯის დასახლება გაჩნდა 1929-30 წლებში, როდესაც ლაითურის ჩაის მეურნეობის გაშენების დროს გადაწვეს ტყითა და ბუჩქნარით დაფარული გაუვალი ადგილები. მისი სახელწოდებაც გადაწვის, გადარუჯვის შედეგად გაჩნდა. 1949 წლის ბოლოს დასახლება გამოეყო ლაითურს და ჩამოყალიბდა ცალკე მეურნეობად, რომელიც ფლობდა 230 ჰექტარ ჩაის პლანტაციას. 1966 წელს დაიდგა რუსთაველის ძეგლი. 1980-იანი წლების დასაწყისში ჩაის უკვე 550 ჰა ეკავა. 1986 წელს ნარუჯამ უკვე დაბის სტატუსი მიიღო.

მოსახლეობა[რედაქტირება]

2002 წლის აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 1295 ადამიანი. 2010 წლის მონაცემებით მოსახლეობის რაოდენობა არის 2718 კაცი. მათი 90% ქართველია, აგრეთვე ცხოვრობენ სომხები (5%) და აზერბაიჯანელები (4%). მოსახლეობის 13% ღარიბია. დასაქმებულია შრომისუნარიანი მოსახლეობის 11%.[4]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ. სიმონიშვილი, ნარუჯა — დღევანდელი, აღორძინებული // ლენინის დროშა N99, გვ. 2 — 1979 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]