ჰენრიკ იბსენი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან იბსენი, ჰენრიკ)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჰენრიკ იბსენი
დაბ. თარიღი 20 მარტი, 1828
დაბ. ადგილი შიენი, ნორვეგია
გარდ. თარიღი 2 მაისი, 1906 (78 წლის)
გარდ. ადგილი ქრისტიანია, ნორვეგია
საქმიანობა დრამატურგი
ეროვნება ნორვეგიელი
პერიოდი 1850—1906
ჟანრი ნატურალიზმი, რეალიზმი
Magnum opus პერ გიუნტი (1878), თოჯინების სახლი (1879)

ხელმოწერა

ჰენრიკ იბსენი (ნორვ. Henrik Ibsen; დ. 20 მარტი, 1828, შიენი, ნორვეგია — გ. 23 მაისი, 1906, ქრისტიანია) — ნორვეგიელი დრამატურგი, ნორვეგიული ნაციონალური თეატრის ერთერთი შემქმნელი, მუშაობდა სკანდინავიურ საგებზე დაფუძნებულ დრამებსა და ისტორიულ პიესებზე. ჰენრიკ იბსენი ავტორია ფილოსოფიურ–სიმბოლური დრამატული პოემებისა "ბრანდი (პოემა)" (1866) და "პერ გიუნტი" (1867), კრიტიკული სოციალურ–რეალისტური დრმაების "თოჯინების სახლი" (1879), "მოჩვენებები" (1881). დრამებში "გარეული იხვი" (1884), "ჰედა გაბლერი" (1890), "მშენებელი სოლნესი" (1892) გაძლიერებულია ფსიქოლოგიზმისა და სიმბოლიზმის ნიშნები, რომლებიც აახლოებენ ნაწარმოებებს მე–19 საუკუნის ბოლოსთვის დამახასიათებელ ნეორომანტიკურ ხელოვნებასთან. თავის ნაწარმოებებში იბსენი ცდილობდა გაეხატა პროტესტი თავისი დროის საზოგადოებრივი წყობილებისთვის, ითხოვდა რა ადამიანის მაქსიმალურ ემანსიპაციას.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჰენრიკ იბსენი დაიბადა 1828 წელს ნორვეგიაში მდიდარი კომერსანტის ოჯახში, რომელიც მომავალი მწერლის ბავშვობაშივე 1836 წელს გაკოტრდა.

1844 წლეს ჰენრიკ იბსენმა აფთიაქში დაიწყო მუშაობდა. სწორედ მაშინ შექმნა მან პირველი ლექსები და დრამა "კატილინა" (1850), რომელთა მოტივები ასახიერებენ ევროპაში მიმდინარე 1848 წლის რევოლუციების მოვლენებს. 1850 წელს ქრისტიანიაში დაიდგა იბსენის პიესა "გოლიათთა ბორცვი". 1852–1857 წლებში ქალაქ ბერგენში ხელმძღვანელობდა პირველ ნაციონალურ ნორვეგიულ თეატრს, ხოლო 1857-1862 წლებში – ნორვეგიულ თეატრს ქრისტიანიაში. ასევე ჰენრიკ იბსენის შექმნილია დრამა პერ გიუნტი რომლის საფუძველზეც შექმნა ედვარდ გრიგმა მუსიკა სპექტაკლისათვის.

1864—1891 წლებში ცხოვრობდა რომში, დრეზდენსა და მიუნხენში. 1862 წელს ჰენრიკ იბსენმა შექმნა "სიყვარულის კომედია", რომელშიც იმდროინდელი ნორვეგიის სატირული სურათი გადმოგვცა.

სახალხო–ისტორიულ დრამაში "ბრძოლა სამეფო ტახტისთვის" (1864) იბსენმა გადმოსცა გამარჯვება გმირისა, რომელიც პროგრესიულ ისტორიულ მისიას ასრულებდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]