პიემონტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიემონტი
Piedmont
დროშა
Flag of Piedmont.svg
გერბი
Regione-Piemonte-Stemma.svg
ქვეყანა იტალიის დროშა იტალია
სტატუსი რეგიონი
ადმინისტრაციული ცენტრი ტურინი
მოსახლეობა (2010) 4 456 532 კაცი
სიმჭიდროვე 175,4 კაცი/კმ²
ფართობი 25 402 კმ²
პიემონტი რუკაზე
ოფიციალური საიტი
Commons-logo.svg ვიკისაწყობში Piemonte

პიემონტი (იტალ. Piemonte) — რეგიონი იტალიის ჩრდილოეთში. მისი ფართობი 25 402 კმ²-ია, მოსახლეობა კი 2010 წლის მონაცემებით დაახლოებით 4,4 მლნ ადამიანს შეადგენს. დედაქალაქია ტურინი. მთავარი ადგილობრივი ენაა პიემონტური. კუენოსა და ტურინის პროვინციებში მდებარე ოქსიტანის ხეობაში ასევე ლაპარაკობენ ოქსიტანურ ენაზე.

პიემონტს სამი მხრიდან გარს ალპები არტყავს. ესაზღვრება საფრანგეთსა და შვეიცარიას, ასევე იტალიის შემდეგ რეგიონებს: ლომბარდიას, ლიგურიას, ვალ-დ-აოსტას და ძალიან მცირე საზღვრით ემილია-რომანიას. რეგიონის ტერიტორიის 43,3% მთიანია, 30,3% გორაკ-ბორცვებს უჭირავს, 26,4% კი ვაკეებს. პიემონტი იტალიის რეგიონებს შორის სიდიდით მეორეა, სიცილიის შემდეგ.

პიემონტში მდებარეობს პოს ნაყოფიერი ხეობა, აქ განვითარებულია მანქანათმშენებლობის ინდუსტრია (ფიატი).

ადმინისტრაციული დაყოფა[რედაქტირება]

პიემონტის რეგიონი ადმინისტრაციულად 8 პროვინციად იყოფა:

პიემონტის პროვინციები
პროვინცია ფართობი (კმ²) მოსახლეობა სიმჭიდროვე (ად./კმ²)
ალესანდრიის პროვინცია 3 560 438 062 123,1
ასტის პროვინცია 1 504 219 629 146
ბიელის პროვინცია 913 187 090 204,9
კუნეოს პროვინცია 6 903 584 467 84,7
ნოვარის პროვინცია 1 339 365 156 272,7
ტურინის პროვინცია 6 821 2 288 614 335,5
ვერბანო-კუზიო-ოსოლის პროვინცია 2 255 162 618 72,1
ვერჩელის პროვინცია 2 088 179 164 85,8

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]