სევანის ტბა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სევანი
სომხ. Սևան, Սևանա լիճ
Sevan aerial.jpg
კოორდინატები: 40°19′ ჩ. გ. 45°21′ ა. გ. / 40.317° ჩ. გ. 45.350° ა. გ. / 40.317; 45.350
მდებარეობა სომხეთის დროშა სომხეთი
სიმაღლე ზღვის დონიდან 1896 
ფართობი 1200 კმ²
მოცულობა 33,2 კმ³
მაქსიმალური სიღრმე 78,4 
საშუალო სიღრმე 28,5 
გამჭირვალობა 4,5 
გამომდინარე მდინარე რაზდანი
სევანის ტბა (სომხეთი)
Blue pog.svg
Commons-logo.svg ამ თემაზე ვიკისაწყობში

სევანი, გოქჩა (სომხ. Սևանա լիճ) — ტბა სომხეთში. უდიდესია კავკასიაში. ფართობი – 1200 კმ². საშუალო სიღრმე – 28,5 მ, მაქსიმალური – 83 მეტრი. მდებარეობს ამიერკავკასიის ვულკანურ მთიანეთში, დაახლოებით 1900 მ სიმაღლეზე. ტბას ჩრდილო-დასავლეთით ეკვრის ბამბაკის ქედი, ჩრდილო-აღმოსავლეთით შაჰდაღის ქედი, დასავლეთითა და სამხრეთით გეღამისა და ვარდენისის ქედები. სევანის ტბას უკავია მთათაშორისი ტექტონიკური ქვაბულის ცენტრალური ნაწილი. ორი მოპირისპირე კონცხით იყოფა მცირე სევანად (ჩრდილო-დასავლეთი) და დიდ სევანად (სამხრეთ-აღმოსავლეთი). მცირე სევანში მდებარე კლდოვან კუნძულზე, რომელიც ტბის დონის დაწევის შემდეგ ნახევარკუნძულადაა გადაქცეული, მდებარეობს IX საუკუნის არქიტექტურული ძეგლი — სევანის მონასტერი. სევანის ტბაში ჩადის 28 პატარა მდინარე. გამოდის მდინარე რაზდანი. ტბის მთავარი მასაზრდოებელია ზედაპირული ჩამონადენი (727 მლნ. მ³ წელიწადში). წყლის ტემპერატურა ზედაპირზე ივლის-აგვისტოში 17-19 °C, იანვარ-თებერვალში - 1,5-1,8 °C. ძლიერ ყინვიან ზამთარში ტბა მთლიანად იყინება. მდიდარია თევზით. ტბის წყალი და მდინარე რაზდანი გამოყენებულია სევანის ჰიდროელექტროსადგურის კასკადისათვის. გაყვანილია არფა-სევანის გვირები, რითაც მდინარე არფის წყალი შედის სევანში. სევანის ტბის ნაპირზეა სევანი. ბუნებრივი ეროვნული პარკი.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

  • www.sevan.am ყველაფერი სევანის ტბაზე
  • Lake Sevan - Armeniapedia-ს სტატია ინფორმაცია და ფოტოები


ტბის სანაპიროს პანორამა ქალაქ სევანთან